პროკურორი: მოწმე უშუალოდ და პირდაპირ ამხელს ერეკლე კოდუას

სპეცდანიშნულების რაზმის ქვადანაყოფის ყოფილმა უფროსმა დავით დათაშვილმა, რომელიც, როგორც ერთ-ერთი მთავარი მოწმე, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე დაკითხეს, განაცხადა, რომ უშუალო ბრძანება სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუასგან მოდიოდა. აღნიშნულ საქმეზე ერეკლე კოდუას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით აქვს წარდგენილი. მთავარი მოწმის ჩვენებით გაირკვა, რომ თავისუფლების მოედანსა და რიყეზე აქციის დარბევის შემდეგ, მოვლენათა ეპიცენტრმა ტელეკომპანია „იმედში“ გადაინაცვლა, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი კოდუა იყო. მოწმის განცხადებით, „იმედის“ აპარატურის დაზიანებისა და სიგნალის გათიშვის შესახებ, ბრძანება კოდუამ გასცა, რა დროსაც დაზიანება მიიღო იმედის არაერთმა თანამშრომელმა. ერეკლე კოდუას…

მეტი...

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს, კომპანია „მაგთიკომს“, 18 თებერვლიდან დაანონსებული ტარიფების გაძვირება შეუჩერა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მიიღეს. “კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მიერ ტარიფების გაზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემდეგ, ორივე კომპანიას მოუწოდა შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ ბაზრის კვლევის დასრულებას, რომელსაც კომისია ატარებს. აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა, გამომდინარე იქედან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა. გამომდინარე იქედან, რომ მაგთიკომის გადაწყვეტილება, ტარიფების გაძვირების შესახებ მომხმარებელს ზიანს აყენებს, კომისიის მიზანია, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული…

მეტი...

თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა იგეგმება

გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მიუნხენში, კომპანია MAN-ის საგამოფენო ცენტრს ესტუმრა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე, თბილისში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ძველი ავტობუსების ახლით ჩანაცვლება. კახა კალაძემ საგამოფენო ცენტრში წარმოდგენილი უახლესი მოდელის 18-მეტრიანი ავტობუსი დაათვალიერა, რომლის შემოყვანაც სამომავლოდ თბილისში იგეგმება. დედაქალაქის მერის განმარტებით, თუ რამდენი და რა ტიპის ავტობუსი სჭირდება ქალაქს, ამის შესახებ კვლევას კომპანია „სისტრა“ აწარმოებს. მისივე თქმით, სწორედ კვლევის შედეგად გამოვლინდა თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის საჭიროება. თბილისის მერი, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ვარშავაში,…

მეტი...

ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა აჭარის ა.რ. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებული, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს. დამნაშავედ ცნო. სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, უტყუარად დადასტურდა, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს., მისი საქართველოში ყოფნის დროს 2018 წლის იანვარში, უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ-ს დაუკავშირდა და თითქოსდა მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების მოტივით, უზრუნველყო მისი საქართველოში ჩამოყვანა. 2018 წლის 4 თებერვალს მ.ხ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, გ.ს -მ საცხოვრებლად ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში მოათავსა, რის შემდეგაც, ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი და მის მიმართ თავისუფალი გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით,…

მეტი...

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ 2020 წლიდან პროპორციული სისტემის ამოქმედებაზე უარი თქვა – ახლა თემა დახურულია

„საკონსტიტუციო რეფორმის დასრულების შემდეგ ჩვენ გვქონდა ერთგვარი რეფერენდუმი, მას შემდეგ ჩატარდა მუნიციპალური არჩევნები. ამ მუნიციპალურ არჩევნებს ზუსტად ოპოზიცია უწოდებდა მაშინ საკონსტიტუციო რეფერენდუმს და იმ რეფერენდუმში ხალხმა გამოხატა თავისი ძალიან მყარი მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ“, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გეგმას მილიონი ხელმოწერის შეგროვების შესახებ, რათა 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, პროპორციული სისტემა 2020 წლიდან ამოქმედებულიყო, მაგრამ მაშინ ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა. მისივე განცხადებით, მუშაობა გაგრძელდება დღეს ჩამოყალიბებული კანონმდებლობით. „საკონსტიტუციო რეფორმა დასრულებულია. მაშინ ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას უკვე 2020…

მეტი...

