“ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, ავარიული კორპუსის გამაგრება წლის მეორე ნახევარშია დაგეგმილი” – მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური

ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონში, მესამე კვარტალში, N13 კორპუსის გამაგრებას დედაქალაქის მერია მიმდინარე წლის მეორე ნახევარში გეგმავს. ამის შესახებ მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.  აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებლებმა დღეს აქცია გამართეს და კორპუსის გამაგრების სამუშაოების ჩატარება მოითხოვეს. გალაქტიონ ბუაძისთვის გაუგებარია, რატომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, მერია შენობის გამაგრებას აღარ აპირებს. მისი თქმით, რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შესყიდულია და პროექტის ღირებულება დაახლოებით 2 600 000 ლარს შეადგენს. „აღნიშნული შენობა ავარიულია, დაახლოებით მესამე კატეგორიის დაზიანებები გააჩნია. რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტაცია შესყიდულია, რომლის ღირებულება დაახლოებით 2 600 000 ლარს შეადგენს. სამუშაოების…

მეტი...

შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ერთ-ერთი ამტვირთავის ვინაობა და ადგილსამყოფელი დაადგინა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპისთვის დაადგინა, რომ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები “facebook”-ის გვერდზე, მომხმარებელმა “buba lomtatidze”-მ ატვირთა. “ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და “FACEBOOK” -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ “facebook”-ის გვერდით- “buba lomtatidze” – ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ი. მან სოციალური ქსელის მეშვეობით, მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საქართველოს მოქალაქე დ.ი. მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის – მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის.…

მეტი...

თბილისის მასშტაბით, გამხმარი ხეების სანიტარული ჭრები სპეციალური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი „ახალი საქართველოს“ წევრების მიერ დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით გაკეთდა, არის პოპულისტური და უსაფუძვლო. „ეს არის პოპულისტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებები, რომლითაც ჩრდილი ადგება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ და ჩასატარებელ ღონისძიებებს. პირველად, დედაქალაქის ისტორიაში, გარემოს დაცვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დაწყებულია პროექტები, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის სრული ჩანაცვლება, ჰაერის დაბინძურების პრევენციის ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ახალი საქალაქო პარკების მოწყობას…

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლოში, გასულ წელს, 95 კონსტიტუციური სარჩელი შევიდა

დღეს, საკონსტიტუციო სასამართლო 2018 წლის შედეგებს აჯამებს. მოსამართლეები სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო სექტორს, დონორ ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებსა და მედიას გასული წლის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს აცნობენ. გახმაურებულ საქმეებს შორის, მარიხუანას პირად მოხმარებაზე, ყველა ტიპის სანქციის გაუქმების და მართლმადიდებლური ეკლესიისთვის საგადასახადო პრივილეგიების გაუქმების საკითხებიც მოხვდა. 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ სულ 64 საქმეზე დაასრულა სამართალწარმოება. წლის განმალობაში, ყველაზე ხშირად განსახილველი სარჩელი კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებების დარღვევას ეხებოდა. სასამართლოში, გასულ წელს, 95 კონსტიტუციური სარჩელი და წარდგინება დარეგისტრირდა. 74 შემთხვევაში სარჩელის ავტორი ფიზიკური პირი იყო. სამუშაო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გახსნა. ზაზა თავაძემ…

მეტი...

პოლიციამ აჭარაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. სარფში დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობთ ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მეტი...

შსს-მ, მსუბუქი ავტომანქანის მოპარვის მცდელობის ფაქტზე, 2 არასრულწლოვანი ამხილა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი: 2003 წელს დაბადებული გ.ბ. და 2004 წელს დაბადებული გ.ხ. ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში, თარხნიშვილის ქუჩაზე, 1949 წელს დაბადებული უ.თ.-ს კუთვნილი მსუბუქი ავტომანქანა მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მოპარული მანქანა გორის მისადგომებთან შენიშნა და დაუყოვნებლივ შეაჩერა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველები ამ დრომდე განაგრძობენ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს. მხილებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი დღეს იმერეთს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, რომელთაც სამკურნალო ტურიზმის განვითარების რეალური პოტენციალი გააჩნიათ.პრეზიდენტს წყალტუბოში, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში შავლეგო ტაბატაძემ და ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ უმასპინძლეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა წყალტუბოს, როგორც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარების მნიშვნელობას, სამკურნალო ტურიზმის და ზოგადად ტურიზმის განვითარებისთვის.პრეზიდენტი უშუალოდ ესტუმრა ძველ სანატორიუმებს: “მეშახტე”, “მედეა”, დაათვალიერა სტალინის აგარაკი, ცივი ტბა, საწურბლიას მღვიმე, გუდიაშვილის პანო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ და პრეზიდენტის მხარდაჭერით, პროცესის გააქტიურების იმედი გამოთქვეს. მხარის გუბერნატორის, შავლეგო ტაბატაძის…

მეტი...

დიმიტრი გვრიტიშვილი: მოსამართლეთა უვადოდ განმწესების შეჩერების ინიციატორები „სააკაშვილის” წარსულს აბრუნებენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი, სოციალურ ქსელში, მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერების ინიციატორი „ქართული ოცნების“ დეპუტატების საპასუხოდ წერს, რომ სავარაუდოდ, მათ არ სურთ საქართველოში დამოუკიდებელი მოსამართლეების არსებობა, რადგან აღნიშნული ინიციატივით, იმ „სააკაშვილის“ წარსულს დააბრუნებენ, როდესაც უფლებამოსილების ვადა დამოკლეს მახვილივით ეკიდა მოსამართლის თავზე:   „გარდა იმისა, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების მორატორიუმის ინიციატივა ანტიკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია, პარადოქსულიცაა შემდეგი თვალსაზრისით: ინიციატორები თავს იწონებენ პროგრესულობით, ,,სამართლიანობის აღდგენის“ განზრახვით, ჩვენ ხომ ,,სააკაშვილის დროინდელ გადმონაშთებს“, ,,ანასხლეტებს“ გვიწოდებენ, რომლებიც წარსულს უნდა ჩაბარდნენ! არადა, ამ ინიციატივით სწორედ წარსულს აბრუნებენ, იმ ,,სააკაშვილის“ წარსულს, როცა უფლებამოსილების ვადა დამოკლეს…

მეტი...

პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.ა., ქურდობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში მდებარე ორი მაღაზია, რესტორანი და ტურისტული ოფისი გაქურდა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მეტი...

მარიამ ჯაში: იტალია არის ის ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო პარტნიორთა სიაში მოვიაზრებთ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებას, რომელიც გაიხსნა სამეცნიერო სემინარით – „როგორ შეიძლება ძველი ქალაქი ჭკვიან ქალაქად იქცეს?“, განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში დაესწრო. სემინარი ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით კულტურული ტურიზმის განვითარებას, ძველი ისტორიული ქალაქების თანამედროვე ქალაქად წარმოჩენას ეხებოდა. ის სხვადასხვა დარგის ქართველ და იტალიელ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.  „მინდა, ხაზი გავუსვა იტალიასთან იმ უნიკალურ თანამშრომლობას, რომელიც ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით. დღევანდელი დღე არის ნაწილი იმ სემინარების სერიიდან, რომელიც ეძღვენება იტალიის კულტურული მემკვიდრეობის გამოცდილების გაზიარებას. თუკი რომელიმე…

მეტი...

“ვახუშტის ხიდზე” ხვალ მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

“ვახუშტის ხიდზე” მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ვახუშტის ხიდის” სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 10 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე და მის მიმდებარედ, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან “ვახუშტის ხიდის” გავლით სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, –…

მეტი...

“მოვუწოდებ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება იმ პირთა გამოსავლენად, რომლებიც აჭარის რეგიონში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურთა დავალებებს ასრულებენ”- ირმა ინაშვილი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში აჭარის საგანმანათლებლო სფეროში არსებულ პრობლემებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, აჭარაში, ულიცენზიო რელიგიური პანსიონატები და ე.წ. ყურანცენტრები მასობრივად იხსნება და უცხო ქვეყნებიდან შემოსული „შავი ფულით“ ფინანსდება, რასაც სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოები ვერ აკონტროლებენ, თუმცა ფაქტის შესახებ, მათთან არაერთხელ უსაუბრია: “ყველამ, პირველ რიგში, მთავრობამ, პარლამენტმაც, ქვეყნის სპეცსამსახურებმა გადასარევად და დეტალებში იციან, რომ აჭარაში ბოლო წლების მანძილზე, მასობრივად იხსნება ულიცენზიო რელიგიური პანსიონები და ე.წ. ყურანცენტრები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა განათლების სამინისტროს სპეციალური ნებართვის გარეშეა გახსნილი, ანუ არ ექვემდებარება საქართველოს სახელმწიფოს,…

მეტი...