ატოცში, საოკუპაციო ხაზთან ძლიერი ხანძარია

სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” წარმომადგენელი, მსახიობი დავით ქაცარავა ატოცში, ოკუპანტების მხარეს ძლიერი ხანძრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, რომელიც საოკუპაციო ხაზს უახლოვდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” დავით ქაცარავამ განუცხადა, ხანძარმა ამ დროისთვის სიღრმეში გადაინაცვლა.  “ცეცხლი საოკუპაციო ხაზის მხარეს არ მოიწევს. ჩვენი მხრიდან რაც ჩანს, ლოკალიზებისკენ მიდის. ხანძარი ოკუპირებული სოფლის, ქვემო ოქონას მიმართულებიდან დაიწყო. იქიდან წამოვიდა ცეცხლი და მოეკიდა ტყეს, ბუჩქნარს, მინდორს. საკმაოდ მძლავრი ცეცხლი იყო. ჩვენი ხაზისკენ და ბანაკისკენ მოიწევდა. დაახლოები 8-ის ნახევარზე დაიწყო. ფერდობის ქვევით ჩავიდა ცეცხლი, ზევით, ჩვენს მხარეს არ წამოსულა. რთულია იმის თქმა, რა არის ხანძრის მიზეზი.…

მეტი...

გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერს 10 ოქტომბრის ჩათვლით ლიცენზირებული ტაქსები მიიღებს 

დედაქალაქში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების უფლება კომპანია „ალმამ“ მოიპოვა, რომელმაც მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. კომპანის “ალმა” ვალდებულებების შესრულებას პირველი მარტიდან შეუდგება და ლიცენზიის მფლობელ ტაქსებზე ორი სახის ვაუჩერს გასცემს: თეთად გადაღებვისა და ტაქსების ინტერიერის წმენდისას. შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ მძღოლებს, რომლებმაც ტაქსით მომსახურების ნებართვა 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს. გამარჯვებული კომპანია ტაქსებზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ლიცენზირებული ტაქსის მფლობელებს გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერებს გასცემს. ტაქსები თეთრად გადაიღებება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ეს პირდაპირ…

მეტი...

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან უდანაკარგოდ დაბრუნდნენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშეს შტაბის ბიუროს ხელმძღვანელი, მასტერ სერჟანტი, ვლადიმირ კნაუბი დახვდნენ. მათ ჯარისკაცებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს, მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 7 თვის განმავლობაში გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა. ქართველი სამხედროების მთავარ ამოცანას ბაზა „მარმალის“ უსაფრთხოების დაცვა და სწრაფი…

მეტი...

“გერმანელ ტყვეთა სასაფლაოს აოხრება ელის” – ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობის პროტესტი

თბილისის მოსახლეობა მაღლივ კორპუსსა და ქავთარაძის ქუჩას შორის არსებულ “გორაზე” მშენებლობის დაწყების წინააღმდეგია. ამ მოთხოვნით შაბათს, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. მათი ინფორმაციით, კომპანია m2 – ს თბილისის მერიაში შეტანილი აქვს პროექტი, რომელიც 20.000 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, ​სარეკრეაციო ზონაში 4 მაღალსართულიანი კორპუსისა და პარკინგის მშენებლობას ითვალისწინებს. “აქ გაიზარდნენ თაობები, აქ იზრდებიან ჩვენი შვილები, ეს არის ადგილი საიდანაც კვარტლებს და არამარტო, სრულიად ქალაქს ჰაერი მიეწოდება და ვერეს ხეობიდან ჰაერის ბუნებრივი გაწმენდა ხდება!” – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, გერმანელ ტყვეთა სასაფლაოა, რომელსაც “აოხრება” ელის…

მეტი...

“ან ქალაქი არ უნდა გიყვარდეს, ან გული არ გქონდეს” – თბილისის მერი გლდანის პარკზე

თბილისის მერი კახა კალაძე უკმაყოფილოა დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში, კერძოდ, გლდანის VI მიკრორაიონში განხორციელებული პარკის სამშენებლო სამუშაოებით და არაკეთილსინდისიერ კომპანიებთან თანამშრომლობის გაწყვეტაზე საუბრობს.   თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ კონკრეტული პროექტის განხორციელებისას დაშვებული ხარვეზების შესახებ ფოტომასალა წარმოადგინა და განაცხადა, რომ არ დაუშვებს  მოქალაქეებიდან მიღებული შემოსავალი ფუჭად დაიხარჯოს. “ასეთი კომპანიები დედაქალაქის მერიასთან ვერ ითანამშრომლებენ, ეს არის თბილისის მოსახლეობის შეურაცხყოფა”, – განაცხადა კალაძემ.  მისივე ინფორმაციით, გლდანში დასასვენებელი პარკის მშენებლობა შარშან დაიწყო და ჯერ კიდევ 2018 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. ტენდერში გამარჯვებული კომპანია არა მარტო ვადებში ვერ ჩაეტია, არამედ სამუშაო არასათანადოდ შეასრულა. შესაბამისად, ზედამხედველობის…

მეტი...

„ივანიშვილი ამბობს, ჩვენ არავის ვეხებითო… დავრჩები თუ არა, მალე გამოვაცხადებ“ – ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე დღე სჭირდება. დეპუტატი „ტაიმაუტს“ იღებს და გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა გუნდს, მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებს. როგორ ეკა ბესელიამ “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი რთული იქნება. “ყველა, ვინც მოსამართლეთამ 10 კაციან სიას ეწინააღმდეგებოდა, მტრებად რომ მივიჩნიოთ, არასწორია. უფრო შორს აღარ წავალ. გეტყვით იმას, რომ ამ საკითხში დარჩა განსახვავებული მოსაზრება. ჩვენ ვისაუბრეთ შიდა საკითხებზე. ალბათ დადგა და მომწიფდა ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა, ღირებულებებთან დაკავშირებით, ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. ეს ეტაპი მე პირადად დავინახე დღეს“ –…

მეტი...

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის 200 წლოვანი შენობის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის 200 წლოვან შენობაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. დედაქალაქის მერიამ საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი უკვე გამოაცხადა, რომელიც 10 თებერვალს დასრულდება. პროექტი ღირებულება 599 000 ლარია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საკონკურსო პროექტებს ეტაპობრივად მიიღებენ, რათა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წელსვე დაიწყოს. პირველ რიგში აქცენტი გაკეთდება სასახლის ფასადის აღდგენაზე, შენობის შიგნით ჩატარდება გამაგრებითი სამუშაოები.  კალაძის შეფასებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის შენობა არის ძეგლი და მნიშვნელოვანია სარეაბილიტაციაო სამუშაოები მაქსიმალური სიფრთხილით ჩატარდეს, რათა სასახლე კიდევ მრავალი ათეული წლის განმავლობაშ მოემსახუროს მომავალ თაობებს.  “ეს არის 200 წლოვანი შენობა, თბილისის…

მეტი...

შვილმომკლულ მამასთან აუდიენციას პროკურატურა ერთ კვირაში გეგმავს

​თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს, გენერალურ პროკურატურაში 12 თებერვალს ელოდებიან, სადაც მას საშუალება ექნება, საქმიანი კომუნიკაციის ფორმატში შეხვდეს მის საქმეზე მომუშავე ყველა პროკურორს. აღნიშნული ანონსი მთავარი პროკურატურის პრესსამსახურმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ზაზა სარალიძემ, პროკურატურის შენობაში ძალით შეჭრა სცადა. შვილმოკლულმა მამამ ​პირველ თებერვალს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრა სურდა.  ამასთან დაკავშირებით თადუმაძეს წერილობით მიმართა, მაგრამ მთავარი პროკურორისგან არც დადებითი და არც უარყოფითი პასუხი არ მიუღია. ამიტომ გადაწყვიტა დღეს, საკუთარი სურვილითა და მასმედიის თანხლებით მისულიყო პროკურატურაში. იგი…

მეტი...

“ცუდია იყო გუნდის შიგნით და გუნდს ურტყამდე გარედან” – ზაქარია ქუცნაშვილი

“ჩვენთვის განსხვავებული აზრი გუნდის შიგნით არ არის, თუმცა, ცუდია, იყო გუნდის შიგნით და გუნდს ურტყამდე გარედან” – აღნიშნული განცხადება მმართველი პარტია “ქართული ოცნების” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა “ქართული ოცნების” სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სხდომაზე გუნდიდან ადამიანების გარიცხვის შესახებ მსჯელობა არ ყოფილა. “დღეს შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა და ვიმსჯელეთ საკითხებზე, რაც აქტუალურია საზოგადოებაში. კერძოდ, გავაგრძლეთ მსჯელობა კრიტერიუმებზე რითიც უნდა მოხდეს შერჩევა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების. პარლამენტის ყველა წევრი ხმის მიცემისას თავისუფალი იქნება. ასევე, ვიმსჯელეთ სამომავლო საკითხებზე. გარიცხვაზე არანაირი საკითხი არ დასმულა. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, რომ ყველა მიღებული წესი გაიზიარო…

მეტი...

„მოსამართლეები პოლიტიკური წნეხის ქვეშ იყვნენ, დღეს თავისუფლები არიან“ – ძიძიგური უვადო მოსამართლეებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის აუცილებელია. ​​როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დღეს სასამართლო თავისუფალია, თუმცა, თუ სახელმწიფოს განვითარება გვინდა, უვადო მოსამართლეებიც ამ სახელმწიფოს ნაწილია. „ჩვენი მთავარი მონაპოვარია ის, რომ სასამართლო, მედია, ბიზნესი თავისუფალია და თავისუფლების ნაწილში სერიოზული პრეტენზიები გვაქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობა ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა. თუ გვინდა, სახელმწიფო განვითარდეს და წინ წავიდეს, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი დარეგულირებულია. სასამართლო დღეს ისეთი დამოუკიდებელია, როგორიც არასდროს ყოფილა. მართალია, ამბობენ, მოსამართლეები მაშინ სააკაშვილის მხარეს იყვნენ, ახლა კი ივანიშვილის მხარეს არინ, მაგრამ, მე მათ მინდა…

მეტი...

“ადამიანის გარიცხვა, როცა უნდათ, არ ამბობენ: – წასვლა თუ გინდა, წადი” – ზვიად ძიძიგური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის აზრით, გედევან ფოფხაძემ, ეკა ბესელიამ და ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის რიგები არ უნდა დატოვონ, მით უმეტეს, მაშინ, როცა მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით მათი პროტესტი შედეგიანად დამთავრდა და კრიტერიუმების გარეშე მოსამართლეების სია ვეღარ შევა პარლამენტში.   მისივე თქმით, როცა თანაპარტიელის გუნდიდან გარიცხვა უნდათ, მას არ ეუბნებიან: – წასვლა თუ გინდა წადი, – ასეთ დროს ამბობენ, რომ მან დაარღვია გარკვეული წესი და უნდა გაირიცხოს. “ეს ორი სხვადასხვა წინადადებაა. ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ გარიცხვის საკითხზე, ეს არის ფრაზა, რომელიც ყველგან შეიძლება გამოდგეს”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური. როგორც ზვიად ძიძიგურმა “მედიაცენტრ მთავარში”…

მეტი...

„იუსტიციის საბჭო მოსამართლეების საკითხის დაჩქარებულად გადაწყვეტას ითხოვდა“ – ზვიად ძიძიგური

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა კანდიდატურებს ისე ვერ გაიტანს, როგორც ამას ცდილობდა. როგორც ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, საბჭო, მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას პარლამენტისგან დაჩქარებულად ითხოვდა. „საშემოდგომო სესიის დასასრულს, საქართველოს პარლამენტში იუსტიციის საბჭოსაგან მოსამართლეთა 10 კაციანი სია შემოვიდა, რომლებიც უზენაესი სასამართლოში უვადოდ უნდა დანიშნულიყვნენ. პრაქტიკულად, იუსტიციის საბჭო, პარლამენტისაგან, ამ საკითხის დაჩქარებული წესით გადაწყვეტას ითხოვდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მმართველ გუნდში შევთანხმდით, რომ შექმნილიყო ისეთი რეგულაციები, რომელიც მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებს დაადგენდა. ამ პროცესში ვართ ახლა. მივიღებთ ასეთ კრიტერიუმებს და კრიტერიუმების შედეგად წარმოდგენილ მოსამართლეებს საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს ან არ დაამტკიცებს“,…

მეტი...

ნებისმიერი ასაკის ადამიანს უნდა ჰქონდეს პროფესიული განვითარების საშუალება – მამუკა ბახტაძე

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანი, პროფესიული განათლება და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფაა. დაინერგება ახალი სისტემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს მისცემს საშუალებას სწრაფად ცვალებად სამყაროში ახალი პროფესია შეიძინოს და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს.   როგორც მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იდენტიფიცირებულია ის პროფესიები, რომლებშიც დიდია დეფიციტი და სადაც, ეროვნულ ეკონომიკას უახლოეს მომავალში დაჭირდება პროფესიონალები.   მისივე თქმით, რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას. “თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო, ადამიანებისგან  ახალ, კომპლექსურ…

მეტი...

საკუთარ პოზიციაზე ღიად საუბარი დისციპლინის დარღვევად არ უნდა ფასდებოდეს – გედევან ფოფხაძე

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” დეპუტატი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია თანაპარტიელების მხრიდან არადისციპლინირებულ ქცევად შეფასდეს, პოლიტიკოსის მიერ, საჯარო სივრცეში საკუთარი პოზიციის ღიად გამოხატვა.  როგორც გედევან ფოფხაძე აცხადებს, მსგავსი მიდგომა მისთვის მიუღებელია და მიაჩნია, რომ ასეთი განცხადებებით “ქართული ოცნება”, გარკვეულ წილად ექსპრეზიდენტ სააკაშვილის “რეჟიმის გამართლებას” ახდენს. ფოფხაძის განცხადებით, იგი არ იზიარებს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს პათოსს და ამბობს, რომ ​მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის საშუალება ჰქონდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მმართველ გუნდში ის ვინმესთან პიროვნულად არის დაპირისპირებული.  მისივე შეფასებით, დისციპლინას განსაზღვრავს შიდაპარტიული დემოკრატია, რომელიც მაღალ დონეზე უნდა იყოს. “​არავისთან…

მეტი...

თბილისის ექსმერი ივანე ზოდელავა, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისის ყოფილი მერი ივანე ზოდელავა, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2017 წლის 21 ივლისს მძიმედ დაშავდა და წლების განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო.  მან თავის მძიმე ტრამვა მიიღო და გარდაცვალებამდე თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.] ​როგორც ზოდელავას უახლოესი მეგობრის, ზაზა შენგელიას ინფორმაციით, თბილისის ყოფილი მერი აზერბაიჯანის საზღვრიდან ტაქსით, თბილისისკენ მოდიოდა, როცა ქვემო ფონიჭალაში ავტოკატასტროფაში მოყვა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, ადგილზე გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის ერთ-ერთი მონაწილე. ზაზა შენგელასიას მოსაზრებით, მაშინ ივანე ზოდელავა მარჯვენასაჭიან ტაქსიში რომ არ მჯდარიყო, შესაძლოა გადარჩენილიყო. იმ ავტომობილის მძღოლმა მაშინ, სხეულის მსუბუქი დაზიანება…

მეტი...