„50 000 ბავშვი განათლების გარეშე დავტოვეთ… სისტემა ორიენტირებულია გამოცდის ჩაბარებაზე“ – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან იმ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა, რაც დღეს განათლების სისტემაში არსებობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სისტემა ორიენტირებულია მხოლოდ „კატის გამოცდების“ ჩაბარებაზე და შედეგად, 50 000-მდე ბავშვი განათლების გარეშე დარჩა. „არ შეიძლება, მე-11, მე-12 კლასში განათლების ძირითადი ინსტიტუტი იყოს რეპეტიტორები. სისტემის ალტერნატივად მე-11 და მე-12 კლასში გადაიქცა მომზადება „კატის“ გამოცდებისთვის და არა მომზადება იმ სასკოლო პროგრამებისთვის, რომელიც აუცილებელია. სისტემა გადართულია გამოცდების ჩაბარებისკენ და არანაირი მოტივაცია და ინტერესი არ არსებობს, რომ ბავშვი იყო ორიენტირებული სკოლაზე და სკოლაში შეფასების მიღებაზე. ბოლო წლებში, ჩვენ ხელი შევუწყვეთ ალტერნატივის…

მეტი...

ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო 63 დაზარალებულს ქონებას დაუბრუნებენ

ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის, 2009-2010 წლებში, ზუგდიდისა და ხობის რაიონების მცხოვრებლებს, უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება. 63 მოქალაქე დაზარალებულად გენერალურმა პროკურატურამ, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფაქტის გახსნის შედეგად ცნო.   ​საუბარია ანაკლიაში, დარჩელში, ცაისში, ცაცხვში, ორულუში, ერგეტაში, გურიფულსა და ხეთაში,  მდებარე, საერთო ფართობის 379 403 კვ/მ ტერიტორიაზე.   როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. ამ პროცესს და ინვესტორისთვის მიწის გადაცემას…

მეტი...

სტუდენტები ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ მიმართულებებზე და პირიქით, ვეღარ გადავლენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სტუდენტებს ახალი განათლების რეფორმის მიხედვით, აღარ შეეძლებათ გადასვლა ჰუმანიტარული მიმართულებებიდან ტექნიკურ პროფესიებზე და პირიქით. ​​როგორც მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ტექნიკურ მიმართულებებზე აუცილებელი იქნება მათემატიკის ჩაბარება, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე საქართველოს ისტორიის. „თუ ბავშვი აბარებს ტექნიკური მიმართულებით, მისთვის აუცილებელი უნდა იყოს, როგორც მათემატიკის ჩაბარება, ასევე, იმ საგნების, რასაც უნივერსიტეტი მოითხოვს. ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ აბიტურიენტმა ჩააბაროს ის ტექნიკური საგანი, რომელიც უნივერსიტეტს მიაჩნია საჭიროდ. ისევე როგორც, ჰუმანიტარული მიმართულებით, მნიშვნელოვანია ისტორიის ჩაბარება. უბრალოდ სირცხვილია სწავლობდე უნივერსიტეტში, იყო ქართველი და არ იცოდე საქართველოს…

მეტი...

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება – “სპორტსმენის წავლა ასე მარტივი არ არის”

“მედიაცენტრი მთავარის” ინფორმაციით მაქსიმუმ 1-2 დღეში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი შეიკრიბება, რომელიც მოჭიდავესა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე იმსჯელებს. ​როგორც “მთავარს” წყარომ აცნობა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე პრეზიდიუმის შეკრების შესახებ ხვალ განაცხადებს. პრეზიდიუმის შეკრების შესახებ ინფორმაცია “მედიაცენტრი მთავარს” პარლამენტის დეპუტატმა შოთა ხაბარელმაც დაუდასტურა. ​მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდიუმს გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს, პრეზიდენტი ცალმხრივ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. “პრეზიდიუმში უამრავი ადამიანია. ვერც პარლამენტი და ვერც სამინისტრო ვერ მიუთითებს ფედერაციას რა უნდა გააკეთოს. გადაწყვეტილება პრეზიდიუმმა უნდა მიიღოს. გარანტია უნდა ჰქონდეს სპორტსმენს, რომ მას ვარჯიშისთვის ყველა პირობა ექნება. სპორტსმენების ქვეყნიდან წასვლა ყველზე…

მეტი...

“საპენსიო რეფორმას თუ არ დაუჭირეს მხარი, შესაძლოა უმრავლესობა დავტოვო” – ბექა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ “ქართული ოცნების” გუნდი საპენსიო რეფორმას მხარს არ დაუჭერს, ის უმრავლესობას დატოვებს. ​​როგორც ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლეების დანიშვნის საკითხი და საპენსიო რეფორმა ორი მთავარი საკითხია, რომელიც თავისი მნიშვნელობით ერთმანეთს არ ჩამოუვარდება.   “ორი საკითხი დგას დღის წესრიგში, რომელიც ჩემთვის არის წყალგამყოფი, ეს არის მოსამართლეების დანიშვნა, რომელიც განიხილება ცოტა უფრო გვიან და საპენსიო რეფორმა. საპენსიო რეფორმის საკითხი არის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი და თავისი მნიშვნელობით არანაკლებ მნიშნველოვანია ვიდრე სხვა საკითხები. ამიტომ მხარდაჭერა თუ არ მექნება, ესე იგი, ღირებულებების…

მეტი...

საქართველოს პირველად სკოლამდელი განათლების სასწავლო პროგრამა ექნება – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, საქართველოს პირველად სკოლამდელი განათლების სასწავლო პროგრამა ექნება, ამ მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, იგეგმება მასწავლებლების გადამზადება.  ​​როგორც მინისტრმა საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სკოლამდელი განათლების სისტემა მორგებული იქნება მომავალ სასკოლო განათლებაზე. რეფორმა ეფუძნება წარმატებული ქვეყნების მაგალითს და საერთაშორისო გამოცდილებას.  “საჭიროა ძლიერი სკოლამდელი განათლება. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა. ქართულ განათლებაში ეს სიახლეა, რადგან სისტემის ერთიანი ხედვა აქამდე არ ყოფილა შემუშავებული. მუშაობა მიდის სასწავლო პროგრამაზე, თუ რა კომპონენტებს უნდა მოიცავდეს იგი. გაზაფხულის ბოლოს წარმოვადგენთ ერთიან ნამუშევარს, 3 თვის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობდით ამ რეფორმაზე.…

მეტი...

თბილისის ბავშვთა ქალაქ “მზიურში” თოჯინების მუზეუმი აღარ აშენდება

თბილისში, ბავშთა ქალაქ “მზიურის” ტერიტორიაზე თოჯინების მუზეუმისთვის შენობა აღარ აშენდება, თუმცა პროექტი სხვა ადგილზე განხორციელდება.  ​​როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განმარტა, “მზიურის” ტერიტორიაზე მუზეუმის აშენება კანონს ეწინააღმდეგება და აქ არაფერი აშენდება. უახლოეს დღეებში დაიწყება ბავშვთა ქალაქის რეაბილიტაცია, რასაც თბილისის მერია ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განახორციელებს. კალაძის თქმით, პროექტი საკმაოდ საინტერესოა და ის მოსახლეობას რამდენიმე თვის წინ წარუდგინეს. ​როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, “მზიურის” ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სპორტული, კულტურული სივრცეები მოეწყობა და თბილისს მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის…

მეტი...

მსოფლიო ავიაგიგანტ Boeing -ს საქართველო თვითმფრინავის კომპოზიტური ნაწილებით მოამარაგებს 

საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფილიო ავიაგიგანტ Boeing -სთვის დამზადდა. „საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია „Elbit Cyclone“-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ ( ATC ) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი გააფორმა. როგორც საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორი და პროექტის მენეჯერი ნინო ჩოლოყაშვილი აცხადებს, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისთვის საუკეთესო მაგალითია. საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია „ელბიტ საიკლონის“ სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ…

მეტი...

“წასვლა მარტივია, რთულია დარჩენა და საქმის გაკეთება” – თამარ ჩუგოშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასვლას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ სასამართლო რეფორმა და მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ყველაზე პრინციპული საკითხია, რასაც გუნდიდან წასვლა კი არა, დაჯდომა და მუშაობა სჭირდება. როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მას სასამართლო რეფორმაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მისთვის ამ სფეროში, ბევრი რამ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამიტომ, შესაძლებელია, წითელი ხაზები სწორედ ამ თემასთან იყოს დაკავშირებული.  “გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მაქვს სრული მოლოდინი, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესი სწორი მიმართულებით წავა. მაქვს მოლოდინი, რომ კანონი, რომელიც გაიწერება და პროცედურები, რომელიც შეიქმნება პარლამენტის მიერ, იქნება ღია…

მეტი...

“სისტემა რომ არ ჩაიკეტოს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 6 წლით უნდა შეჩერდეს”- ეკა ბესელია

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია მოითხოვს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 6 წლით შეჩერდეს, სანამ არ განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და სასამართლო სისტემაში ახალი მოსამართლეები არ მოვლენ. როგორც ეკა ბესელიამ დღეს, ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ სისტემა არ ჩაიკეტოს და ცნობილ, 10-კაციან სიაში დასახელებული მოსამართლეები უვადოდ არ გამწესდნენ თანამდებობებზე. ​ბესელიას თქმით, ამ ინიციატივას პარლამენტის რამდენიმე დეპუტატი აწერს ხელს და იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს სრული უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.  “ამ ჩანაწერით 2024 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2025 წლამდე არის შესაძლებელი, რომ იუსტიციის საბჭომ პირველადი…

მეტი...

სასულიერო პირის სტატუსს ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი მიიღებს

იურისტის და უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, შეიქმნა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სასულიერო პირის სტატუსს მიანიჭებს. ამ სტატუსის მატარებელს კი პატიმრების მონახულება თავისუფლად შეეძლებათ. ​როგორც ალექსანდრე კობაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასულიერო პირის სტატუსის მინიჭება გასაუბრების და სიმბოლური ჰონორარის გადახდის შემდეგ იქნება შესაძლებელი. სასულიერო პირს შეგეძლება მოინახულოს სასურველი პატიმარი. “რელიგიური ორგანიზაციის მიზანია, პატიმრებს შეეძლოთ რესოციალიზაცია და საზოგადოებაში ჩართულობა. ქვეყანაში დღეს არსებული ბიუროკრატია საშუალებას არ აძლევს პატიმრებს, ჰქონდეთ კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, ამიტომ ჩვენ, უფლებადამცველებმა მოვიფიქრეთ ასეთი გამოსავალი, რომ რელიგიური ორგანიზაციის მეშვეობით, ნებისმიერ პირს, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია…

მეტი...

“ჰესები უკვე საზიანო გახდა!” – მთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ დღეს, მაღალმთიანი თემის მოსახლეობა თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე სასტუმრო “იოტასთან” საპროტესტო აქციას მართავს.  აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან ჰესების მშენებლობას და “ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს” (IBRD) მოუწოდებენ არ დააფინანსონ აღნიშნული პროექტი. ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვენ გაითვალისწინონ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც იძულებულნი ხდებიან, სტიქიით მიყენებული ზიანის გამო დატოვონ თავიანთი საცხოვრებელი. “ჰესები უკვე გახდა საზიანო. მაგალითად მოვიყვან შარშან, ჭუბერის სტიქიას, როცა მდინარე ხოკრილა ადიდდა. ეს მდინარე ნენსკრას პატარა შენაკადია და რომელიც იმდენი ჩიჩქნეს, გათხარეს… დამცავი ზოლი, რომელიც აკავებდა მას ტყის მასივის სახით, ის ტყე აღარ არსებობდა და წამოიღო და წალეკა ყველაფერი. რამდენი…

მეტი...

თბილისის ჯაზ-ფესტივალს გიტარისტი პეტ მეთინი ეწვევა

თბილისის 22-ე ჯაზ -ფესტივალს 20 გრემის მფლობელი, ლეგენდარული ამერიკელი ჯაზ გიტარისტი პეტ მეთინი ეწვევა, რომელიც ღია ცის ქვეშ მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარდგება. ფესტივალში, მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები, რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით. როგორც სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, თბილისის 22-ე ჯაზ ფესტივალი 28 თებერვალს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ახალი პროექტით Tbilisi Big Band & New Jazz Generation გაიხსნება. “ეს იქნება კონცერტი, სადაც ძველი თაობა შეხვდება ახალს და სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მსმენელს ჯაზურ კომპოზიციებს შესთავაზებენ”, – აცხადებენ…

მეტი...

გურანდა გაბუნიას დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დღეს დაკრძალავენ

სახალხო არტისტს, თეატრისა და კინოს მსახიობ გურანდა გაბუნიას დღეს, დიდუბის პანთეონში მეუღლის, ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში 13:00 საათიდან დაიწყება. გურანდა გაბუნია ავადმყოფობის შედეგად 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების განმავლობაში მას არაერთ ცნობილ ფილმში მთავარი გმირის როლი აქვს შესრულებული. სახალხო არტისტი მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი იყო. ის არის ღირსების ორდენის მფლობელი. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. სახალხო არტისტი.

მეტი...

თეირანში, ქრისტიანულ სასაფლაოზე არსებულ ეკლესიას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

ირანის დედაქალაქ თეირანში, ქართველი საზოგადო მოღვაწისა და ბიზნესმენის, აკაკი ხოშტარიას მიერ XX საუკუნეში აგებული, მცირე ზომის ეკლესიის რეაბილიტაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ირანულ მხარესთან პარტნიორობით განახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და მას საქართველოს მხარე დააფინანსებს.   კონსტრუქციული მდგრადობის მხრივ ამჟამად რთულ მდგომარეობაში მარმარილოს ქვის არქიტექტურული ნაგებობა და გადაუდებელ სარესტავრაციო ჩარევას საჭიროებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სააგენტოში განუცხადეს, არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ სრულად აიზომა საკულტო ნაგებობა, რომელიც ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მათივე განმარტებით, ანაზომებისა და ფოტო მასალის მიხედვით სააგენტო მიმდინარე წელსვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. სარეაბილიტაციო…

მეტი...