ზუგდიდის რკინიგზის სადგურის ძველი შენობა განახლდება

ზუგდიდში, რკინიგზის სადგურის რეაბილიტაცია იგეგმება. ზუგდიდის ვიცე მერის გიორგი შენგელიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სადგურის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე „უსახური“ შენობის დემონტაჟი და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა. სამუშაოებს საქართველოს რკინიგზა 750 ათასი ლარით დააფინანსებს.

„რეაბილიტირდება თვითონ სადგურის ადმინისტრაციის შენობა და ბაქანი. ასევე, მოეწყობა საზოგადოებრივი საპირფარეშო, რათა ჩამოსული სტუმრებისთვის და ადგილობრივებისთვის ნორმალური პირობები იყოს,”- განაცხადა გიორგი შენგელიამ.

მისი თქმით, კონკრეტული ვადები, თუ როდის დაიწყება სამუშაოები, უახლეს მომავალში გახდება ცნობილი. 

მსგავსი თემები