ზვიად კვაჭანტირაძე: არ ვთვლი აუცილებლად ბაქოდან მეტი კომენტარის გაკეთებას, უმრავლესობიდან წასვლის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, მის მიერ ცოტა ხნის წინ, ბაქოში გაკეთებული განცხადების შესახებ, სოციალური ქსელით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს რომ ვიდრე ბაქოშია, არ თვლის აუცილებლად მმართველი გუნდიდან წასვლის თემაზე მეტი კომენტარის გაკეთებას:

“მეგობრებო, საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში ვარ ვიზიტით აზერბაიჯანში, ამიტომ არ ვთვლი აუცილებლად დღეს და ხვალ ბაქოდან კიდევ უფრო მეტად ჩემი უმრავლესობიდან და ქართული ოცნებიდან წასვლის თემაზე კომენტარების გაკეთებას.

რაც შეეხება ვიზიტს, რამდენჯერმე ვყოფილვარ საქართველოს პრეზიდენტებთან ერთად ვიზიტით საზღვარგარეთ. ქალბატონ სალომესთან ერთად კი, – პირველად. დღევანდელი შეხვედრები პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან და მეჯლისის თავმჯდომარესთან იყო უბრწყინვალესად წარმართული ჩვენი პრეზიდენტის მხრიდან.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტით ახალი ფურცელი იშლება საქართველოს და აზერბაიჯანს შორის არსებულ ახლო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებში”, – წერს ზვიად კვაწანტირაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები