რომან კაკულია: კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დედაქალაქის მერის დღევანდელ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ კახი კალაძის ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის გრძელვადიან პერსპექტივაში თბილისის გენერალური განვითარების გეგმის მიხედვით განიხილება. “კახი კალაძის ინიციატივა არის უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი და დადებითი გადაწყვეტილება. ორი მიზეზის გამო. პირველი – ყველასათვის გასაგები იყო, რომ თუ რაიმე მიზეზი ასოცირდებოდა თბილისის უსახურ განვითარებასთან, ეს იყო k 2 კოეფიციენტი და მისი არაპრაგმატული გამოყენება. ამის დასასრული, რა თქმა უნდა, პოზიტიური გადაწყვეტილებაა. მეორე მიზეზი – ჩვენ ძალიან ბევრი ისეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს, რომლის შედეგიც მყისიერ ეფექტზე კი…

მეტი...

ნინო წილოსანი: ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის მუშაობა ეფექტური რეფორმის ნაწილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა დღეს გამართული შსს-ის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის პრეზენტაცია დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროს მუშაობა იმ ეფექტური რეფორმის ნაწილია, რომელიც საზოგადოების ნდობას უზრუნველყოფს. “სამინისტროს ამ მიმართულებით მუშაობა დადებითად უნდა შეფასდეს, ეს ერთ-ერთი იმ ეფექტური რეფორმების ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობის გაზრდას სამინისტროს საქმიანობის მიმართ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  მიერ განხორციელებული რეფორმების პარალელურად, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა”, – აღნიშნა წილოსანმა. მისივე თქმით, დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიზანი ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, გამოძიების ეფექტურად წარმართვა და პრევენციული ღონისძიებებია. “უშუალო ჩართულობით…

მეტი...

ე.წ აფრიკის დასახლების მოსახლეობა წურწუმიას ქუჩისთვის სახელის შეცვლას ითხოვს

თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა, დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა და სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, ე.წ აფრიკის დასახლებაში წურწუმიას ქუჩის მიმდებარედ, მოსახლეობის თხოვნით, შეხვედრა გამართეს. მაცხოვრებლების თხოვნაა ქუჩას „სავანის ქუჩა“ ეწოდოს .  მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია განიხილავს ქუჩის სახელის დარქმევის საკითხს.

მეტი...

“წერტილი დავუსვათ ათეული წლებით გაბატონებულ ურბანულ ქაოსს” – ბექა ოდიშარია​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ვისაც თბილისის იერსახე და მომავალი არა ტელეკამერების წინ, არამედ მართლაც ადარდებთ, ფიქრობენ, ზრუნავენ და ამბობენ, რომ ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს ქალაქს. “წარსულის კრიტიკის გარეშე… და იმ სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქალაქს და ქვეყანას 90 წლების შემდგომ გადახდა, მივიღეთ ის რაც ყველას ერთნაირად გვაღელვებს, მათ ვინც ამ ქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი შვილებისა და მშობლების თაობებთან ერთად და აზრადაც არ გვაქვს თბილისის მიტოვება და მაინც არ ვკარგავთ იმის იმედს, რომ ჯერ კიდევ შეიძლება გადავარჩინოთ ეს უნიკალური ქალაქი”, – აცხადებს დეპუტატი.  ბექა ოდიშარია, K2 კოეფიციენტის…

მეტი...

თბილისში იმ მასშტაბის შენობები აშენდება, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება – ილია წულაია

პარლამენტის წევრი ილია წულაია დადებითად აფასებს თბილისის მერ კახა კალაძის გადაწყვეტილებას, K2 კოეფიციენტის გაზრდის გაუქმებასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ეს რადიკალურად შეცვლის თბილისის განვითარებას. ქალაქში კონკრეტული უბნის შესაფერისი მასშტაბის შენობები აშენდება. ​მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით: პირველ რიგში წერტილს დაუსვამს ქაოსურ განაშენიანებას – აშენდება მხოლოდ იმ მასშტაბის შენობები, რომელიც კონკრეტულ უბანს შეესაბამება, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ისე ზომით.  მეორე მხრივ, ერთიან თამაშის წესებს დაამკვიდრებს ყველა დეველოპერული კომპანიისთვის – არავის არ ექნება იმის განცდა, რომ ვინმე უპირატეს მდგომარეობაშია და იმატებს კოეფიციენტს ხოლო სხვა ვერ ახერხებს და ზარალდება.  “მე მივესალმები ამ…

მეტი...

დედის დღის უჩვეულო საჩუქარი – 14ათასიანი ტენდერი და დედების ავტორბოლა

თბილისში, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ, დედის დღესთან დაკავშირებით ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო და მრავალშვილიან დედებს შორის ავტორბოლის გამართვა გადაწყვიტა. ღონისძიების ორგანიზებისთვის 14 115 ლარის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. ​​რალი სტარტს თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს და მონაწილეებმა 1000 კვ.მეტრის ტრასა მინიმალურ დროში უნდა გაიარონ. როგორც ​სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ავტორბოლის მიზანია მოძრაობის უსაფრთხოების და უნარების ამაღლება. ​ღონისძიების გამართვამდე მთაწმინდის რაიონში მცხოვრები 15 მართვის მოწმობის მქონე ქალი უნდა შეირჩეს, რომლებიც საკვალიფიკაციო ვარჯიშებს გაივლიან. ერთდღიანი ავტო რბოლისთვის მრავლ შვილიანი დედები თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე 8 მარტს შეიკრიბებიან. “მთაწმინდის რაიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები შეიკრიბებიან თბილისის საკრებულოს მიმდებარე…

მეტი...

“ვახუშტის ხიდზე” ხვალ მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

“ვახუშტის ხიდზე” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ ხიდზე და მის მიმდებარედ, ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. “ვახუშტის ხიდის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 თებერვალს, 14:00-დან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან  ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის,”- ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

K2 -ის უკონტროლო ზრდამ თბილისში ურბანული კრიზისი გამოიწვია – ზაზა გაბუნია ​

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია, მიესალმება K2 კოეფიციენტის ზრდის შეწყვეტას და აცხადებს, რომ შენობების სართულიანობის უკონტროლო ზრდამ, რაც დედაქალაქში უკვე წლებია მიმდინარეობს, თბილისი დააშორა განვითარების სივრცით-არქიტექტურულ, გეგმარებით, ვიზუალურ და ზოგადად სისტემურობის თვალსაზრისით განსაზღვრულ პოლიტიკას.  მისივე შეფასებით, ასეთმა ზედაპირულმა მიდგომებმა გამოიწვია ქალაქის ურბანული განვითარების ერთგვარი კრიზისი. “K2-მა თბილისს თავისი ურბანული ფუნქცია და ფორმა დაუკარგა. მივესალმები ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას. ცხადია, მხოლოდ გაუქმებით ამოცანა ვერ მიიღწევა. ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქის მუნციპალიტეტი განაგრძობს სამუშაოს ახალი გენგეგმის პირობებში, რომ მივიღოთ პროგნოზირებადი ურბანული პოლიტიკა, რომელიც შესაბამისობაში იქნება ქალაქის ფორმებთან და მისი ჰარმონიული განვითარების ამოცანებთან.…

მეტი...

თუ პაციენტი მკურნალობას არ თანხმდება, მას სასამართლო აიძულებს

ნარკოლოგიურ და ფსიქიატრიულ უფასო მკურნალობაზე სახელმწიფო დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და დღეისათვის 36 მლნ ლარს შეადგენს. 2014 წლის შემდეგ, 3-ჯერ გაიზარდა ნარკოლოგიური მკურნალობის დაფინანსება და 12 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ფსიქიატრიული მკურნალობისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 24 მლნ ლარია გამოყოფილი.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე გური მენაბდიშვილმა განუცხადა, თანხის არქონა მკურნალობაზე უარის თქმად არ განიხილება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პაციენტს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების გამო, ფსიქოზის მწვავედ გამოხატული პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა პაციენტს მკურნალობის ფინანსური შესაძლებლობა აქვს თუ არა, მის სრულფასოვან სარეაბილიტაციო კურსს სახელმწიფო 100%-ით აფინანსებს.   მისივე…

მეტი...

K2 კოეფიციენტის გადამეტების მავნე პრაქტიკამ ქალაქი დაამახინჯა – თბილისის მერი

თბილისში მშენებლობების დასაწყებად და მიწის ნაკვეთის კოეფიციენტის განსაზღვრისას, იკრძალება კოეფიციენტების მატება და მიწის ნაკვეთის განაშენიანების K2 კოეფიციენტის გაყიდვა, რომელიც გულისხმობს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები. ​ როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას, სწორედ ამიტომ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, მშენებლობებზე ნებართვა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად გაიცემა. “გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა გუნდმა მიიღო, მდგომარეობს იმაში, რომ აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა. ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით ერთხელ და…

მეტი...

მამაკაცმა ფსიქიატრის დახმარებაზე უარი თქვა – გური მენაბდიშვილი 13 წლის მოზარდის მკვლელობაზე

რუსთავში, 13 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბიძის, 29 წლის მამაკაცის  ფსიქიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური მდივნის მოადგილე გური მენაბდიშვილი აკეთებს. იგი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს პაციენტს სტაციონარში მკურნალობისთვის 3 000 ლარი მოსთხოვეს, შემდეგ კი, ადგილების უქონლობის გამო, მკურნალობაზე უარი უთხრეს.   როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გური მენაბდიშვილმა განაცხადა, ექიმსა და პაციენტს შორის თანხაზე საუბარი ერთი მარტივი მიზეზის გამო ვერ იქნებოდა, პაციენტი უარს ამბობდა მკურნალობაზე. გარდა ამისა, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიურ განყოფილებაში 3 000 ლარიანი სერვისი არ აქვთ.      გური მენაბდიშვილის ინფორმაციით,…

მეტი...

71 წლის განმავლობაში გადაღებული, თბილისის 35-მდე ფოტო ერთ სივრცეში

ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის – „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია დღეს, 15 თებერვალს, “თიბისი გალერეაში” შედგება. პარალელურად გაიხსნება გამოფენა – „თბილისი მაგნუმის” წიგნებში. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში, “მაგნუმის” წევრი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ შორის არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრენსონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომლებიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ მაშინ დაარსდა სააგენტო Magnum Photos. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება…

მეტი...

20 ათასი ჰექტრიდან თხილის უფრო მეტ და ხარისხიან მოსავალს მივიღებთ – მინისტრის მოადგილე

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი წარმატებულად აფასებს 2018 წელს, აზიური ფასორანას წინააღმდეგ განხორციელებულ სამუშაოებს და აცხადებს, რომ ბრძოლამ აბსოლუტური შედეგი დადო, რაც გამოიხატება იმაში, რომ კულტურები, რომელიც ფაროსანას უნდა დაეზიანებინა, თხილი და სიმინდი, გადარჩა და ფერმერებმა ძალიან კარგი მოსავალი მიიღეს. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მინისტრის მოადგილემ განუცხადა, თხილის მოსავალში მინიმუმამდეა შემცირებული აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი და ვარაუდობს, რომ 2019 წელს, თხილის უფრო მეტ და ხარისხიან მოსავალს მიიღებს ქვეყანა. რაც შეეხება სიმინდს, შარშანდელი კარგი მოსავალი განპირობებული იყო იმით, რომ გაანეიტრალეს აზიური ფაროსანა და მასთან ერთად სხვა მავნებლებიც. ​ “თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ფარგლებში…

მეტი...