დატოვებს თუ არა ბესელია უმრავლესობას – დეპუტატი განცხადებას ხვალ გააკეთებს

ეკა ბესელიამ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ “ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა დღეს ხმა ამ ინიციატივას, ხმა მისცა ნაციონალური რეჟიმის ძალადობრივ რეჟიმად კიდევ ერთხელ გამოცხადებას”. დეპუტატის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი კანონპროექტს მხარს უჭერდა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა დეპუტატებმა ეს არ გაითვალისწინეს. “ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მისცა ხმა ნაციონალური რეჟიმის ძალადობრივ რეჟიმად კიდევ ერთხელ გამოცხადებას. აი ვინ არის ნაციონალური მოძრაობასთან შეხმატკბილებული და ძალადობრიივ სისტემასთან გარიგებული. ეს ადამიანები დღეს იცავენ…

მეტი...

პარლამენტმა ეკა ბესელიას ინიციატივა ჩააგდო

17 დეპუტატი 45-ის წინააღმდეგ – ამ შედეგით დასრულდა პარლამენტის კენჭისყრა კანინპროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომელიც ეკა ბესელიამ მოამზადა და პარლამენტის 9 დეპუტატმა მოაწერა ხელი. კანონპროექტს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 17-კი წინააღმდეგი წავიდა. კანონპროექტის კანონად ქცევისთვის კი, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. კანონპროექტი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას ითვალისწინებდა. სავარაუდოდ ხვალ, ეკა ბესელია საგანგებო განცხადებას გააკეთებს, რომელიც გუნდის დატოვებას ეხება.

მეტი...

“ზოგი რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ზოგი კი ჩირგვებში იჯდა” _ ბესელია თანაგუნდელებზე

ეკა ბესელიამ პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გუნდში არიან ის ადამიანები, ვისაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხმა არ აუმაღლებიათ. “პოლიტიკაში არის წარსული და წარსულით იზომება პოლიტიკოსი დღესაც. ის ადამიანები, რომლებიც იმ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი მართლა გოგლი-მოგლს ჭამდა, ოღონდ ცუდი არ არის გოგლი-მოგლი უბრალოდ ცუდ დროს არ უნდა მიირთვა და ზოგი იმ ჩირგვებიდან ისროდა. ის ადამიანები კი რამდენიმე დღეს ამ გუნდში აღმოჩნდა. 2016 წლის შედეგებია ეს. საკუთარი თავი დაინახოს ყველამ. არასოდეს არ მექნება საერთო ოცნებას დაირქმევს ახლა ის ადამიანი, თუ კიდევ სუპერ ოცნებას არასოდეს…

მეტი...

ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარისგან ბოდიშს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრება

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობს, რომ ის იმ ადამიანებისგან იქნება უარყოფილი, ვინც თავმჯდომარედ მოიყვანა. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პარლამენტის თავმჯდომარე ან ბოდიშს მოიხდის იმ სიტყვებისთვის, რაც მან დღეს აქ იკადრა, ან ის ზუსტად იმ ადამიანების მიერ იქნება უარყოფილი, ვინც იმ იდეალებისთვის იბრძოდა და იბრძვის დღესაც, რომლითაც ის გახდა სწორედ ამ თანამდებობაზე გამწესებული. თუ მან არ იცის ეს რას ნიშნავს, ჩვენ ვაჩვენებთ ეს როგორ ხდება. მე ამ ბრძოლას რომელიც გუშინ და გუშინწინ არ დამიწყია, გავაგრძლებ ბოლომდე იმ ხალხთან ერთად, ვისაც სჯერა ამისი…

მეტი...

“გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭი” – ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეზე

„ჩვენ რომ ნაციონალური მოძრაობას ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლიმოგლს მიირთმევდა და ჭურუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით და გადავრჩებოდით თუ არა“- ასეთი შეფასება ცოტა ხნის წინ, პარლამენტის პლენარული სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს, ეკა ბესელიამ პარლამენტის თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით გააკეთა. “გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ახლა ჩემს ბოლო დასკვნაში. თქვენ ნახავთ პასუხს, რასაც ის მიიღებს და როგორი პარლამენტის თავმჯდომარეც იქნება, ამ ნაბიჯების მერე, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც. ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ რომ ბოროტებას სჩადიოდნენ, დღეს კეთილად გასხივოსდნენ, ეს ადამიანი მორალურად,…

მეტი...

მხარდაჭერა მივიღეთ, დაველოდოთ რეალურ ქმედებებს – პრეზიდენტი ევროპაში ვიზიტს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება, რადგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მზადყოფნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. “საფრანგეთმა გამოთქვა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ გადავა ეს განცხადებები რეალურ ქმედებებში. საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალა. ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ასეთი ძლიერი მხარდამჭერი პოზიცია რამდენიმე წლის წინ საფრანგეთისაგან არ გამიგია”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. გერმანიაში ვიზიტს რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს გერმანიასთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის განვითარებაც მთლიანად ჩვენს ქვეყნებზეა დამოკიდებული. “თანადგომა,…

მეტი...

„როგორც კარგ ნერგს სჭირდება პირობები, მოსამართლეებსაც სჭირდებათ პირობები, რომ ნაყოფი მოგვცენ“ – ლევან მურუსიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე სასამართლო კორპუსს ჯიშიან ნერგს ადარებს და აცხადებს, რომ თუ მას კარგად მიხედავენ და მოუვლიან, შედეგსაც მიიღებენ. “კარგ ნერგს შეუძლია ჯიშიანი, კარგი ნაყოფი მოიბას, თუმცა, ამისთვის საჭიროა, მებაღემ მას კარგად მოუაროს, უნდა შეუქმნას სათანადო პირობები. როცა ძველ ხელისუფლებას იხსენებენ და ამ კონტექსტში მუდმივად ნეგატიურად გვახსენებენ, მათ მინდა შევახსენო, რომ სასამართლო მაშინ ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში მუშაობდა, იყო მძიმე კანონები, რომლისთვისაც ჩვენ პატივი უნდა გვეცა“, – აცხადებს ლევან მურუსიძე. მისივე განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოსამართლეებმა დამოუკიდებლობის გარანტია მიიღეს და სასამართლო სისტემა ვითარდება: „2012 წელს, როცა შემოვიდა…

მეტი...

გერმანია საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის ხელშეკრულებას გააფორმებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გერმანია საქართველოსთან ცირკულარული მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და გერმანელები დიდ იმედებს ამყარებენ, რომ ამით შეზღუდავენ არალეგალურ მიგრაციას. როგორც პრეზიდენტის ზურაბიშვილი აცხადებს, ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებული ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია საფრანგეთთან, ამ ეტაპზე მუშავდება ის დარგები და დეტალები, რითაც შეიძლება ისარგებლონ საქართველოს მოქალაქეებმა. გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და ის საკითხები დ პრობლემები განიხილა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს აწუხებთ. პრეზიდენტი ქართველ ემიგრანტებს იმ პერსპექტივებზე ესაუბრა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებისას შეექმნებათ. ასევე, ყურადღება გაამახვილა, ე.წ. ცირკულარულ მიგრაციაზე, რაც გარკვეული პროფესიების მქონე…

მეტი...

თიანეთში საბავშვო ბაღების, კულტურის სახლისა და გზების მშენებლობა მიმდინარეობს

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან თამაზ მეჭიაურთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტში პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. შალვა კერესელიძემ დაბა თიანეთში მდებარე კულტურის სახლი დაათვალიერა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში სცენა, დარბაზი, საოპერატორო და საგრიმიორო ოთახები მოეწყობა, დამონტაჟდება პროფესიონალური გახმოვანებისა და განათების აპარატურა. მხარის რწმუნებული, ასევე, გაეცნო დაბა თიანეთის საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების და სოფელი ჟებოტის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესს. პარალელურად ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია სიმონიანთხევში და ღულელებშიც მიმდინარეობს. დაათვალიერა დაბა თიანეთი-ჭურჭელაურების, ზარიძეები-ჯიჯეთის და ჟებოტა-ახალსოფელის დამაკავშირებელი გზების სამშენებლო სამუშაოები, ასევე, სოფელი ჟებოტის მრავალფუნქციური შენობისა და დაბა თიანეთის…

მეტი...

