ხვალიდან, თბილისის რამდენიმე უბანში, ტრანპორტის გადაადგილება შეიზღუდება

მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, ხვალ და ზეგ, ასევე, 21 და 22 თებერვალს, დედაქალაქის რამდენიმე უბანში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. “მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება – დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე. თბილისის…

მეტი...

ბადრი ჯაფარიძე: ეს არის სრული აბსურდი, უკაცრავად, მაგრამ ბოდვას ჰგავს

„ეს არის სრული აბსურდი, უკაცრავად, მაგრამ ბოდვას ჰგავს” , – ასე უპასუხა “თი-ბი-სი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ლატვიაში ფულის გათეთრებასთან მიმდინარე საქმეზე “თი-ბი-სი ბანკის” შესაძლო კავშირს გულისხმობდა და მისივე ინფორმაციით, „ბლუმბერგში“ გამოქვეყნებულ მასალას ეხებოდა.  „ეს არის სრული აბსურდი, უკაცრავად, მაგრამ ბოდვას ჰგავს. ჩვენ ვართ საჯარო კომპანია, ჩვენ ვართ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში და ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსის ნაწილი, რაც თავისთავად არის უპრეცედენტო მიღწევა ქართული კომპანიისთვის, იქ რომ მოხვდეთ, უნდა გაიაროთ ისეთი ტიპის შემოწმება, რომელიც გამორიცხავს არა მხოლოდ ფულის გათეთრებაზე საუბარს, არამედ…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე: დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ყველა დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს

“ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობთ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს, მინდა ამაზე ხაზგასმით გითხრათ” – ამის შესახებ “თი-ბი-სი ბანკის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, საგანგებო პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „თქვენ იცით, რომ ბოლო ხუთი წელი მიმდინარეობს მოლაპარაკება საფინანსო ინსტიტუტებთან და პრაქტიკულად, რამდენიმე კვირის წინ, ყველა საფინანსო ინსტიტუტმა დაამთავრა ე.წ. პროექტის ყველა ასპექტის შესწავლა, ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ ერთი წლის წინ, სწორედ ამ დროს და ჩვენ ველოდებით ფინანსურ თანხმობას, რომელიც არის საკმაოდ რთული პროცესი მაისი-ივნისის თვეში. ეს დაჩქარებული გამოძიება, რომელიც დაიწყო პროკურატურის მიერ და იმ…

მეტი...

მამუკა ხაზარაძე: ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს პატიოსნება და კანონმორჩილება

„თი-ბი-სის“ დაარსების დღიდან, ჩვენს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს გამჭვირვალობა, პატიოსნება და კანონმორჩილება. როგორც თქვენთვის ცნობილია, „თი-ბი-სი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის ყველა გადაწყვეტილება, ველოდებით მართლმსაჯულებას, – ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სამეთვალყიურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო “რუმსში” გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.   როგორც მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკაზე ნეგატიური ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, მზადაა, ეროვნულ ბანკთან ერთად, დიალოგის რეჟიმში განაგრძოს გამოსავლის ძიება. „ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რომ საზოგადოებას, პარტნიორებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაცნობოთ, რომ ვართ ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, ძლიერი ერთიანი გუნდი…

მეტი...

მარიამ ჯაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორთა მოსაზრებებს კომიტეტის სხდომაზე განიხილავს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, დღეს, ქალაქ რუსთავის მერიაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს საკითხებზე, რომელიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გასაუმჯობესებელია. „რუსთავში 21 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათ შორის, ერთი 2018 წელს დაარსდა. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ხელშეწყობით მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფების, დამატებითი სივრცის შექმნა, რათა კიდევ უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, ისარგებლონ საბავშვო ბაგა-ბაღების სერვისით. ასევე, საუბარია საპილოტე პროგრამაბზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს 5 და 6 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლის ინფრასტრუქტურაში და სასკოლო მზაობის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მერმა გამოთქვა მზაობა, რუსთავში შეიქმნას სასწავლო…

მეტი...

რაგბის კავშირი ვერეს ხეობაში, წართმეული ნაკვეთის დაბრუნებას და მშენებლობების აკრძალვას ითხოვს

საქართველოს რაგბის კავშირი, ვერეს ხეობაში მაღალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს და 2009 წელს წართმეული 23 000 კვ.მ ფართობის მიწის დაბრუნებას მოითხოვს. აღნიშნული ტერიტორია კავშირს დედაქალაქის მერიამ 1997 წელს გადასცა, სადაც სარაგბო ინფრასტრუქტურა, რაგბის ბაზა და სავარჯიშო მოედანი უნდა განთავსებულიყო.  1999 წელს, პროექტით მსოფლიო რაგბის საბჭო დაინტერესდა და დაფინანსების გამოყოფის მზადყოფნა გამოთქვა.   როგორც რაგბის კავშირში აცხადებენ, 2009 წელს, თბილისის მერიამ ქალაქის განაშენიანების ახალი გეგმის შესაბამისად, რაგბის კავშირს მიწა ჩამოაჭრა და მისი ნახევარი – 12 000 კვ.მ დაუტოვა. ამ ტერიტორიის  კონფიგურაცია და პარამეტრები კი პრაქტიკულად გამორიცხავს სრულფასოვანი სავარჯიშო მოედნის განთავსებას. მათივე ინფორმაციით, თბილისის…

მეტი...

უკრაინაში მოპოვებული ოქრო – საქართველოს ნაკრების წარმატება თავისუფალ ჭიდაობაში

ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო, ასეთია ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენების მონაგარი უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში გამართულ ოვანეს სააკიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში. ტურნირი 23-წლამდელთა ასაკში 10 წონით კატეგორიაში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვეთის, სომხეთის და ყაზახეთის სახელით 400–მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები 11 კაციანი შემადგენლობით წარსდგა, ამათგან სამი ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენია. ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 9 სინჯის მედალი მოიპოვა, ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენთაგან ჩემპიონის ტიტული მამუკა კორძაიამ (97კგ) დაისაკუთრა, რომელიც ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელ ფალავანს დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგეს ანგარიშით 3:0 სძლია, ხოლო მძიმე წონაში ბრინჯაოს მედალი…

მეტი...

ტიფლისი ამერიკაში – საუკუნის წინ შექმნილი დასახლება

სოციალურ ქსელში, კერძოდ, ჯგუფ “თბილისურ ამარკორდში” გავრცელდა ფოტო, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გრანტის ოლქში, არამუნიციპალური თემის – ტიფლისის არსებობის შესახებ გვამცნობს. ფოტოს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი სახელით Ioseb Iaseshvili ავრცელებს.  “საინტერესოა, ვინ იყო, როდის და რა ბედისწერამ მოახვედრა ამერიკაში ამ დასახლების დამაარსებელი?”, – წერს იგი. მის კითხვას სოციალური ქსელის სხვა მომხმარებელი, Shio Deme – გამოეხმაურა. მისი ინფორმაციით, ეს სახელწოდება 1923 წელს დაერქვა დასახლებას, სადაც პირველად, თბილისიდან, საქართველოდან ჩასული ადამიანები დასახლდნენ.  

მეტი...

“ღორის გრიპის“ მეორე ტალღის პოტენციური მოლოდინი არსებობს” – დავით სერგეენგო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელმა იკლო. მისი თქმით, „ღორის გრიპის“ მეორე ტალღის პოტენციური მოლოდინი არსებობს, თუმცა, მცირე პიკის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზად არის. „გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ვასწრებთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ვვარაუდობთ, რომ მეორე ტალღა შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის მოცემულობა. თუ იქნება, უფრო, პატარა პიკის მსგავსი, რომლისთვისაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის“, – განაცხადა მინისტრმა.

მეტი...

“აქვს ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კონტაქტურია” – დავით სერგეენკომ გიორგი მამალაძე მოინახულა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში მოინახულა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა. მოისმინა ინფორმაცია მისი მკურნალი ექიმისა და ექიმ-სპეციალიტებისგან.   როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, სანმოკლე საუბარი ჰქონდა მსჯავრდებულთანაც, ის კონტაქტური და ადეკვატურია, თუმცა აქვს ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის წარმოშობის მიზეზების დადგენა ამჟამად მიმდინარეობს. “სანამ ეს სიმპტომები იქნება, ის იქნებ სამედიცინო დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე ინფორმაციით, დეკანოზთან საუბრის თემა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა.   “ხანმოკლე გასაუბრება გვქონდა მასთან პალატაში. მის სამედიცინო ჩივილებზე. საუბრის თემა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხებოდა, რომ არც ერთი ჩივილი არ დარჩეს…

მეტი...

„მაგთიკომი“ მომხმარებლებს ახალ გადასახადს უწესებს, რომელიც დღეიდან ძალაშია

“მაგთიკომის” აბონენტები დღეიდან ნომრის საფასურს 1 ლარს გადაიხდიან. „მაგთიკომის“ აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური დღეიდან ამოქმედდა. 180 დღეზე გადასახადი ერთ ლარს შეადგენს. თანხა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება. როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ტარიფების ზრდის შეჩერებასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ, 14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება, ნომრის მომსახურების საფასურზე არ გავრცელდა. კომისიამ შეაჩერა „მაგთიკომის“ პაკეტების ღირებულების გაზრდა. ასევე, კომპანიას დაავალა, არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დატოვოს.

მეტი...

თამთა ჯანჯღავას “პიკასოს” მკვლელობა რომ დაეგეგმა, სახლში მიაკითხავდა – ადვოკატი

ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ადვოკატი არჩილ შაბაშვილი, არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ის დანაშაულის ადეკვატური არ არის. შესაბამისად, აპირებს სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თამთა ჯანჯღავას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც არჩილ შაბაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ სახეზე იყო განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანუ თამთა ჯანჯღავას სურდა მოეკლა ირაკლი ნოზაძე, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.  ​ადვოკატის თქმით, არსებობს მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის, ჟურნალისტების მიერ გავრცელებული კადრები, სადაც ნათლად ჩანს და ეს დაზარალებულმაც აღიარა, რომ ქალს…

მეტი...

საერთაშორისო სავაჭრო პალატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე ფადი ასლი “თი-ბი-სი ბანკისა” და ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდებს, პოლიტიკური დაკვეთის შესრულების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადადგეს. “ჩვენი დაზვერვის გაერთიანების ინფორმაციით, არსებობს ორი სცენარი – ანაკლიის პორტს საერთოდ გაჩერდება, რადგან შეიძლება რუსეთთან ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს; მეორე სცენარია ის, რომ ივანიშვილი შეეცდება, დააშინოს ანაკლიის კონსორციუმის პოტენციური პარტნიორები. ხაზარაძისა და ჯაფარიძის დადანაშაულებით არარსებულ ფინანსურ მაქინაციაში, მსხვილი ინვესტორები ყოველთვის ატარებენ მოკვლევას მომავალი პარტნიორების შესახებ. როდესაც რაიმე საეჭვოს აღმოაჩენენ ან შეიტყობენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე, ბუნებრივია, თანამშრომლობისგან თავს იკავებენ. მოვუწოდებთ ეროვნული ბანკის…

მეტი...

ბესელია-ფოფხაძის სასარგებლოდ უმრავლესობას 7 დეპუტატი დატოვებს?!

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა, სავარაუდოდ, 7 დეპუტატი დატოვებს და უმრავლესობას დაიშლება. როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, დეპუტატები, რომლებიც, სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებენ ბესელია-ფოფხაძის გვერდით მოიაზრებიან. მისი თქმით, მოვლენები განვითარდება იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი. “ვვარაუდობ რომ 7 დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას და ფაქტიურად, უმცირესობა დაიშლება. რა მოვლენებიც ვითარდება მოსამართლეთა კანონთან მიმართებაში და რასაც ვუყურებთ ეს წყალგამყოფია. ეს ადამიანები ბესელია-ფოფხაძის გვერდით მოიაზრებიან, მაგრამ ისინი ჯერჯერობით უმრავლესობის შემადგენლობაში არიან, ” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავართან”. დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობის დატოვების შემდეგ ამ ადამიანებმა…

მეტი...

სმიტების მკვლელობის საქმის დეტალებით აშშ-ს საკონსულო დაინტერესდა

ხადას ხეობაში ამერიკელი ოჯახის, სმიტების მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ​სასამართლო პროცესს, საქართველოში აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენლები დაესწრებიან.   ​როგორც ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ​ალექსანდრე კობაიძე “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აშშ-ში გამგზავრება და მოკლულის ოჯახის წევრებთან შეხვედრა მას ერთი თვის წინათ სცადა, მაგრამ მაშინ აშშ-ს საკონსულოსგან უარი მიიღო. ამჯერად კონსულმა თავად ისურვა ბრალდებულის ადვოკატებთან შეხვედრა და საქმის დეტალებით დაინტერესდა.  “აშშ-ს ხელისუფლების მხრიდან აქამდე, აქტიურობა არ შეინიშნებოდა, თუმცა ახლა კონსულისგან თანხმობა მივიღეთ. ეს ძალიან კარგია და ნიშნავს იმას, რომ დაცვის მხარე სწორი მიმართულებით მიდის და კობაურის ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ჩემის აზრით, მათაც შეეცვალათ, გარკვეულ წილად, მიდგომები და ისინიც უკვე დაინტერესდნენ, შესაძლებელია…

მეტი...

კობაურის საქმეზე 1000-დან 12 ნაფიცი მსაჯული შერჩეულია, დარჩა 3

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესს 15 ნაფიცი მსაჯული დაესწრება, 1000 კანდიდატიდან 14 მსაჯული უკვე შერჩეულია. დარჩენილ სამს, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში შეარჩევენ. როგორც კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ​სულ 14 ნაფიცი მსაჯული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთ მათგანს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და თავის დაზღვევის მიზნით, ვიღაც ცუდად რომ გახდეს, სასამართლო პროცესი 15 ნაფიცი მსაჯულის თანდასწრებით წარიმართება.   ” ამ ადამიანებმა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადონ. პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მივლენ დასკვნამდე, რომ კობაური ნამდვილად უდანაშაულოა”, – აცხადებს…

მეტი...

ვინც ავტომობილს არ დააზღვევს, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის 2019 წლის 1 ივლისიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება. საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრება 1 წლის ვადით. კონპროექტის დასახელებაა: „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“. მის მიხედვით, წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობები განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით: მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი; მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის…

მეტი...

ეკოლოგიური კატასტროფა რუსეთში – ორ ქალაქში შავი თოვლი მოვიდა, მიმდინარეობს გამოძიება

პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების მას შემდეგ დაიწყო, რაც მასობრივი ინფორმაციის საშუშალებებში შავი თოვლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. თოვლი კემეროვოს ოლქის ორ ქალაქში, პროკოპიევსკსა და კისელევსკში, რამდენიმე დღის წინ მოვიდა.  ​როგორც კელეროვის პროკურატურაში აცხადებენ, ეკოლოგიური დაბინძურება პროკოპიევსკის გადამამუშავებელი ფაბრიკიდან ნახშირის მტვერის სახით გამოფრქვევამ გამოწვია. მიმდინარეობს შემოწმება იმის დასადგენად, იყო თუ არა დარღვეული გარემოს დაბინძურების ნორმები.   იმავდროულად, კელეროვის გუბერნატორის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ გადამამუშავებელი ფაბრიკის გარდა, გარემოს დაბინძურების მიზეზი შესაძლოა ქვანახშირის საცავები, ტრანსპორტი და საწარმოები იყოს.  “გუბერნიის თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში შეიქმნა მსგავსი პრობლემა, სადაც თოვლი მოვიდა. თავის დროზე გაზის ქსელის განვითარება არ იყო მხარდაჭერილი, ამიტომ, მოსახლეობის დიდი ნაწილი…

მეტი...

უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებით საქართველოს არაფერი დაემუქრება – ნიკა ჩიტაძე

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებით ქართულ სახელმწიფოს, რაიმე საფრთხე არ დაემუქრება. ხოლო შიში, რომ სანაცვლოდ რუსეთი აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს, უსუსური არგუმენტია. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ნიკა ჩიტაძემ განუცხადა, არსებობს მსოფლიო საეკლესიო საბჭო, რომელშიც გაწევრიანებულნი არიან პროტესტანტული და მართლმადიდებლური ეკლესიები. აფხაზეთის ე.წ. ავტოკეფალიურ ეკლესიას არავინ არსად მიიღებს, ის დღესაც გამოსულია ქართული ეკლესიის იურისდიქციიდან. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ხელს არაფერი უშლიდა, რომ მეგობრული ჟესტი გამოეხატა. აშშ-ს ხელისუფლების მსგავსად, გაეკეთებინა ოფიციალური განცხადება და მისალმებოდა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას.  “როგორც ჩანს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ფრთხილობს. უფრო სწორად, დრო გაჰყავთ. სამწუხაროდ ქართულ…

მეტი...