წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება

თბილისის ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, წყნეთის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა განმარტა, რომ აფხაზეთისა და გრიგოლ აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მდებარე საკალთბურთო მოედნის ადგილზე მშენებლობა არ განხორციელდება, ვინაიდან, თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს მესაკუთრისთვის ნებართვა არ მიუცია. მიუხედავად ამისა, ტერიტორიაზე სამშენებლო ბანერი განთავსდა, რამაც მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოიწვია. ვაკის გამგებლის განცხადებით, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე არაფერი აშენდება და მშენებლობის ნებართვა არც ერთი ტყე-პარკის, სკვერის თუ სპორტული მოედნების ადგილას არ გაიცემა. „აღნიშნულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ განთავსდა ბანერი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. მათ მოგვმართეს თხოვნით, რომ გარკვეულიყო სიტუაცია, მართლაც იგეგმებოდა თუ…

მეტი...

ვახუშტის ხიდი ორმხრივად გადაიკეტება, იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი

თბილისის საბურთალოს რაიონში, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 24თებერვალს, კვირას, დილის 09:30 საათიდან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

მეტი...

“ძვლები რად გინდათ, სულებისთვის ჩვენ ვლოცულობთო” – რუისში საფლავები გადათხარეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის სასაფლაოს ტერიტორია ტრაქტორით  არის გადათხრილი. საფლავზე ასულ ჭირისუფლებს უცნაური სურათი დახვდათ. საფლავის ქვები და მიცვალებულთა ძვლები ტერიტორიაზეა მიმობნეული, ზოგი საფლავი კი ჩაცემენტებულია. სოფლის სასაფლაოზე არსებული ვითარების ამსახველ ფოტოები და ინფორმაცია “მედიაცენტრ მთავარს” სოციალური ქსელის მომხმარებელმა, აკა სინჯიკაშვილმა მიაწოდა. მისი თქმით, სასაფლაოზე არსებული ვითარება საკუთარი თვალით ნახა, როცა მეგობრის პაპისა და ბებიის საფლავის სანახავად ავიდნენ. მთელი სასაფლაო ტრაქტორით არის მოთხრილი და მოსწორებული, ტერიტორია შემოღობილია მონასტერისთვის და საფლავის ქვები ეზოს გარეთ ყრია. საფლავის ქვებთან ტუალეტი და საქათმე აუშენებიათ. როგორც აკა სინჯიკაშვილი ამბობს, ვითარების გასარკვევად მონასტრის ეზოში შევიდნენ, სადაც…

მეტი...

გერმანიის 10 მილიონიანი გრანტით მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის დასახლება აშენდება

გერმანია საქართველოს, დევნილების დასახმარებლად, 10 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გადასცემს, რომელიც დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და მათ დასაქმება მოხმარდება. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკო აცხადებს, აშენდება 236 კერძო სახლი, დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ​მისივე ინფორმაციით, მარნეულში, დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, სოფლის ტიპის დასახლება აშენდება. განხორციელდება 24 მცირე მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტი – დევნილთა დასახლებებში, ან მის სიახლოვეს. აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას.

მეტი...

ბათუმის მერიამ კაფეების მეპატრონეებს ქვეითებისთვის ტროტუარის გათავისუფლება მოსთხოვა

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიასა და ქუთაისის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარების მეპატრონეებს ბათუმის მერიის წარმომადგენლებმა სარეკლამო აბრები ჩამოახსნევინეს, ტროტუარზე გამოტანილი სკამები და მაგიდები კი შენობაში შეატანინეს. ​როგორც ბათუმის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ჯუმბერ კობალაძე განმარტავს, ტროტუარებზე, სადაც სათანადო ფართობი არ არის და ქვეითების გადაადგილება შეიზღუდება, ქალაქის მერია მაგიდების დადგმისა და გარევაჭრობის ნებართვას არ გასცემს. ტროტუარზე სულ მცირე ერთი მეტრის მანძილი უნდა იყოს ქვეითებისთვის.   რესტორნის მეპატრონეები აცხადებენ, რომ თუ მერია კაფეს გარეთ მაგიდების დადგმის ნებას არ დართავს, მათი კლიენტების რიცხვი განახევრდება, რაღაც პერიოდის შემდეგ კი საერთოდაც მოუწევთ თავიანთი ბიზნესი დახურონ, რადგან დახურულ…

მეტი...

ჟენევის მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა – სოფიო ქაცარავა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებმა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხში კონკრეტული შედეგი ვერ მოიტანა.  მისივე თქმით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დღეს, ღია საომარი მოქმედებები რომ არ მიმდინარეობს, მშვიდობას არ ნიშნავს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს უნდა შეახსენონ მისი ვალდებულება, თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს. სოფიო ქაცარავა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართულ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის დებატებში მონაწილეობდა, სადაც სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, ისევე, როგორც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმები, არის ორი უმნიშვნელოვანესი ფორმატი, რომელიც წარმატებით ართმევს თავს მართომასშტაბიანი…

მეტი...

“ცვლილებები თუ არ გატარდა, ბუნებრივია, დავტოვებ უმრავლესობას” – ნუკრი ქანთარია

პარლამენტის დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ის უმრავლესობის დატოვებას არ გეგმავს, თუმცა მსგავს შესაძლებლობას არ გამორიცხავს. იგი უმრავლესობის წევრებს მოუწოდებს დაუგდონ ყური მომავალს. მისივე შეფასებით, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება არ არის ნაუცბათევი. “ცვლილებები თუ არ გატარდა,  ბუნებრივია, დავტოვებ უმრავლესობას. გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო ხუთ წუთში, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული საფუძველი. ამის აუცილებლობას ახლა ვერ ვხედავ. თუ ასე არ დადგა საკითხი, – ვინც ხმა მიეცით რეზოლუციას, მათ უნდა დატოვოთ, მაშინ რა თქმა უნდა, პროცესი უფრო დაჩქარდება”, – აცხადებს ნუკრი ქანთარია. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა 4 საათზე დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი…

მეტი...

სოფიო ქაცარავა: ჩვენი ვალდებულებაა, ლუგარის ცენტრის შესახებ, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ვიზიტით მყოფმა საგარეო ურთიეთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ, გენადი ონიშნეკოს განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომ რიჩარდ ლუგარის ცენტრი გახდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მორიგი, მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, რომელმაც დაუსაბუთებლად დაადანაშაულა ცენტრი, თითქოსდა აშშ-ის ხელშეწყობით ატარებს საშიშ ექსპერიმენტებს და ამზადებს ბიოლოგიურ იარაღს.სოფიო ქაცარავას განცხადებით, რეალურად, ლუგარის ცენტრი არის უნიკალური ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საფრთხეების შემცირებას და ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების ზრდას.„ჩვენ ანგარიშვალდებულები ვართ საზოგადოებასთან და ჩვენი ვალდებულებაა, რომ ლუგარის ცენტრის შესახებ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე“ – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.საქართველოს წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის 14-15 ნოემბერს,…

მეტი...

აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში, მოსწავლეს სტატუსი არ შეუჩერდება – მინისტრი

“საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას რომ ვთხოვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის არ წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლეს გაუჩერდება სტატუსი. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მინისტრის თქმით, მათი მიზანია, მშობლებს განუმარტონ, რომ ვაქცინის გაკეთება მათი შვილებისთვის, აუცილებელია, მოსახლეობას კი სთხოვს, ნათქვამი სწორად გაიგონ. “ცალსახად მინდა განვმარტო და თხოვნა მექნება ყველასთან, რომ ყურადღება მიაქციონ თითოეულ სიტყვას ამასთან დაკავშირებით. საგანმანათლებლო დაწესებულებებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას რომ ვითხოვთ, ეს არ ნიშნავს, რომ ამ დოკუმენტის არ წარდგენის შემთხვევაში, მოსწავლეს შეუჩერდება…

მეტი...

პარლამენტმა “დაგროვებით პენსიასთან” დაკავშირებით ინიციატივა ჩააგდო – ბექა ნაცვლიშვილმა უმრავლესობა დატოვა

42 მომხრე, 10-ის წინააღმდეგ, – ამ შედეგით დასრულდა კენჭისყრა ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე “დაგროვებითი პენსიის შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე”. კანონის პროექტს 42-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, 10 კი წინააღმდეგი წავიდა. იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად ქცეულიყო, 52 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნულის შემდეგ, ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, განაცხადა, რომ უმრავლესობას ტოვებს და პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად აგრძელებს. “ამ გადაწყვეტილების საფუძველზე მე დავტოვე უმრავლესობა, ფრაქცია, პარტია და შესაბამისად, ვაგრძელებ დამოუკიდებლად მუშაობას პარლამენტში. ალიანსში არავისთან შევდივარ, ამიტომ ვუსვამ ამას ხაზს, რომ დამოუკიდებლად ვაგრძელებ მუშაობას, უბრალოდ თუ იქნება ისეთი საკითხები,…

მეტი...

ბოდიშის მოხდაზე შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც საზოგადოება შეიტყობს, რომ კანონს ხმა მისცა “ნაცმოძრაობის” სრულმა შემადგენლობამ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის მიერ მმართველი გუნდის დატოვებას, პიარზე გათვლილ ქმედებად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ მათ გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მისივე თქმით, ეს იყო ანტიკონსტიტუციური კანონი, რომლის მხარდაჭერაც სასამართლო სისტემას მთლიანად დაანგრევდა. „მიუხედავად იმისა, როგორ განცხადებებსაც ვისმენთ 2 დღის განმავლობაში უკვე ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან, მე ძალიან მეუხერხულება ადამიანებთან იგივე ენით საუბარი. ამისგან თავს შევიკავებ და წარმატებას ვუსურვებ მათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალობა არის ასეთი: უმრავლესობამ ხმა არ მისცა ანტიკონსტიტუციურ კანონს, რომელიც მთლიანად დაანგრევდა სასამართლო სისტემას. ამ შემთხვევაში პერსონები არაფერ შუაში არიან. არაპრაქტიკული კანონი იყო და იგი სასამართლო…

მეტი...

ეს არის ეკონომიკური ფაშიზმი, მდიდრებმა იცხოვრონ ნორმალურად და ღარიბებს, რაც მოუვათ არაფერია – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი დეპუტატებს მოუწოდებს, საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირონ და ამით “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიას უარი უთხრან. როგორც ბექა ნაცვლიშვილმა პარლამენტში განაცხადა, მისთვის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება რთულია, თუმცა მის პრინციპებს ის არ უღალატებს.  “დამერწმუნეთ ეს საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც მე ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანთან ამ პარლამენტში დავაგროვე. ძალიან მარტივია, რომ ყველამ გააკეთოს ის რაც მას წარმოუდგენია სწორად. ეს არის ეკონომიკური ფაშიზმი, რომ მდიდრებმა იცხოვრონ ნორმალურად და ღარიბებს, რაც მოუვათ ეგ არაფერი არ არის და მე ამის გამოსწორებას გთავაზობთ. ეს…

მეტი...

ეს იყო დიდი შენჯღრევა, ველოდები ცვლილებებს პარტიის მხრიდან – ნუკრი ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, გუშინ საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს „დიდ შენჯღრევას“ უწოდებს და თვლის, რომ იგივე ტემპით მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. „გუშინ რაღაც დიდი შენჯღრევა იყო უმრავლესობაში. თქვენ ნახეთ 17 მოწინააღმდეგე, თავშეკავებულები… ეს არ არის მთლად ასე ხელწამოსაკრავი საქმე. საჭიროა ცვლილებები, საჭიროა გადაწყვეტა, ახალი ენთუზიაზმი, ახალი ენერგია. მე პირადად, ამას ველოდები და თუ იგივე ტემპით გაგრძელდა ყველაფერი, მაშინ თავისთავად მოხდება ეს ცვლილებები“ – განაცხადა ქანთარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის მმართველი გუნდის დატოვებას, ქანთარია პასუხობს, რომ განცხადებას ჯერჯერობით არ გააკეთებს. „ამ ეტაპზე ჯერჯერობით, არ ვაკეთებ განცხადებას, რადგან  ველოდები  სწორედ…

მეტი...

თბილისში ვადაგასული, მათ შორის, ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების ფაქტი გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს განაგრძობს. თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორცის სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის დროს გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობები; სხვადასხვა სახეობის ვადაგასული ხორცის, მათ შორის, ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების ფაქტები, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე და ა.შ. ბიზნესოპერატორებს ​კანონით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრათ. “სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების მიერ ამოღებულია ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ. გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის…

მეტი...

გედევან ფოფხაძე ორშაბათს ისაუბრებს – სავარაუდოდ ისიც წავა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე ორშაბათს ბრიფინგს გამართავს და ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. მისი თქმით, ის ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებს. „მინდა, მშვიდ, წყნარ ატმოსფეროში გავმართო დასაბუთებული და გააზრებული, არგუმენტირებული ბრიფინგი. ბრიფინგზე მომეცემა საშუალება, სრულად გავშალო თემები, რომელიც ბოლო დროს ხდებოდა. ორშაბათს ყველაფერს გეტყვით. გავაკეთებ ოფიციალურ განცხადებას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. დეპუტატმა ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. დიდი ალბათობით, გედევან ფოფხაძის პრესკონფერენციაც უმრავლესობის დატოვებას და მიზეზებს შეეხება.

მეტი...

ქართველ ფეხბურთელებს შეძენილი საქონლის ჩეკი აღმოაჩნდათ, ქურდობა არ დადასტურდა

საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ პრეზიდენტი ქართლოს რუხაია, თურქეთში ქართველი ფეხბურთელების ქურდობით ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გაუგებრობა მოხდა.   რუხაიას თქმით, ძალიან არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, არც ერთი ფეხბურთელი არ დაუკავებიათ, ისინი თურქეთის საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ დაკითხეს. ყველა მათგანს შეძენილი საქონლის ჩეკი აღმოაჩნდა და სპორტსმენები გუნდთან ერთად განაგრძობენ ვარჯიშს. “პირადად თურქეთში არ ვიმყოფები, მაგრამ დეტალური ინფორმაცია მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა. ფეხბურთელებმა შეიძინეს საქონელი და რატომღაც საქონლის ჩეკი მაღაზიაში არ გაატარეს. საბედნიეროდ, ყველა ფეხბურთელს თან ჰქონდა შეძენილი საქონლის ჩეკი. მხოლოდ დაიკითხნენ და გაირკვა, რომ გაუგებრობა იყო. იყო…

მეტი...

თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა აკრძალულია 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 22 თებერვალს, 12:00 საათიდან 07:00 საათამდე თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, N24-დან N50-მდე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია. გზის  ამ მონაკვეთზე წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც შსს-მ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, გურამ რჩეულიშვილის ქუჩიდან მომავალი მანქანების ნაკადი იმოძრავებს იაკობ გოგებაშვილის ქუჩის N50-დან აკაკი შანიძის ქუჩის გავლით პეტრე მელიქიშვილის გამზირზე; ვასილ პეტრიაშვილის ქუჩიდან ამომსვლელი ნაკადი იმოძრავებს იაკობ გოგებაშვილის N50-დან გურამ რჩეულიშვილის ქუჩაზე; თამარ ჭოველიძის ქუჩიდან ამომსვლელი ტრანსპორტის ნაკადი იმოძრავებს გოგებაშვილის ქუჩის N22-დან კოტე მაყაშვილის და ვასილ ბარნოვის ქუჩების, ასევე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. კოტე მაყაშვილის ქუჩიდან კი –…

მეტი...

“საკონსტიტუციო უმრავლესობას პირადად მე არ გამოვეტირები” – თამარ ჩუგოშვილი

​პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა ტრაგედია არაა და საკონსტიტუციო უმრავლესობა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის სრულიად ზედმეტია. „საკონსტიტუციო უმრავლესობას მე, პირადად სულ არ გამოვეტირები, სულ არ მგონია სწორი და კარგი რამ. რაც შეეხება იმ დაძაბულობას, რომელიც დეკემბრის ბოლოდან განვითარდა, რომლის კულმინაციაც ალბათ, გუშინ იყო სხდომაზე, ვისურვებდი, მოხერხებულიყო პროცესების ისე წარმართვა, რომ ნაკლები დაძაბულობის ფონზე მიგვეღწია შედეგისთვის. ამისთვის, ალბათ, ორივე მხარის მხრიდან მზაობა არის საჭირო”, – განაცხადა ჩუგოშვილმა. ​თამარ ჩუგოშვილი თქმით, ეკა ბესელიას მიერ პარტიის შექმნა პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებისთვის სასარგებლო იქნება. „თუ ეკა ბესელია არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგია.…

მეტი...

“იუსტიციის საბჭო უნდა გადადგეს” – ეკა ბესელია დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება

პარლამენტის დეპუტატმა, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის საბჭო უნდა გადადგეს და საბჭო ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდეს. ​მისი თქმით, საჭიროა ახალი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც უვადოდ გამწესებულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოს. “ხალხს უნდა ვკითხოთ უჭერენ თუ არა მხარს მოსამართლეთა უვადო გამწესებას და კონსტიტუციური ცვლილება უნდა დავიწყოთ. ეს ცვლილება უნდა შეეხოთ მათ ვინც უკვე დანიშნულია. იუსტიციის საბჭო უსწრაფესად უნდა შეიცვალოს. ადამიანებმა, რომლებიც ძალადობას და სისასტიკეს ემსახურებოდნენ სასამართლო ხელისუფლება უნდა დატოვონ.  უზენაეს სასამართლოში ის მოსამართლეები უნდა გავამწესოთ, ვინც არ იყვნენ დაკავშირებულნი ძალადობრივ რეჟიმთან,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.  მისივე თქმით, მმართველი…

მეტი...