ავლაბარში, ძველი ავტოფარეხების ადგილს თანამედროვე პარკინგი დაიკავებს

თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილში, ავლაბარში, ქეთევან წამებულის N76- ში შვიდი ავტოფარეხის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომელთა ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსის ეზო მოწესრიგდება და თანამედროვე პარკინგი მოეწყობა. როგორც ისნის გამგეობაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, გამგეობამ, მიმდინარე წელს 11 ავტოფარეხის დემონტაჟი ორ მისამართზე განახორციელა. “გვერდითა ეზოში, სადაც ოთხი ფარეხი დავშალეთ, სკვერის მოწყობა უკვე დაწყებულია. ანალოგიურად, მოსახლეობასთან შეთანხმებით, ამ მისამართზეც გავალამაზებთ ეზოს და მოვაწყობთ თანამედროვე პარკინგს. დიდი იმედი მაქვს, ამ მხრივ მოსახლეობა წელსაც აქტიური იქნება “, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძემ.

მეტი...

რუს ოკუპანტებს სურთ, ჩორჩანის ტყის საბადოებს დაეპატრონონ – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ რუს ოკუპანტებს სურთ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლთან მდებარე ჩორჩანის ტყის საბადოებს დაეპატრონონ. როგორც დავით ქაცარავამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ოსები გეგმავენ ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე უზარმაზარი ტყის მასივის მითვისებას, სადაც სამი ტალკის და ერთი პემზის საბადოა. ტყეში მონიშვნებია გაკეთებული, სადაც რუსი სამხედროები პატრულირებდნენ. ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებლის განცხადებით, თუ ოკუპანტები თრუსოს და დარიალის ხეობას დაიკავებენ, გუდაურსაც აუცილებლად წაიღებენ და ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტი მლეთაში გადმოინაცვლებს. “ჩვენ არ დავთმობთ ჩვენი მიწის არცერთ სანტიმეტრს, არცერთ გოჯს. ისინი მოიწევენ და უმიზნებენ თრუსოს და დარიალის ხეობას, დამერწმუნეთ გუდაურსაც სიამოვნებით წაიღებენ.…

მეტი...

K2 კოეფიციენტის მომატებაზე ბოლო წლებში, 3 000 ობიექტზეა ნებართვა გაცემული – მამუკა სალუქვაძე

თბილისის გენგეგმის ჯგუფის წევრის, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი-საქართველოს” დირექტორ მამუკა სალუქვაძის განცხადებით, K2 კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიას ბოლო წლებში, 3 000 ობიექტზე აქვს ნებართვა გაცემული. კოეფიციენტის შეზღუდვის თემა სათავეს სწორედ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმიდან იღებს, შესაბამისად, მისივე თქმით, დედაქალაქის მერიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.     როგორც მამუკა სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, K2 კოეფიციენტის შეზღუდვა თბილისში, აქამდე ნაწილობრივ მოქმედებდა, რადგან წინა მოწვევის საკრებულომ ასე ჩათვალა საჭიროდ. გენგეგმის ჯგუფის რეკომენდაციის მიუხედავად, რომელიც სართულიანობის მომატების მთელი ქალაქის მასშტაბით შეზღუდვას გულისხმობდა, მაშინ აკრძალვა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ და შუალედურ ზონებში შემოიღეს.   ​მისივე განმარტებით, K2 კოეფიციენტის გაზრდა განაშენიანების რეგულირების…

მეტი...

“ძალადობას თუ მოინდომებენ, “ქათმებს” თავს არ დავაჩაგვრინებთ” – სანდრო ბრეგაძე

​საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ხელისუფლებას მოუწოდებს უზრუნველყონ “ქართული მარშის” აქციის მშვიდობიანად ჩატარებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. ​როგორც სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ქართული მარში” რუსთაველის გამზირზე მშვიდობიან მჯდომარე აქციას გამართავს, ხოლო თუ გეი- აღლუმის მონაწილეები მისვლას დააპირებენ, მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ და თავს არ დააჩაგვრინებენ. “ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა და სიბილწის ზეიმის ისე ჩატარება, რომელიც დაგეგმილია დედაქალაქში 18-23 ივლისს. კონსტიტუციის თანახმად, თბილისის მერია ვალდებულია დააკმაყოფილოს ჩვენი განაცხადი, რომელიც დღეს შევიტანეთ აქციის გამართვასთან დაკავშირებით.  როგორ წარმოგიდგენიათ, რუსთაველის გამზირზე კოლგოტკიანი კაცები, ვარდისფერ ფერებში შემოსილები, ბეწვით და ცეკვით, კოცნით…

მეტი...

თბილისის ცენტრში პარკირება რომ მოწესრიგდეს, ძვირი უნდა ღირდეს – მამუკა სალუქვაძე ​

თბილისის ცენტრალურ ადგილებში საათობრივი პარკირების შემოღება, რომლის განხორციელებაზეც დედაქალაქის მთავრობამ მუშაობა დაიწყო, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რაც მიზნად ისახავს, ქალაქის ქუჩების საათობით გაჩერებული ავტომობილებისგან გამოთავისუფლებას და მოქალაქეებისთვის თანაბარი გარემოს შექმნას.  როგორც გენგეგმის ჯგუფის წევრმა, ორგანიზაცია “სითი ინსტიტუტი-საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსოფლიოში მიღებულ ნორმალურ სისტემად ითვლება ის, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული საპარკინგე ადგილების 20% მუდმივად თავისუფალი იყოს, ხოლო 80 % დაკავებული. ადამიანებმა უნდა შეძლონ, საპარკინგე ადგილები აუცილებელი საჭიროებისთვის გამოიყენონ. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ავტომობილების მფლობელები, საპარკინგე ადგილების იმ 20%-საც აითვისებენ,…

მეტი...

10 000 კაცს გამოვიყვანთ, ყველა ცენტრალურ გამზირს დავიკავებთ – “ქართული მარში” გეი-აღლუმის წინააღმდეგ

​საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე თბილისში, 18 -23 ივნისისთვის დაანონსებული გეი-მარშის წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს. როგორც სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, მერიაში უკვე შეიტანეს განაცხადი,  რომლის მიხედვითაც დედაქალაქის ყველა ცენტრალურ გამზირს “ქართული მარში” დაიკავებს. კერძოდ, საუბარია აქციის გამართვაზე აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, რუსთაველის გამზირებსა და ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე. სანდრო ბრეგაძის თქმით, “ქართული მარშის” მიერ დაანონსებულ აქციას ემიგრანტებიც გამოეხმაურნენ, რომლებიც მასთან პირად საუბარში აცხადებენ, რომ თუ თბილისში მსგავსი აღლუმი ჩატარდება ისინი ჯგუფებად ჩამოვლენ. “ახლა დავბრუნდი თბილისის მერიიდან, სადაც “ქართულმა მარშმა” შეიტანა განაცხადი, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 30 ივნისამდე თბილისის ცენტრალური…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე “თიბისი ბანკს” ტოვებს – 500 დოლარით დაწყებული დიდი ბიზნესის პერსპექტივა

​27 წლიანი მმართველობის შემდეგ, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე “თიბისი ბანკს” ტოვებს და იმედოვნებს, რომ მისი გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე. ასევე, ანაკლიის პროექტის ბოლომდე მიყვანის საშუალება ექნება. ​საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ ბანკის გარეშემო ატეხილმა ბოლოდროინდელმა სკანდალმა რა ზიანი მიაყენა “თიბისი ბანკის” საქმიანობას.  მისი ინფორმაციით, ბანკის საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, სერიოზულად იზარალა ქვეყანამაც. “ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა…

მეტი...

ტერმინები “დედა” და “მამა” გაქრობის ზღვარზეა, ისინი ციფრებმა ჩაანაცვლა

უკვე მეორე კვირაა, საფრანგეთში აქტიურად განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლის მოსწავლის საბუთებში ტერმინები “დედა” და “მამა” შეიცვალოს “მშობელი 1”-ით და “მშობელი 2”-ით. ვიღაცისთვის აღნიშნული ინიციატივა წარმატებულია, საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს მშობლებს შორის იერარქიის დარღვევას ნიშნავს.  პროფესორი პოლიტიკურ ფილოსოფიაში შანტალ დელსოლი ამ თემას “ფიგაროს” ფურცლებზე განიხილავს.      მისი ინფორმაციით, “ნდობის სკოლის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილება ერთგვარი ნაპერწკალია დენთით სავსე კასრში. დეპუტატების უმრავლესობამ კანონპროექტი, მთავრობის რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ, პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტის ავტორია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის – „საფრანგეთი, წინ“ წევრი, დეპუტატი, ვალერი პეტი. დეპუტატის მტკიცებით საფრანგეთში მიღებულია…

მეტი...