ოჯახში ძალადობის ბრალდებით, აჭარაში 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული კ.ტ. და 1966 წელს დაბადებული პ.გ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა კ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან მიმდინარე წლის 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობარ გოგონას – 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ.-ს, რომელმაც შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ნ. ჩ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. პოლიციამ ბათუმში მეუღლის დედის – 1944 წელს დაბადებული ლ.ბ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფისთვის დააკავა 1966 წელს დაბადებული პ.გ. დაშავებულს სამედიცინო დახმარება…

მეტი...

შსს-მ ბაკურიანში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე, 4 არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაკურიანში მომხდარი ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნეს. 9 დანაშაულში მხილებულია 4 არასრულწლოვანი: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 2005 წელს დაბადებული გ.თ., 2006 წელს დაბადებული ლ. კ. და 2004 წელს დაბადებული ნ.მ. “სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 18-20 თებერვალს, დაბა ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს. მათ ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენაში ამხილა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა. ოთხივე…

მეტი...

შსს-მ ზვიად კუპრავა დააკავა

დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, “სამართალდამცველთა ლიგის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება. სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა…

მეტი...

თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა

თბილისის ზოოპარკი 92 წლის გახდა. ეს დღე ტრადიციულად, პატარა სტუმრებთან ერთად, სახალისო გასართობი ღონისძიებით აღინიშნა. სპეციალურად ბავშვებისთვის მარიონეტების წარმოდგენა და საპნის ბუშტების შოუ გაიმართა. პატარებმა მხიარულ კონკურსებსა და აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა, თავსატეხები ამოხსნეს, ტერიტორია ფერადი ცარცებით გაალამაზეს და ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორებისგან ბუშტები და საჩუქრებიც დაიმსახურეს. თბილისის ზოოპარკის დაბადების დღე, დამთვალიერებლებთან ერთად, ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ იზეიმა. მისი თქმით, მსგავსი სახალისო და საინტერესო ღონისძიებები მომავალშიც ჩატარდება. „თბილისის ზოოპარკი 1927 წელს დაარსდა, შესაბამისად, აქაურობას დიდი და საინტერესო ისტორია გააჩნია. დღეისთვის, შეიძლება ითქვას, რომ თბილისს ორი ზოოპარკი აქვს – ერთი არსებული და…

მეტი...