მივდივარ, სანამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყოლია სამართლიანობა – ეკა ბესელია

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე უმრავლესობას ტოვებს და აცხადებს, რომ არსებობს რეალური საშიშროება, რომ სასამართლო ხელისუფლება “ავბედით კოჰაბიტაციას” გადაყვეს. ეკა ბესელია მმართველ გუნდში არსებულ კრიზისზე საუბრობს და უშედეგოს უწოდებს მის მცდელობას, “ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ნარჩენებისგან გათავისუფლებულიყო.  “მივდივარ ამ პოლიტიკური გუნდიდან იქ, სადაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა, სადაც ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი ოჯახისთვის, ყოველი მოქალაქისთვის, თითოეული პიროვნებისთვის, ყველაზე ღირებული – სამართალი, სამართლიანი სასამართლო და სამართლიანობა. ჩვენ ყველას ერთად, უმრავლესობას, თუ უმრავლესობის შიგნით უმცირესობას, სრულიად საქართველოსთან ერთად, 2012 წლის პირველი…

მეტი...

ზვიად კუპრავა თავს ჯულიან ასანჟის ამპლუაში გრძნობს და დიპლომატებს დახმარებას სთხოვს 

“რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, რომელსაც სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო გირაო პატიმრობით შეეცვალა, ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და გაერთიანებული ოპოზიციის ოფისს აფარებს თავს. იგი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებს, მისი საქმით დაინტერესდნენ. როგორც კუპრავამ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იგი  რეპრესიების მსხვერპლია. მოითხოვს, სასამართლოდან დაუყოვნებლივ გაიწვიონ მის მიმართ აღძრული ორივე საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის საქართველოს ხელისუფლებას ჯულიან ასანჟის სახით მოევლინება.  „მე ვარ რეპრესიული მანქანის და რეჟიმის მსხვერპლი. ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ვიდევნები. ვარ საქართველოს მოქალაქე და მაქვს უფლება, ვიცხოვრო მშვიდად, არ ვიყო დევნის ობიექტი. გაერთიანებული…

მეტი...

ზომაზე მეტი ანგარიში გავუწიეთ მოსამართლეებს, რამაც აქამდე მიგვიყვანა – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის – თამარ ჩუგოშვილის აზრით, სასამართლო რეფორმის დაგვიანებისა და მოსამართლეებისთვის ზედმეტი ანგარიშის გაწევის შედეგია ის, რაც დღეს საკანონდებლო ორგანოში ხდება. მისივე თქმით, მართლმსაჯულების სწორად წარმართვის გზა პარლამენტზე გადის და პარლამენტმა უნდა აიღოს ამ პროცესზე პასუხისმგებლობა. საკანონდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა სწორად და კეთილსინდისიერად უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. “პროცესები დაგვიანდა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო. ჩვენ ზომაზე მეტი ანგარიში გავუწიეთ მოსამართლე წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეებს, რომლებისთვისაც ამხელა ანგარიშის გაწევა არ იყო საჭირო, რადგან მოსამართლეები არ არიან კანონმდებლები. კანონებს წერენ პარლამენტის წევრები და ისევე, როგორც პარლამენტის წევრები, ისინი არ ახორციელებენ მართლმსაჯულებას…

მეტი...

ქართველი სპორტსმენები ანტალიაში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს

თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა, რის გამო საფეხბურთო კლუბ „ცხინვალის“ ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. ისინი ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე იმყოფებოდნენ. ადგილობრივმა პოლიციამ ფეხბურთელები, გიორგი ბ, კახა კ, პაპუნა მ, დათა ს. და გურამ მ. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დააკავა. როგორც თურქული მედია იუწყება, ეჭვმიტანილები პოლიციამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერების საფუძველზე მას შემდეგ დაადგინა, რაც დღის ბოლოს, სავაჭრო ცენტრში ჩატარებული შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ 9 ერთეული ნივთი მოპარული იყო.  თურქეთში ქართველი ფეხბურთელების დაკავების ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა და საფეხბურთო კლუბ „ცხინვალს“ მოუწოდა, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ზომები…

მეტი...