„მოვიდნენ ჩემთან სკანდალური ტონით, გავიგეთ, უმრავლესობას ჩათი აქვსო” – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის ბრალდებას, რომ უმრავლესობას საერთო ჩათი აქვს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამაში სკანდალური არაფერია და ინტერნეტქსელის მსგავსი სერვისით დღეს, ყველა სარგებლობს.

მისი თქმით, ოპოზიციაში სრული ეპიდემიაა.

„მოვიდნენ ჩემთან სკანდალური ტონით და დაზუთხული შეკითხვით, როგორც გავიგეთ უმრავლესობას ჩათი აქვსო და ამაზე რა კომენტარს გააკეთებთო. მეგობრებო, სკოლაშიც, მგონი უკვე ბაღშიც კი, ყველას აქვს ჩათი და სარგებლობს მესინჯერებით, კომპანიაში,საჯარო უწყებაში თუ სამეგობროში ეს ჩათი არსებობს. თუ,„ნაციონალურ მოძრაობას“ ან „ევროპულ საქართველოს“ ესეთი ჩათი არ აქვს, ან რუსთავი ორს არ აქვს ჩათი, რა ვქნათ ახლა? ეტყობა ისინი ჩამორჩებიან განვითარების ტემპებს. რა არის ამაში სკანდალური, თუ ეს პოლიტექშენი არ არის და თუ მართლა პანდემიური დამოკიდებულება არ არის საკითხთან. რა სკანდალური აბავი ეს არის, რომ ჩათი ჰქონდეს რომელიმე ორგანიზაციას?დღეს შვიდი კითხვა დამისვეს ამაზე „ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები