რომი-ბათუმის სპეცრეისით ქვეყანაში 170 მოქალაქე დაბრუნდება

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსი“ (Myway Airlines) საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად მორიგ სპეციალურ ფრენას იტალიის მიმართულებით ასრულებს.

კომპანიის ინფორმაციით, სარეპატრიაციო რეისით, თბილისი-რომი-ბათუმი სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდება.

„თვითმფრინავი რომის მიმართულებით დღის 12:00 საათზე გაფრინდება. საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.

საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირების პროცესში „მაივეი ეარლაინსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ავიაკომპანიას შემდეგი ფრენა, 25 ივლისს ბერლინის მიმართულებით აქვს ჩანიშნული“,-აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები