სიმონ ნოზაძე: ამ მასშტაბის პროექტები ხაშურში, ჯერ არ განხორციელებულა

საქართველოს პარლამენტის წევრმა სიმონ ნოზაძემ, დღევანდელ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხაშურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შეაფასა. მისი თქმით, ამ რაოდენობის მნიშვნელოვანი პროექტი ხაშურის მოსახლეობისთვის, აქამდე არ განხორციელებულა. „მინდა აღვნიშნო, რომ ამ რაოდენობის და მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც წელს ხორციელდება და იგეგმება ხაშურის მუნიციპალიტეტში, ჯერ არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე სამი დიდი პროექტი მზადდება. ასევე, რამდენიმე მცირე მასშტაბის, მაგრამ მოსახლეობისთვის ფუნქციურად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მეტი...

დედაქალაქში ელექტროდამტენებს კონკურსით შერჩეული კომპანია დაამონტაჟებს

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა,  კომპანიის შერჩევის მიზნით, კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება. „11 თებერვლიდან ჩვენს მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge დაიწყო მოქალაქეების მოთხოვნების მიღება ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადეთ, რომ ელექტრომობილების მფლობელების მომართვის საფუძველზე, ვიღებთ პასუხისგმებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ. როგორც გითხარით, უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება ელექტროდამტენები, რომელთა შესახებაც უფრო მეტი მოთხოვნა შემოვა ანუ პრიორიტეტების მიხედვით იქნება განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით, უკვე 40-მდე განცხადებაა შემოსული და უახლოეს მომავალში დამტენების მონტაჟს დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, კონკურსის შედეგად…

მეტი...

შალვა კიკნაველიძე: მისასალმებელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტები

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა და სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტები დადებითად შეაფასა. „ნამდვილად მისასალმებელია ის პროექტები და მასშტაბური სამუშაოები, რაც წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა დაგეგმილი. მისასალმებელია, რომ იწყება ხევი-არგვეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეპუტატმა მაია ცქიტიშვილის მოხსენების შემდეგ, რომლითაც ის საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.   

მეტი...

ეკა ბესელია: არავის აქვს უფლება, ჩემი გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღოს

დღევანდელი პოლიტსაბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ინფორმაცია, ამის შესახებ, ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა. დეპუტატს ჟურნალისტებთან, შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ არავის აქვს უფლება, მისი ნების წინააღმდეგ, უმრავლესობის დატოვება მოსთხოვოს. “ვერავინ გამრიცხავს, მე თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს. არავის აქვს იმხელა უფლებამოსილება, რომ ჩემთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩემთან ასეთი საუბრის, გაგრიცხავთ და ა.შ. უფლებას თავს არავინ აძლევს. ამის უფლება არ აქვს არც პარლამენტის თავმჯდომარეს და არც პოლიტსაბჭოს წევრებს. ასეთი რამ არ უთქვამს არც პარტიის თავმჯდომარეს. მე არ მგონია, რომ ასე…

მეტი...

შსს-მ სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატის გაქურდვის გამო, ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და თაღლითობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული თ.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ბათუმში, სხვადასხვა დროს, სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. ბრალდებული, იმავე აპარატების საშუალებით, ინტერნეტტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა. გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით, ასევე, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მეტი...

მიტაცებულ მიწებზე უკანონოდ აშენებულ სახლებს თბილისის მერია დაანგრევს

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიწების უკანონოდ მითვისების ფაქტები გამოავლინა. ვარკეთილში, კონკრეტულ ტერიტორიებზე, შენობის საძირკვლის ჩასასხმელად ტრანში უკვე გათხრილი იყო, რაზეც მერიამ, დროული რეაგირება განახორციელა.  როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონო და ყაჩაღურად მიტაცება კატეგორიულად მიუღებელია. არის შემთხვევები, როცა მიტაცებულ ტერიტორიებზე მცირე ზომის შენობები აქვთ ჩადგმული და მათ მფლობელებს აქვთ განცდა, რომ დაუკანონებენ. “ისინი ძალიან ცდებიან. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ეს მიწები ისევ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბრუნდეს. თუ საჭირო იქნება სადემონტაჟო სამუშაოებს ჩაატარეთ, კანონის შესაბამისად იმოქმედეთ. მალე გვეყოლება კომპანია, რომელიც მსგავს სამუშაოებს შეასრულებს. მსგავსი რამ არავის გამოუვა.…

მეტი...

რუსეთი მზად არის, რაკეტები აშშ-საც დაუმიზნოს – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ თავის რაკეტებს ევროპის კონტინენტზე თუ განათავსებს, რუსეთი მზად არის, რაკეტები აშშ-საც დაუმიზნოს. როგორც nv.ua წერს, რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, საფრთხის შემთხვევაში, რაკეტები არა მხოლოდ იმ ქვეყნებს დაუმიზნოს, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედ რაკეტებს განათავსებს, არამედ ამერიკისკენაც მიმართოს. პუტინის თქმით, ზოგიერთი კლასიფიკაციის რაკეტა მოსკოვამდე 10-12 წუთში მიაღწევს. ამიტომ, რუსეთი იძულებული იქნება, თავდაცვის მიზნით, ასიმეტრიულ ზომებს მიმართოს. მისივე თქმით, ​ამერიკა – რუსეთის ურთიერთობას ძნელად შეიძლება ეწოდოს მეგობრული. რუსეთს არავისთან სურს დაპირისპირება და ყველა მისი ნაბიჯი, რომელიც სამხედრო პოტენციალის ამაღლებას ითვალისწინებს, თავდაცვითია.  „აშშ-ს გეგმავს თავისი რაკეტების…

მეტი...

მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის სანიაღვრე გვირაბის აღდგენა-გამაგრება იგეგმება

თბილისის მერია მდინარე ვარაზისხევისა და კუს ტბის დამაკავშირებელი სანიაღვრე გვირაბის აღდგენა-გამაგრებას გეგმავს. სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 259 ათასი ლარია. შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. გვირაბი გასული საუკუნის 40-იან წლებში მოეწყო, ხოლო 90-იან წლებში მისი მოვლა-ექსპლუატაცია შეწყდა.  მერიის ინფორმაციით, გვირაბი 2004 წელს გამაგრდა და გაიწმინდა. ტენდერში მონაწილეთა განაცხადები 7-12 მარტს მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაო 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

მეტი...

“რამე თუ არ შევცვალეთ, მალე ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება” – თბილისის მერი

თბილისის მერის კახა კალაძე დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ქალაქში სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარს აღწევს. ​მისი თქმით, თბილისში 500 000-ზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება, მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, ქალაქში ავტომანქანების შემცირება. “სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 6-7% იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა, რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს და რამე თუ არ შევცვალეთ, ალბათ, ჰაერი საერთოდ აღარ დარჩება. სწორედ ამიტომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს ნაკლებ მანქანას ქალაქში და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც იქნება კომფორტული და ყველაზე სწრაფი,” – განაცხადა მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.  ​მისივე თქმით, 2019…

მეტი...

13 წლის გოგონები ქალიშვილობას კარგავენ, ბიჭებთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე – ექიმი

სოციალურ ქსელში მწვავე დისკუსიები მიმდინარეობს საკითხზე, სკოლა უნდა იძლეოდეს თუ არა  სქესობრივ განათლებას. ექიმი ლევან ფერაძე მიიჩნევს, რომ პროფესიონალ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება სწორი და გამოზომილი ინფორმაცია მიაწოდონ მოსწავლეებს, რათა წყვილის სექსუალური განუვითარებლობისა და კულტურის არქონის გამო ბევრი ახალგაზრდა ოჯახი გადაურჩეს დანგრევას. როგორც იაშვილის კლინიკის ექიმის ლევან ფერაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, საქართველოში ქალიშვილობას 13-14 წლის გოგონები კარგავენ, თან ისე, რომ არ აქვთ გააზრებული  რას აკეთებენ. ბიჭებთან კიდევ უფრო უარესადაა საქმე, პორნო საიტებიდან იღებენ ინფორმაციას და ასევე ექცევიან შემდგომში თავის პირველ პარტნიორს. ექიმი საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე საუბრობს და აცხადებს, რომ 15…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია და წყალი შეიზღუდება

დღეიდან აფხაზეთში დენის მიწოდება გრაფიკით განხორციელდება. მიზეზი “ენგურჰესის” წყალსაცავში წყლის დაწეული დონეა. სწორედ ამიტომ ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან წყალმომარაგებაც შეიზღუდება. წყალსაქაჩი საფგურების მუშაობა შეუძლებელია ელექტროენერგიის გარეშე. შესაბამისად, ადგილობრივი კომპანიის ცნობით, დღის განმავლობაში სამი საათით მოსახლეობ სასმელი წყლის გარეშე დარჩება. „ელექტროენერგიის შეზღუდვა იმოქმედებს დეფიციტის შევსებამდე რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდების გზით“, –  აცხადებს კომპანია „ჩერნომორენერგო“.

მეტი...

