ზურაბ დათუნაშვილი: მირჩიეთ, დავასრულო კარიერა, თუ წავიდე ქვეყნიდან?

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელიც მიმდინარე წლის 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა, სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს. „გამარჯობა. პირველ რიგში მინდა, ყველა ადამიანს, ვინც ამ დღეებში ჩემ მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ყველანაირად ვეცადე, რომ აბსოლუტურად ყველასთვის პირადად დამებრუნებინა პასუხი და მიუხედავად უამრავი წერილისა, მგონი, შევძელი. თუკი ვინმე შემთხვევით გამომრჩა, ბოდიში და მადლობა კიდევ ერთხელ, რომ გულთან მიიტანეთ ჩემი პრობლემა და გამონახეთ დრო, რათა გაგემხნევებინეთ. ჩემი განსაკუთრებული გაოცება გამოიწვია იმ ადამიანების ჩართულობამ, რომლებიც სპორტთან არც კი არიან დაკავშირებულნი, თუმცა აქტიურად ჩაერთნენ ჩემი პრობლემის განხილვაში და დააფიქსირეს…

მეტი...

ადვოკატთა ასოციაციამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე რეზოლუცია მიიღო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განწესების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, რეზოლუცია მიიღო. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, სასამართლო სისტემაში ჩამოყალიბებული მმართველობის მანკიერი ფორმა აზიანებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა რიგგარეშე საერთო კრება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს: (ა) უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესის იმგვარი რეფორმა, რომლითაც შეიზღუდება თანამდებობრივი პოზიციების მქონე მოსამართლეთა საბჭოს წევრად არჩევის შესაძლებლობა, ხოლო საბჭოს არამოსამართლე წევრებად სავალდებულო კვოტის ფარგლებში გამწესდებიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული პროფესიის მაღალი რეპუტაციის მქონე წარმომადგენლები. (ბ) არ დაუშვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად იმ კანდიდატთა გამწესება, რომელთაც წლების განმავლობაში ეკავათ…

მეტი...

მამუკა ბახტაძე: 2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მთავარი ამოცანაა, მოწესრიგდეს გზები და ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი და იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს. „ძალიან მიხარია, რომ ამ ულამაზეს კუთხეში, სვანეთში ტურისტების რაოდენობა ბოლო წლების განმავლობაში ასე გაიზარდა. ის…

მეტი...

ზაზა ხატიაშვილი: მხარს დავუჭერ სამართლიან სასამართლოს, მურუსიძეების და ჩინჩალაძეების გარეშე

ამ წუთებში მიმდინარე ადვოკატთა კორპუსის რიგგარეშე სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია, მათი შერჩევის კრიტერიუმები და მართლმსაჯულებაში არსებული სხვა გამოწვევები განიხილება. უფლებადამცველები, დისკუსიის ფორმატში, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, იუსტუციის საბჭოს მუშაობასა და უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ 10 კაციან სიაზე მსჯელობენ. როგორც ადვოკატი კახა კოჟორიძე აცხადებს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანები, რომლებიც 15 წლის განმავლობაში აზიანებდნენ მართლმსაჯულების სისტემას, ამ სისტემას უნდა ჩამოშორდნენ. „გამოსავალი არის იმაში, რომ ის ადამიანები, რომლებიც 15 წლის განმავლობაში არაკეთილსინდისიერ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ და აზიანებდნენ მართლმსაჯულების სისტემას, უნდა გადადგნენ თანამდებობიდან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიაზროთ, რომ მათ ამ ხნის…

მეტი...

თბილისში, ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებენ

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, დედაქალაქის მასშტაბით, ქვათა ცვენისგან დამცავ ბადეებს ამონტაჟებს. ამ ეტაპზე, სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსთან, სასტუმრო King David-ის ქვედა ფერდობზე (5500 კვ.მ.), ასევე, ორპირისა და სანაპიროს ქუჩებზე (1300 კვ.მ.). არსებული კლდეები გამოფიტვის შედეგად პერიოდულად იშლება, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უჟანგავი ბადეები ანკერული დამაგრების პრინციპით და დეტალები დაიფარა ანტიკოროზიული საღებავით, რაც საექსპლუატაციო ვადას 50 წლამდე ახანგრძლივებს. დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროს გალაქტიონ ბუაძესთან…

მეტი...

დაჩი ცაგურია: უგულავას გვირაბთან ახლოს, გლდანის ციხეში უნდა ასვენებდნენ

“უგულავას მაგ გვირაბთან ბორკილებს უნდა ადებდნენ და იქვე იმავე გვირაბთან ახლოსაა გლდანის ციხე, ხანგრძლივად უნდა ასვენებდნენ სწორედ ამ 200 მლიონზე მეტის გაფლანგვისთვისაც”, – ამის შესახებ, საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ, გიგი უგულავას საპასუხოდ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “პროექტი ყოველგვარ გონიერებას იყო მოკლებული, პროექტს არ ჰქონდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ყველა კვლევამ, რომელიც ავტორიტეტულმა კომპანიებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ასობით მილიონი იხარჯებოდა და მივიღებდით გაუარასებულ გამტარუნარიანობას, გაზრდილ საოპერაციო ხარჯებს, ქალაქის ცენტრიდან გაქრებოდა სამგზავრო სადგური და ა.შ. მოკლედ, სია გრძელია, თან რა უნდა განმუხტულიყო, არც მაგაზე ჩაუტარებია ვინმეს კვლევა… ერთი სიტყვით, “ჩვენ…

მეტი...

იუსტიციის სამინისტრო: ერთ-ერთი ტელეკომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას

იუსტიციის სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერში” 2 თებერვალს გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც ერაყში მყოფი საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პრობლემას ეხებოდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გადაცემის წამყვანმა თქვა, რომ „ამ დროს სახელმწიფო აკეთებს იმას, რომ არაფერს აკეთებს“. იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ სიუჟეტის მომზადებისას ტელეკომპანიის ჟურნალისტი დაუკავშირდა სამინისტროს და საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მიიღო სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მასშტაბური ღონისძიებები ტარდება არასრულწლოვნების სამშობლოში დასაბრუნებლად. „2018 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ბავშვების დედამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს, უწყება არა მარტო იურიდიულ, არამედ მორალურ დახმარებას უწევს თეონა ტეფნაძეს, რათა მას დაეწყო სამართლებრივი ბრძოლა შვილების…

მეტი...

პოლიციამ, სექსუალური ორიენტაციის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, 1 პირი – ა.ჯ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჯ.-მ და არასრულწლოვანმა გ.ლ.-მ, მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს რუსთავში, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დ.გ.-ს. გამოძიება სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ანალოგიური ბრალდებით, ქუთაისის საქალაქო სამმართველო სთანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1 პირი – არასრულელოვანი გ.ვ. დააკავეს. გამოძიების თანახმად, მიმდინარე წლის 31 იანვარს,…

მეტი...

“დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა შეჩერდება” – ლევან გოგიჩაიშვილი

მომავალ კვირაში დავარეგისტრირებთ კანონპროექტს, რომლითაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი შეჩერდება, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, უფრო მეტი მცდელობა საჭირო, რომ ქვეყანას ავარიდოთ მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურ დებატებში შემოდიან და ყველაფერს კადრულობენ. „ჩვენ ვნახეთ კონტროლს მიღმა მოსამართლეები, რომლებიც შემოდიან პოლიტიკურ დებატებში და ყველაფერს კადრულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათზე დიდი წარმოდგენა არასდროს გვქონია. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებით პროცესი შეიძლება გარანტირებულად ისე დამთავრდება, როგორიც არის საზოგადოების დაკვეთა. როგორც ჩანს, უფრო მეტი მცდელობა მოგვიწევს, რომ ქვეყანას ავარიდოთ იმ ხალხის გემოვნებით შერჩეული მოსამართლეები, ამიტომ განსაკუთრებული კმაყოფილების განცდა არ მაქვს“,…

მეტი...

ზაზა სარალიძეს დააპატიმრებენ თუ არა, მოსამართლე 8 თებერვალს გადაწყვეტს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მომავალ კვირას უნდა გამოაცხადოს. სასამართლო პროცესი 8 თებერვალს გაიმართება. როგორც სარალიძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, სარალიძე დაზარალებულიდან ბრალდებულად აქციეს. „საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა. სასამართლო პროცესი დანიშნულია 8 თებერვალს. თუ საქმეს სამართლებრივად შევხედავთ , სასამართლო პროცესი სწორედ შედეგისთვის იმართება. შედეგი არის ის, რომ ზაზა სარალიძეს წარდგენილი აქვს ბრალი. მის მიმართ წარდგენილი ბრალი 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ჩვენ ამ ბრალდებას არ ვეთანხმებით. ვამბობთ და ვამტკიცებთ, რომ მხარე უდანაშაულოა და ეს ერთი ინციდენტი ნამდვილად არ…

მეტი...

უდანაშაულო ადამიანის გისოსებს მიღმა მოხვედრის რეალური საფრთხე

რედაქტორის ბლოგი: ქვეყანა, სადაც გინდა წესიერად იცხოვრო, დაიცვა კანონები, წესრიგი, გადაიხადო გადასახადები, იშრომო, მიიღო შემოსავალი, სახელმწიფოს არ დაუმალო გადასახადი, არ მოუშალო და არ მოიშალო ნერვები, არ აწყენინო და არ გაწყენინონ, გქონდეს გადაჭარბებულად მაღალი პასუხისმგებლობა და ასე შემდეგ, ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, არ გამოდის ისე, როგორც გინდა იცხოვრო. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ, მაგალითად, ღამით, როცა ყველა საქმეს მოილევ – იმუშავებ ერთ-ორ ან რამდენიმე სამსახურში, იშრომებ არანორმალურად, მიხედავ შვილებს, წაიყვან-წამოიყვან, არ გამოაკლებ არცერთი მეგობრის დღეობას, იქნები შემომტანიც და გამტანიც, მზარეულიც, დამლაგებელიც, მრეცხავიც, მასწავლებელიც (საკუთარი შვილებისთვის), უყიდი, გაასეირნებ და ასე შემდეგ, ერთი ადამიანი…

მეტი...