ბავშვის უფლებათა დაცვის კოდექსი ხვალ განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა

სოფო კილაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი ხვალ განსახილველად საპარლამენტო კომიტეტებს გადაეცემა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული კოდექსი წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას, კონკრეტული მექანიზმების საფუძველზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა. „პრევენცია არის კოდექსის მთავარი ქვაკუთხედი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეამცირებს სიღარიბეს, კრიმინალს, ძალადობას, ნარკო/ალკო/თამაშდამოკიდებულებას.”- აღნიშნავს სოფო კილაძე. მისივე თქმით, კოდექსი მოიცავს ძირითად სიახლეებს, რომელთა შედეგადაც: ძლიერდება ოჯახი და იქმნება ოჯახის მატერიალური და არამატერიალური მხარდამჭერი  პროგრამები, ბავშვი არ განცალკევდება ოჯახიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელს არ აქვს სათანადო საცხოვრებელი პირობები ან ფინანსური სახსრები;…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი დარწმუნდა, რომ ქართველია

“ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისივე თქმით, ტესტის შედეგებით დამტკიცდა, რომ მისი არცერთი წინაპარი ათასობით წლის განმავლობაში, სხვა ეროვნებასთან არ აღრეულა და ეს ტრადიცია მხოლოდ თვითონ დაარღვია ევროპელზე ქორწინებით. “წვეთი  სისხლი არაა ჩემში არაქართული” – ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი. ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ…

მეტი...

ილია მეორე: ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ

“მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ამ კვირას ეწოდება მეზვერე და ფარისევლის კვირა. მაცხოვარი მოციქულებს და იქ დამსწრეთ ეუბნება – რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, რომელმაც დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს. ღმერთმა მოგვცეს თავმდაბლობა, რომ სულიერად ავმაღლდეთ”- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ იქადაგა. “ტაძარში შევიდა ორი ადამიანი – მეზვერე და ფარისეველი. მეზვერე ის ადამიანია, რომელიც სძულდა ხალხს, რომელიც გადასახადს ართმევდა და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტსაც ართმევდა, ვიდრე კანონი ეუბნებოდა. და მეორე ფარისეველი, რომელიც ასრულებდა კანონებს…

მეტი...

გიორგი მამალაძის ძმა პატრიარქს მოუწოდებს, პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით მიმართოს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე ამ წუთებში, საპატრიარქოსთან აქციას მართავს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოუწოდებს, ქვეყნის პრეზიდენტს მამა გიორგის შეწყალების თხოვნით მიმართოს. „ჩემი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მოვუწოდებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თაობაზე მიმართოს. განმეორების შემთხვევაში, შესაძლოა, სავალალო მდგომარეობა მივიღოთ. ჩემი ძმა არის სასულიერო პირი და არის მისი უწმინდესობის მღვდელი და სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ პატრიარქს, რომ შეასრულოს “მწყემსი კეთილობა”. იმედი მაქვს უფლის და იმედი მაქვს, რომ ღმერთი გაუნათებთ გონებას და გადადგამენ იმ ნაბიჯს, რისთვისაც არიან მოვლენილი ამ ქვეყანაზე“,- აცხადებს თორნიკე მამალაძე. მისი თქმით, დეკანოზის…

მეტი...

შსს-მ თბილისში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტებზე, 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული ლ.ც. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში მდებარე მარკეტი დანის მუქარით დააყაჩაღა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ლ.ც. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ მარკეტიდან გატაცებული ფული – 500 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ი.ს. და 1992 წელს დაბადებული…

მეტი...

გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ეზიარა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ეზიარა. როგორც ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის წინამძღვარმა მამა ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩამოსვლას მოგვიანებით აპირებდა, მაგრამ მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მისი ზიარება დააჩქარა. “მამა გიორგი ამჟამად მოთავსებულია საავადმყოფოში და ამან დააჩქარა მისი ზიარების საკითხი. ორშაბათისთვის უნდა ჩამოვსულიყავი და უნდა მეზიარებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ ავად გახდა, ვამჯობინე დამეჩქარებინა, დღეს ჩამოვსულიყავი და მეზიარებინა. ღვთის წყალობით, ეზიარა მამაო. იმედია, მალე განიკურნება. როგორც ვიცით, მამაოს ინსულტი ჰქონდა და მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული. იმედია, ღვთის წყალობით, კარგად გახდება. ნანობს თუ არა, ეს უკვე აღსარების საკითხია.…

მეტი...

დაავადებულ და ხმობად ფიჭვებს, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორაზეც მოჭრიან

თბილისის მერიის შპს “ეკოსერვის ჯგუფი”, დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. სამუშაოები უკვე, კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზეც დაიწყო. გამხმარი და დაავადებული ხეები დღეს, ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მოჭრეს. დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, კომპანია BD Property, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოჭრილ ფიჭვებს მოგვიანებით, ახალი ნარგავებით ჩაანაცვლებს. ასათიანის ქუჩაზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, შპს “ეკოსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ვახტანგ ნოზაძე და კომპანია BD Property-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. „კომპანიამ აიღო ვალდებულება, მოჭრას დაავადებული ფიჭვები კერძო ტერიტორიაზე და თავისივე ფინანსური რესურსით ჩაანაცვლოს ისინი ახალი ხე-მცენარეებით.…

მეტი...