“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ეზოში მრავალწლოვან, მაგრამ დაავადებულ ხეებს მოჭრიან

​თბილისის მერიასთან ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, „კლინიკების განვითარების კომპანიის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, მათ შორის ე.წ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებულ მრავალწლოვან, გამხმარ და დაავადებულ ხეებს მოჭრიან და მათ ადგილას ახალ ნერგებს დარგავენ. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან გაფორმებულ დოკუმენტზე ხელმომწერთა შორის „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანიაც” არის. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ. ფიტოსანიტარიული ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით, ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება. „ცენტრალურ გამზირებზე ხეების დაავადებების ყველაზე დიდი კერები გვაქვს – გამხმარია ყელა ფიჭვი. ის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ მიმდინარე…

მეტი...

თბილისის ქუჩებში უჩვეულო შინაარსის ბანერები გამოჩნდა – სად წავიღოთ ნაგავი?

თბილისის მერიის მხარდაჭერით, “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა” (​CENN) USAID -ის დახმარებით დედაქალაქში, ნარჩენების სეპარაციის შესახებ საინფორმაციო ბანერები განათავსა. სადაც მითითებულია თუ რა მისამართზეა განლაგებული ნარჩენების სეპარირების სტენდები. დედაქალაქში უკვე, სეპარაციის 25 სტენდი დგას, რომელშიც მოქალაქეებს დახარისხებული ნარჩენების განთავსება შეუძლიათ. კერძოდ: PET ბოთლები, ქაღალდი, შუშა და ალუმინის ქილები. სტენდებში მოხვედრილი ნარჩენები მეორად პროდუქტად გადამუშავდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, საინფორმაციო ბანერები განთავსებულია მეტროსადგურ “სამგორთან”, დიდ დიღომში, გ. ბრწყინვალეს ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, წერეთლის გამზირზე, “კოკა-კოლას” ოფისთან, ვაკის პარკთან და მეტროსადგურ “ღრმაღელესთან”. ბანერებიდან რამდენიმე წუთის სავალზეა განთავსებული სეპარაციის სტენდებიც. ნარჩენების…

მეტი...

სასამართლო სისტემას 8 ახალი უვადო მოსამართლე შეემატა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 8 მოსამართე უვადოდ გაამწესა. გადაწყვეტიელება საბჭომ დღეს მიიღო. უვადო მოსამართლეობას სულ 48 მოსამართლე ითხოვდა, თუმცა, საბჭომ მათგან მხოლოდ 8 მოსამართლე შეარჩია. დღეს უვადო მოსამართლეები გახდნენ: ნატრული აკობია – ზუგდიდის რაიონულ სასამართლო;ნატო ხუჯაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო; მერაბ ჯორბენაძემ – თბილისის საქალაქო სასამართლო; ეკა არეშიძე – თბილისის საქალაქოს სასამართლო; გია ბერაია – ახალციხის რაიონული სასამართლო; ლერი თედორაძე – ქუთაისის საქალაქო სასამართლო; იდირა მაშანეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოში; სალიხ შაინიძე – ბათუმის საქალაქო სასამართლო. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დეპუტატების ნაწილი იუსტიციის საბჭოს რეფორმირებამდე და მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმების მიღებამდე…

მეტი...

მცხეთა და გელათი იუნესკომ საფრთხეში მყოფი მსოფლიო ძეგლების სიიდან ამოიღო

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, 2018 – 2019 წლებში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა.  ბორჯომში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2018 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში მოისმინა. სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, 2019 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში წარმოადგინა და საკანონმდებლო მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.  მისი თქმით, 2018 წელს, მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია განხორციელდა. სააგენტო 40 ძეგლის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ესენია: კუმურდო, ვარძია, უფლისციხის ინფრასტრუქტურა, ნიკორწმინდა, გორისციხე, ნიკო დადიანის სასახლე, სვანეთის კოშკები და მაჩუბები, მეტეხის ტაძარი, სენაკის ხორავას…

მეტი...

