დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა თბილისში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.ვ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 თებერვალს თბილისში, ს. ჩიქოვანის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დედას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იმავე დღეს სამართალდამცველებმა დაზარალებული თავშესაფარში გადაიყვანეს. პოლიციამ დ.ვ., ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩადენიდან ორ დღეში დააკავა. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებამდე დ.ვ.-მ…

მეტი...

შსს არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ სასჯელს ამკაცრებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის წინააღმდეგ, საჯელს ამკაცრებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, არასრულწლოვან მსხვერპლთა ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია: “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობის (მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის) წინააღმდეგ ბრძოლა და ასეთი კატეგორიის დანაშაულების არასრულწლოვანი მსხვერპლების ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2018 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სექსუალური…

მეტი...

ნინო ლომჯარია 13 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რადგან მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ამ პრობლემებს უკავშირდება. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, განხორციელდა დაწესებულებაში ვიზიტი დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად. “შესწავლის პირველადი შედეგებით იკვეთება, რომ დაწესებულება გადატვირთულია. კერძოდ, ბრალდებულის მიერ ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მიმართვის დღეს მამაკაცთა განყოფილება სრულად შევსებული იყო; თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას დაწესებულების ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული დაბრკოლებას არ შექმნიდა პაციენტის კონსულტირებისა და სხვა…

მეტი...

ახალ ქართულ საწარმოში 80 ადამიანი დასაქმდა

სამგორის რაიონის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა, აეროპორტის დასახლება N38ა-ში, პროექტ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში გახსნილი სამკერვალო საწარმო – „სუპერ ატლასი“ დაათვალიერა. საწარმო 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა და ტანსაცმელს აწარმოებს. კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად დასაქმებულთა რაოდენობა 80 ადამიანს შეადგენს. საწარმოში იკერება ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა სახეობის ტანსაცმელი: ქურთუკები, პიჯაკები, შარვლები, “შორტები”, მაისურები, პერანგები და სპეციალური უნი-ფორმები. როგორც შოთა ხაბარელმა აღნიშნა, მსგავსი პროექტები, როგორც მისი მუნიციპალიტეტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიაში ადგილობრივები დასაქმდნენ.

მეტი...

ვატო შაქარიშვილი დიმიტრი გვრიტიშვილს: როდის დაასრულებთ საზოგადოების შეურაცხყოფას?!

“დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთე, რომელიც მოსამართლის უვადოდ გამწესებას ახლავს და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს გულისხმობს, ამ ადამიანთა დიდი ნაწილის მხრიდან, უფრო მათი ხელშეუხებლობის და თავხედობის გარანტიად აღიქმება და საბოლოოდ ბოროტებად გადაიქცევა,”- ასე აფასებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ვატო შაქარიშვილი და შესაბამის სტატუსს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესში, თავისთავად, მიუღებელი არაფერია, თუმცა შექმნილი ვითარების გამო, მათი უვადოდ დანიშვნის გადავადებას ემხრობა: “იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი! განაჩენში, რომელიც აპელაციას აღარ ექვემდებარება,…

მეტი...

ცენტრმა „აფხაზეთი“ ვარლამ ლიპარტელიანს პრიზი გადასცა

პარიზის „გრანდ-სლემის“ ოქროს პრიზიორი 100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი, საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთი“, სპეციალური პრიზით „Fair Play Trophy” დააჯილდოვა. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ონისე წურწუმიამ საპატიო პრიზი ქართველ სპორტსმენს პარიზში, გამარჯვების შემდეგ გადასცა. „ჩვენი ორგანიზაცია ქართველი ძიუდოისტების და ზოგადად, ძიუდოს დიდი გულშემატკივარია. მე ხშირად დავყვები ჩვენს ბიჭებს ტურნირებზე, როგორც აქტიური გულშემატკივრი. პარიზის „გრანდ-სლემისთვის“ დიდი ხნით ადრე მოვემზადე, ასეთ მნიშვნელოვან ტურნირს ვერ გამოვაკლდებოდი“, – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას ცენტრ „აფხაზეთის“ თანამშრომელმა ონისე წურწუმიამ. „Fair Play Trophy” სპორტულ სამყაროში საკმაოდ საპატიო ჯილდო გახლავთ. პრიზი იმ სპორტსმენებს გადაეცემათ, რომლებიც თამაშის დროს სპორტული წესებისა და…

მეტი...

შინდისში, თანამედროვე სტანდარტების სპორტული სივრცე მოეწყო

თბილისის მთაწმინდის გამგეობამ შინდისში, კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაასრულა. სპორტული სივრცე განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ. აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდა, რაზეც ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, ასევე, განათების ქსელი დამონტაჟდა. პროექტის ფარგლებში, მოედნის ირგვლივ არსებულ ფერდობთან გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა და გაბიონი მოეწყო, მიმდებარე სივრცე კი მოასფალტდა, სადაც ავტომობილების პარკირებაა შესაძლებელი. სპორტული სივრცის მოწყობისთვის განხორციელებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო. „ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსახლეობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. ახალგაზრდები ენთუზიაზმით ხვდებიან…

მეტი...

ვახუშტის ხიდი ერთი საათით ჩაიკეტება

ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, თბილისში, 13 თებერვალს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

მეტი...

ახალ ლურჯი ავტობუსების შემდეგ, თბილისის ქუჩებში MAN -ის მწვანე ავტობუსები გამოჩნდება

თბილისის ქუჩებში მალე კომპანია MAN -ის მიერ აწყობილი ახალი, მწვანე ავტობუსები გამოჩნდება.  ათი მეტრის სიგრძის, ევრო-6-ის ტიპის, დიზელზე მომუშავე ავტობუსები ქალაქში ხვალიდან, ეტაპობრივად შემოვლენ. ავტობუსში არის 27 სკამი, განთავსებულია ვიდეოკამერები, ადაპტირებულია შშმ პირებზე. აღჭურვილია მგზავრთა უსაფრთხოების სისტემით – გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა, ასევე, დაცულია მოცურებისგან; ავტობუსის სალონში ინტეგრირებულია გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა. გარდა ამისა, აღჭურვილია USB-დამტენების რვა წერტილით, რომელიც დამონტაჟებულია მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილზე. აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემითა და გაჩერების გამოცხადების ტექნიკური საშუალება აქვს. თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთის რესპუბლიკაში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, სადაც ავტობუსების აწყობის პროცესი…

მეტი...

„2012 წლამდე ქვეყანას უფრო მეტი ადამიანი ტოვებდა, ვიდრე ბოლო 6 წლის განმავლობაში“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მიგრაციის შესახებ საქართველოს ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რის მიხედვითაც საქართველოში 2012 წლის შემდეგ მკვეთრად არის შემცირებული უარყოფითი მიგრაციული სალდო. დეპუტატმა ამ მონაცემებით პასუხი გასცა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას ბელგიაში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი გაზრდილ მიგრაციაზე საუბრობდა: „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჯერ კიდევ უარყოფითია მიგრაციული სალდო, ანუ ქვეყნიდან უფრო მეტი გადის, ვიდრე შემოდის. მაგრამ ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ ეს მაჩვენებლები მკვეთრად არის შემცირებული. როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა, არის აბსოლუტური ტყუილი. ამას ამტკიცებს მის პერიოდში გამოქვეყნებული სტატისტიკური…

მეტი...

“მცხეთა კომერციულ სტრუქტურას უნდა ემართა” – ნაღმები, რომლებიც 2003 წელს ჩაიდო

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, ორგანიზაცია “მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის” დირექტორი რევაზ მამულაშვილი, ქალაქ მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ჩადებული ნაღმების შედეგს მცხეთელები დღეს იმკიან.   როგორც რევაზ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, მცხეთის მოსახლეობას ლანდშაფტიზსა და არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწები მიყიდეს და მხოლოდ წლების შემდეგ გაიგო მოსახლეობამ, რომ მათ მიერ შესყიდულ მიწებზე მშენებლობის განხორციელების უფლება არ აქვთ. “ეს პრობლემა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდიდან იღებს სათავეს. ზურაბ ადეიშვილი პირადად აკონტროლებდა მცხეთაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს, უშუალოდ ხელმძღვანელობდა…

მეტი...

მორატორიუმი მოიხსნას და ქალაქი ისე განვითარდეს, რომ მცხეთის იერსახე არ დაზიანდეს – მოსახლეობა

მცხეთის მოსახლეობა 2015 წლიდან გამოცხადებული მორატორიუმის დასრულებასა და ქალაქის განაშენიანებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, სწორედ მათ ინტერესებში შედის, რომ მცხეთის განვითარებისა და განაშენიანების გეგმა ქალაქის ინტერესებს ერგებოდეს და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალაქის ინტერესები არ დაზარალდეს. „მცხეთის განვითარებისა და განაშენიანების გეგმა უნდა ითვალისწინებდეს და ერგებოდეს ქალაქის ინტერესებს. ქალაქი ისე უნდა განვითარდეს, რომ მისი ისტორიული სტატუსი არ დაიკარგოს. მოსახლეობის ინტერესია, რომ ქალაქის იერსახე არ დაზიანდეს, სხვადასხვა ინტერესებმა ერთმანეთს არ გადასძლიოს და გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალაქი არ დაზიანდეს. ისტორიული შეცდომა არ უნდა დაუშვან. მცხეთა ისე არ უნდა განაშენიანდეს, რომ ის ტურისტებისთვის მიუღებელი იყოს“ – აღნიშნული განცხადება…

მეტი...

მცხეთაში მორატორიუმი 2019 წლის ბოლომდე, გენგეგმის შემუშავებამდე გაგრძელდება

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO -ს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი ქალაქ მცხეთაში მანამდე გაგრძელდება, სანამ ქალაქს არ ექნება მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმა. შპს “სალი -2011”-ის მიერ, წლების წინ შემუშავებული დოკუმენტი მცხეთის საკრებულომ დაიწუნა და თაროზე შემოდო. შესაბამისად ქალაქში მორატორიუმი დღემდე გრძელდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. როგორც მცხეთის საკრებულოს ყოფილმა წევრმა, რევაზ მამულაშვილმა, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შპს “სალი -2011”-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იუნესკოშიც დაიწუნეს, დოკუმენტი არადამაკმაყოფილებლად და არაკვალიფიციურად შეაფასეს, რომელიც არ პასუხობს მთავარ კითხვას, – რა სჭირდება ქალაქს?  “იუნესკო ამბობს, სანამ არ გექნებათ გენერალური გეგმა, რეკომენდებულია მორატორიუმი…

მეტი...

მორატორიუმი და დაპაუზებული მცხეთა – ადგილობრივების პროტესტი და განიავებული ათასები

მორატორიუმი, დაპაუზებული მცხეთა და უფლებაშელახული მოსახლეობა, რომელიც წლებია, მცხეთისთვის მორატორიუმის მოხსნას ითხოვს, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ დადგა – ეს ის თემაა, რომელზეც მოსახლეობამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტა ითხოვა. პრობლემა 2015 წლიდან, კერძოდ, მცხეთაში მორატორიუმის გამოცხადებიდან დაიწყო, რომელსაც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტი უნდა მიჰყოლოდა, თუმცა, დაიხარჯა ათასები და 2019 წლისთვის არც გენერალური გეგმის დოკუმენტი არსებობს და არც მორატორიუმის მოხსნას უჩანს პირი. „პრობლემა ეხება კერძო მესაკუთრეთა ინტერესების უხეშ დარღვევას. 2011 წლის ოქტომბერში გამოცხადდა აუქციონი სასახლკარე ნაკვეთებთან დაკავშირებით. მოსახლეობამ აუქციონში მონაწილეობა მიიღო, მათ შორის მეც და შევიძინეთ 600…

მეტი...

საჯარო დაწესებულებებში მზის ენერგიას გამოიყენებენ და შემინულ ფასადებს ჩაანაცვლებენ

საჯარო შენობების ენერგო-ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში საჯარო დაწესებულებების გასათბობად განახლებად და ალტერნატიულ ენერგიას გამოიყენებენ. პროექტი ითვალისწინებს მზის კოლექტორისა და მზის PV სისტემების ინსტალაციას, LED ნათურების გამოყენებას შიდა განათებისთვის, სახურავებისა და კედლების თბოიზოლაციას, ფანჯრებისა და შემინული ფასადების ჩანაცვლებას და სხვა. პროექტი, რომლის საერთო სავარაუდო ბიუჯეტი არის 4.7 მილიონი ევრო, მიზნად ისახავს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას ქვეყნის 25 საჯარო შენობაში. აღნიშნული შენობების საერთო ფართობია 70 000 მ 2 და მდებარეობს შემდეგ ქალაქებში: თბილისი – 6 შენობა; რუსთავი – 2 შენობა; მცხეთა, არშა – 1 შენობა, მცხეთა, გორისციხე –…

მეტი...