ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა – შერიგება არ შედგა

დღეს, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში გამართულ საგანგებო სხდომაზე, ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ, ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამის მიუხედავად, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება არ შედგა. „ვეტერანები და პრეზიდიუმის წევრები საუბრობდნენ იმაზე, რომ უნდა შევრიგდეთ, ერთი ოჯახი ვართ, ამ შერიგების შემდეგ კი არავინ დაიჩაგრება. ჩემი პოზიცია იყო ისეთი, რომ მე ამ ადამიანთან ვერ ვიქნები. თუ ეს ადამიანი პრეზიდენტად უნდათ, იყოს მათი პრეზიდენტი. მე გამიშვან. თუ არ გამიშვებენ, დამბლოკონ. მე ვუთხარი, რომ არ მინდა ასეთი პრეზიდენტი, თქვენ თუ გინდათ, გყავდეთ ასეთი პრეზიდენტი. ჩემი კარიერის გადასარჩენად ერთი გზა მაქვს, რომ წავიდე, სხვა ქვეყნის…

მეტი...

“იუნკერების გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა”

საქართველოს პარლამენტში  რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 23 თებერვლის  ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა, პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში კი მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ იუნკერთა  მემორიალი გვირგვინით შეამკეს და  ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. „98 წლის წინ, იუნკერების მიერ ჩადენილმა გმირობამ მოგვცა საშუალება, 70 წლისთავზე აღგვედგინა დამოუკიდებლობა, დაკარგული სახელმწიფოებრიობა. მათ გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, საქართველოს პარლამენტმა პატივი…

მეტი...

ზურაბ დათუნაშვილი: თუ მართალი არ აღმოვჩნდი, წავალ და ჩემს თავს მივხედავ

ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში, ამ წუთებში პრეზიდიუმის სხდომა მიმდინარეობს, ფედერაციის წინ კი, გეგა გეგეშიძის გადადგომის მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. „გეგეშიძე მოძალადეა! ხვალ მსხვერპლი შეიძლება გახდე შენ!“ – ამ ტრანსფარანტებით სამოქალაქო აქტივისტები, ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. როგორც სხდომის დაწყების წინ ზურაბ დათუნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დადებით შედეგს არ ელოდება. „სხდომაზე მოვედი, შევალ და ვნახავ, რა იქნება. არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ მე მართალი არ აღმოვჩნდი, მაშინ წავალ და ჩემს თავს მივხედავ. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა დათუნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილთან ფიზიკური…

მეტი...

მმართველ გუნდს გედევან ფოფხაძეც ტოვებს

ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის და ბექა ნაცვლიშვილის შემდეგ, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება გედევან ფოფხაძემაც მიიღო, ოფიციალურად მან პარტიას და ფრაქციას უკვე მიმართა. გადაწყვეტილების მიზეზებზე გედევან ფოფხაძე უფრო კონკრეტულად, ორშაბათს, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს. ფრაქციის ლიდერი მამუკა მდინარაძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეცდომად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ გუნდის დატოვება თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური არჩევანია. „გედი ფოფხაძემ გუშინ მომმართა როგორც ფრაქციის თავმჯდომარეს და დატოვა ფრაქცია. როგორც ვიცი, პარტიის დატოვების შესახებაც შეიტანა განცხადება პარტიაში. ზოგადად, როდესაც გუნდის წევრები ტოვებენ გუნდს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ გვაქვს საქმე კონკრეტულ მოცემულობასთან. ერთ-ერთი მაგალითია ძალიან თვალსაჩინო, რომ ანტიკონსტიტუციური კანონის მხარდაჭერის გამორიცხვის…

მეტი...

ირაკლი კობახიძე: ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს არ შევაფასებ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას, მიმდინარე პროცესების ლოგიკურ გაგრძელებად თვლის და ყველას მოუწოდებს, ემოციურ ფონზე განცხადებები არ გააკეთონ. ირაკლი კობახიძის თქმით, მას არ სურს ემოციურ ფონზე გაკეთებული განცხადებების შეფასება. „ამ პროცესებს ჩვენ თვალყურს ვადევნებდით ყველა ერთად. რაც შეეხება განცხადებებს, ემოციურ ფონზე გაკეთებულ განცხადებებს მე კომენტარს არ გავუკეთებ, ასე აჯობებს ალბათ, და ყველას ვურჩევ, რომ ემოციურ ფონზე, ზოგადად, არ გააკეთონ ხოლმე განცხადებები“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტის კითხვაზე – იმსჯელეს თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომაზე   გუნდიდან ცალკეული წევრების გარიცხვაზე, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,…

მეტი...

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი იყო დანაშაულებრივი, თუმცა ამას გამართული შეფასება სჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეთანხმება შეფასებას, რომ “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმი დანაშაულებრივი იყო, თუმცა, მისივე თქმით, რეზოლუციის შინაარსი იყო გაუმართავი, რასაც მსჯელობა და გამართული შეფასება სჭირდება. „ჩვენ ვეთანხმებით  შეფასებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი, თუმცა ამას სჭირდება, ბუნებრივია, გამართული შეფასება,  გამართული გაფორმება და ამაზე მზად ვართ მსჯელობისთვის“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ „საქართველოს პატრიოტების“ მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტზე საუბრისას. „მე პირადად, გავაკეთე განცხადება ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, აღვნიშნე, რომ ზოგად პათოსს და არა მარტო პათოსს,  ზოგად შინაარს ჩვენ ყველა ვეთანხმებით. ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული…

მეტი...

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ხუთივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება

რამდენიმე დღის წინ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ხუთივე პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით დაკავებულ ხუთ პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ და დუმილის უფლებას ინარჩუნებენ. საქმეში ბრალდებულ ლაშა სიხარულიძეს ბრალად იარაღის შეძენა-შენახვა და განძრახ მკვლელობის მცდელობა ედება. მის ბიძას, ზაზა სიხარულიძეს, ასევე გიორგი დიდებულიძეს, მიხეილ ხაჩიძესა და ლევან პეტრიაშვილს კი გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.…

მეტი...

ირმა ინაშვილი: აქამდე არ ვიცოდი, რომ გამოძიება “ალაგმვას” ნიშნავს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში თამარ ჩუგოშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ჩუგოშვილი განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას მხარი მხოლოდ იმის გამო არ დაუჭირა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ალაგმვა სწორად არ მიაჩნია.   „ჩვენი რეზოლუციის კონტექსტში, იყო ძალზე უცნაური შეფასება, თითქოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს შეუქმნის მთავარი ოპოზიციური პარტიების (სააკაშვილ-ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფების) ალაგმვა პოლიტიკური ველიდან. პირველი – არანაირი “მთავარი ოპოზიცია” არ არის არც გოცირიძე და არც ბოკერია. მეორე – რეზოლუცია სამართლებრივ- პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვდა პარლამენტის მხრიდან, ცალკე პუნქტი ეხებოდა გამოძიების თემას. გამოძიების პრეროგატივა პროკურატურისთვის…

მეტი...

ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფს შეხვდა. როგორც “ქართული ოცნების” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მთავარი მიზანია ინდივიდუალურად ყველა დეპუტატს მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. “ვინაიდან უმრავლესობის ფორმატში ვერ ხდება საკითხების დეტალური განხილვა,  მიღებული იქნა გადაწყვეტილება და დაიგეგმა თავმჯდომარის შეხვედრები დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანია, ინდივიდუალურად ყველას მიეცეს შესაძლებლობა, გამოხატოს და განიხილოს საკუთარი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. თემის აქტულობიდან გამომდინარე, პირველად თავმჯდომარე სწორედ იმ ჯგუფს შეხვდა, რომელმაც განსხვავებული პოზიცია გამოხატა “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით”, – ნათქვამია მმართველი პარტიის…

მეტი...