“2-სამინისტროს 2 მინისტრი და 9 მოადგილე ჰყავდა, ერთს კი 1 მინისტრი და 4 მოადგილე ჰყავს“ – გიორგი ხანიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ორი გაერთიანებული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაყოფას გამორიცხავს და აცხადებს, რომ აღნიშნულმა სამთავრობო ცვლილებამ გაამართლა. როგორც მინისტრის მოადგილემ „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, დაზოგილია ყველა რესურსი და კოორდინაციას გაუმჯობესდა. „ნებისმიერ აზრს არსზებობის უფლება აქვს. ადამიანები შეიძლება მსჯელობდნენ ამ საკითხზე და მათ წარმოსახვაში, შესაძლოა, გაერთიანებამ არ გაამართლა. თუმცა, ჩვენთვის, ვინც ამ სამინისტროში ვმუშაობთ, ძალიან ცალსახად ჩანს, რომ სამინისტროს შერწყმამ გაამართლა და თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი, მოგვცა,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ „მედიაცენტრ მთავარში“. „მთავარის“ კითხვას, გამართლებაში რა იგულისხმება და 2 სამინისტროს ცალ-ცალკე ფუნქციონირება…

მეტი...

“ვინც იმუშავა და რეკომენდაციები გაითვალისწინა, ძალიან კარგი მოსავალი მიიღო” – მინისტრის მოადგილე

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ის ფერმერები, რომლებმაც სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით დაიცვეს, წლეულს თხილის დიდი და მაღალი ხარისხის მოსავალი ექნებათ. თუმცა არიან ისეთი ფერმერებიც, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილნი და უფასოდ დარიგებული პრეპარატები ან გაყიდეს, ან მიწაში ჩაფლეს და მიზნობრივად არ გამოიყენეს.  როგორც გიორგი ხანიშვნილმა “მედიაცნეტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  მესამე წელია მოსახლეობასთან აქტიური დიალოგი უწევთ, რათა დაარწმუნონ ისინი, რომ პრობლემათა სათავე არა აზიურ ფაროსანაში, არამედ სოკოვან და ბაქტერიულ დაავადებებშია, რომლის წინააღმდეგ მოსახლეობა თვითონ უნდა იბრძოდეს.   მისივე თქმით, სანამ მოსახლეობამ საკუთარ თავზე არ გამოსცადა მოსავლის…

მეტი...

ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობაც ჩაერთვება – როგორ განაწილდება 45 მილიონი ლარი

სახელმწიფო, მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული და გავრცელებული სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები 45 მილიონი ლარით ფინანსდება. რა მიმართულებით დაიხარჯება აღნიშნული თანხა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. ხანიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი, რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება. უპირველესი კი იმ პროგრამის დაფინანსებაა, რომელიც მთავრობამ მიიღო. „შექმნილია სამთავრობო კომისია, რომლის პირველი სხდომა მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა. ამ კომისიის მიერ დამტკიცებული პროგრამა მოიცავს ღონისძიებათა 4 სპექტრს: უპირველესი არის საზოგადოებასთან მუშაობა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება,…

მეტი...

“ამ პესტიციდებით აღმოსავლეთში მცენარეებს მკურნალობენ, დასავლეთში მოსავალს ვერ დააზიანებდა” – გიორგი ხანიშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილის განცხადებით, გადაჭარბებულია მოსაზრება, თითქოს ის პესტიციდები, რომლებსაც სამინისტრო აზიური ფაროსანას წინააღმდეგ იყენებს, აბინძურებს გარემოს და ზიანს აყენებს მოსავალს.  როგორც გიორგი ხანიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  ბიფეტრინი ​უკვე მრავალი წელია აპრობირებულია საქართველოს სოფლის მეურნეობაში და ის დამაზიანებელ ზემოქმედებას არ ახდენს მოსავალზე.  “ნებისმიერი პესტიციდი, რა თქმა უნდა ახდენს გავლენას ბუნებაზე, მაგრამ წამლების ხარისხი, რომლებსაც საქართველო იყენებს სოფლის მეურნეობაში, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით არის შეფასებული და აკმაყოფილებს მსოფლიო სტანდარტებს. ზოგად კონტექსტში თუ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა უკეთესია, თუ შევძლებთ და ყოველგვარი ქიმიური ნივთიერების გარეშე მივიღებთ მოსავალს. მსოფლიოში დიდია…

მეტი...

სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება დღეიდან იწყება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დღეიდან, სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოებაზე შემოწმება იწყებს. პირველ ეტაპზე სასტუმროები არ დაჯარიმდებიან, თუმცა მიეცემათ რეკომენდაციები, როგორ დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების ნორმები.   როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სასტუმროების ფედერაციაში განუცხადეს, მიესალმებიან აღნიშნული ღონისძიებების გატარებას და თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამენ. მათი მთავარი მოთხოვნაა, არ დაზარალდეს ბიზნესი და სასტუმროები პირველივე ჯერზე არ დაჯარიმდნენ. ამ პროცესს აქტიურად გააკონტროლებს ბიზნესომბუდსმენი.  “​​კარგია, რომ შევლენ სასტუმროებში, დაათვალიერებენ, კი არ დააჯარიმებენ, მითითებებს მისცემენ, რა უნდა გააკეთონ, მისცემენ გონივრულ ვადას. თუ არ გამოასწორებენ, სამართლიანად დაჯარიმდებიან. ქვეყანაში არ გვაქვს განსაზღვრული რა არის დიდი სასტუმრო, რა პატარა, კანონის თანახმად ყველას განთავსების ობიექტი ჰქვია.…

მეტი...

„დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმი“ დღეიდან, ქართული ისტორიების შეგროვებას იწყებს

მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შემდეგ, ხორვატიის ქალაქ ზაგრების “დამსხვრეული ურთიერთობების მუზეუმის” სამოგზაურო გამოფენის მონაწილე ქვეყანა საქართველოც ხდება და 11 აპრილიდან 15 ივნისამდე თბილისში, მსოფლიო „დამსხვრეული ურთიერთობების“ კოლექცია, სახელწოდებით „ბეთლემის #10″, სამუზეუმო სივრცეში გამოიფინება. „ეს არის მუზეუმი შენზე, ჩვენზე, იმაზე, თუ როგორ გვიყვარს და როგორ ვკარგავთ ერთმანეთს…“ ტრადიციის მიხედვით, ვიდრე მუზეუმი ნებისმიერ ახალ ქვეყანაში სამოგზაურო გამოფენით გაიხსნება, თვე-ნახევრით ადრე, ამ ქვეყანაში „დამსხვრეული ურთიერთობების“ ისტორიების დონაცია იწყება. ქართული ისტორიების შეგროვება დღეს, 14 თებერვალს – ვალენტინობას იწყება და 20 მარტამდე გაგრძელდება.  ადამიანი, ვისაც სურს, მის ისტორიას სამუზეუმო ექსპონატად ქცევისა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოგზაურობის შესაძლებლობა მიეცეს, ვებგვერდზე განთავსებულ ფორმას…

მეტი...

“რატომ უნდა გაზარდო ბავშვი ტოქსიკური წებოთი გაჟღენთილ საწოლში” – დიზაინერი

​ბევრმა არ იცის რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვის საწოლი მისი ჯანმრთელობისთვის, რომელიც ტოქსიკურად მომწამლავი წებოთი, ლაქ-საღებავებით და სხვა დანამატებით არის დამზადებული. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, შვილის ყოლის შემდეგ სწორედ ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერმა თამარ სისაურმა და მისმა მეუღლემ, ხეზე კვეთის ოსტატმა, ნიკა გელაშვილმა გადაწყვიტეს, თვითონ შეექმნათ ბავშვის ავეჯი, რომელიც გემოვნებიანი, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იქნებოდა დამზადებული. არქიტექტორ-დიზაინერის თამარ სისაურის თქმით, საქართველოს ბაზარზე აქამდე არ არსებობდა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ბავშვის ავეჯი. “ამ იდეის მთავარი „ავტორი“ ჩვენი შვილია. რეალურად მთავარი სერიოზული პრობლემის წინაშე დავდექით და ეს იყო მასალა, რომლითაც…

მეტი...