თბილისში, ზონალურ-საათობრივი პარკირება ფასიანი იქნება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების წესი ამოქმედდება. ახალი წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება და ზონების მიხედვით განსხვავებული იქნება. ამასთანავე, ყველა ავტომობილი უზრუნველყოფილი იქნება დღეში ოთხი უფასო 15-წუთიანი პარკირებით. საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველად კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე, პირველი ივლისიდან ამოქმედდება. როგორც თბილისის მერი კახა კალაძე განმარტავს, პარკირების საფასური საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას არ შეეხება; ასევე, არ შეეხება სრულად ელექტროძრავიან და შშმ პირების კუთვნილ ავტომობილებს; რაც შეეხება ტაქსებს, მათთვის სხვადასხვა ადგილებში უკვე გამოყოფილია უფასო ექსკლუზიური სადგომები ქალაქის მასშტაბით. „ზონალურ-საათობრივი პარკირება ჩვენი ქალაქისთვის სიახლეა. პარკირების პოლიტიკა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია…

მეტი...

გარკვეულწილად, იმიტომ ამირჩიეს პრეზიდენტად, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა – სალომე ზურაბიშვილი

“მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან. გარკვეულწილად იმიტომაც ამირჩიეს, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა. ვფიქრობ, სწორედ ამან მოიზიდა ამომრჩეველი”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ „არ-ტი-ელთან“ (RTL) ინტერვიუში. მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი კავკასიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი საუბრობს პიროვნულ განცდებზე და ამბობს, რომ უცნაური შეგრძნება დაეუფლა, როდესაც სხვა ქვეყნის პრეზიდენტის რანგში დაბრუნდა იმ ქვეყანაში, სადაც გაიზარდა. “აქ თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. ყოველთვის ვამბობდი და რამდენიმე წლის წინ დაწერილ წიგნშიც აღვნიშნე, რომ ვარ ქალი ორი ქვეყნიდან. დღეს მე ვარ იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც ჩემმა მშობლებმა, ბებიამ და…

მეტი...

„შავ წერტილებთან“ დაკავშირებით კანონმდებლობაში ჩანაწერი გაჩნდება

თბილისის საკრებულოს წევრის, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ობგაიძის განცხადებით, კანონმდებლობაში ახალი ტერმინი “შავი წერტილი” მალე გაჩნდება. როგორც ობგაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განმარტა, საუბარია ისეთ ადგილებზე, სადაც ავარიები ხშირად ხდება. საკანონმდებლო ჩანაწერის შემდეგ კი სტატისტიკის წარმოებაც დაიწყება. „ტერმინი „შავი წერტილი“ გულისხმობს ადგილებს, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. ასეთ ადგილებზე ჩატარდება კვლევა და დადგინდება თუ არის ავარიების მიზეზი. “შავი წერტილი” ეს არის ერთგვარი ტერმინი საგზაო მოძრაობის, რომელიც მალე ჩვენს კანონმდებლობაშიც აისახება. წარმოიდგინეთ, ეს არის ერთგვარი ინტერაქტიული რუქა. „შავი წერტილები“ ქმნის შავ ლაქას, სადაც ჩარევა აუცილებელია. ასეთი ლაქა გვქონდა სარაჯიშვილის გამზირზე, სადაც ავარიები…

მეტი...

“ანაკლიის პორტი ჩვენთვის არის ნატოც და ევროკავშირიც” – ვასილ ურუშაძე

კომპანია “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ურუშაძე, “თი ბი სი ბანკის” დამფუძნებლებთან დაკავშირებულ სკანდალს ანაკლიის პორტს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბოლო დროინდელი მოვლენები პროექტს დააზარალებს.   როგორც ვასილ ურუშაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანაკლიის პორტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ქვეყნისთვის ის არის ნატოც და ევროკავშირიც. მისი წარმატებით განხორციელება სწორედ დასავლეთის ინტერესებშია. კერძოდ, ის, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი დერეფნები არ გადიოდეს მხოლოდ ერთ ქვეყანაზე, ხორციელდებოდეს ტვირთბრუნვის დივერსიფიცირება, არსებობდეს ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნები, მათ შორის, ერთ-ერთი საქართველოზე გამავალი, სადაც მნიშვნელოვანი როლი ანაკლიას უჭირავს. ტვირთბრუნვის თვალსაზრისით, ის ერთგვარი კარიბჭე იქნება აღმოსავლეთსა და დასავლეთს…

მეტი...

“ეს არ არის სავალდებულო დაზღვევა, ეს მესამე პირის დაზღვევა და დაცვაა“ – შალვა ოგბაიძე

“მსოფლიოში მესამე პირის დაზღვევა ჩვეულებრივ, მიღებული ფორმაა. საუბარია მესამე პირის დაზღვევაზე, რომელსაც თქვენ, შემთხვევით მიაყენებთ ზარალს. თქვენს მიერ არჩეულ სადაზღვეო კომპანიას თქვენი პასუხისმგებლობა დაზღვეული აქვს და მესამე პირის ავტომობილის დაზიანების, საავადმყოფო ხარჯებია, თუ მუნიციპალური ქონების ხარჯებს სწორედ ის დაფარავს“ – აღნიშნა თბილისის საკრებულოს წევრმა, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ავტომანქანის სავალდებულო დაზღვევის შემოღებასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ის სადაზღვევო კომპანია, რომელსაც მძღოლი აირჩევს, პასუხისმგებლობას იღებს ყველა ზარალზე, რომელსაც ეს კონკრეტული პირი სხვას მიაყენებს. „დაზღვევა ეხება სხვა მანქანას, სხვა ადამიანს და იმ სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომ ადამიანებს, ვისაც თქვენ ზარალს…

მეტი...

“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო გუნდის გარკვეულ წევრებს არაჯანსაღ ქმედებებში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო საკუთარი გუნდის ზოგიერთი წევრის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევასა და არაგუნდურ ქმედებებზე საუბრობს. პოლიტსაბჭო მოსამართლეთა უვადო გამწესების თემაზე სამჯელოდ დღეს შეიკრიბა. როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაში ვკითხულბთ, გუნდის მიერ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, გუნდის წევრების მხრიდან, პროცესები არაჯანსაღად გრძელდება. „დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით, დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავება. დაიდო პირობა, რომ კანდიდატები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად, ინდივიდუალური და თავისუფალი კენჭისყრის შედეგად დაიკავებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. უზრუნველყოფილი იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის საბჭოს მიერ ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიური ღია და გამჭვირვალე პროცედურის საფუძველზე…

მეტი...

ლილოს ნაგავსაყრელი 2019 წლის ბოლოს დაიხურება

თბილისის შემოგარენში, ლილოში არსებული ნაგავსაყრელი წლის ბოლოს დაიხურება და მას ახალი უჯრედი დაემატება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მონაწილეობით ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება, რაც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებას, რასაც აღნიშნული ნაგავსაყრელი ქმნის.   როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ლილოს ნაგავსაყრელის სერიოზული და წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემის გამო მძიმე მდგომარეობაში არიან ადგილობრივ მცხოვრებლები. მისი თქმით, თბილისის მერია მუშაობს, რომ ეს პრობლემა ევროპული, განვითარებული ქალაქების მსგავსად მოგვარდეს, ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღონ ელექტროენერგია ან საწვავი. “მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში…

მეტი...

სათვალთვალო კოშკები – მორიგი ბარიერი მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღგენის გზაზე

„სათვალთვალო კოშკების აგება კიდევ უფრო დაამძიმებს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლებში არსებულ ისედაც მძიმე სოციალურ ფონს. მსგავსი შემთხვევები უარყოფითად აისახება გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ის ფაქტი რომ მუდმივად გითვალთვალებენ, გაზრდის შიშის ფაქტორს უბრალო ადამიანებში“, – ამბობს ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას და ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ თემს სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობებს სთავაზობს. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის პროცესში. ორგანიზაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობაში წლებია აქტიურად მუშაობს.…

მეტი...

“გვამებზე მოგიწევთ გადავლა!” – “ქართული მარში” გეი-მარშის წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასად არ დაუშვებს 18-23 ივნისს, თბილისში, ე.წ ღირსების გეი-მარშის ჩატარებას. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ფიზიკურად აღუდგება წინ გარყვნილების ზეიმს, რომელიც მისი თქმით, არის გაუგონარი შეურაცხყოფა და ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხება.  ამასთან დაკავშირებით ბრეგაძე მოსახლეობას მობილიზებისკენ მთელი ქვეყნის მაშტაბით მოუწოდებს. “ჩვენს გვამებზე მოგიწევთ გადავლა!” – აცხადებს იგი.  სოციალურ ქსელში ვრცელდება ანონსი, რომ 18-23 ივნისს, თბილისში, ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი”, ლგბტ პრაიდის კვირეულის გამართვას გეგმავს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თაბაგარი აცხადებს, ივნისი მთელ მსოფლიოში ლგბტ სიამაყის თვეა და მას საქართველოც შეუერთდება. კვირეულის ფარგლებში…

მეტი...