ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მოკლული მამაკაცი, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ზვიად ჯაფარიძეა.  1969 წელს დაბადებული მამაკაცი სახის არეში მიყენებული ჭრილობით არის გარდაცვლილი. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გაგა კირკიტაძე აცხადებს, საქმეზე ძიება ორი მუხლით, განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. “ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების შემოსვლისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებული იქნა შესაბამისი სამსახურები, შსს ყველა დანაყოფი, 1969 წელს დაბადებულ კაცს სახის არეში აქვს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა. გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები”, – განაცხადა კირკიტაძემ.

მეტი...

საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართველ ემიგრანტებს – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთი ყოველთვის იყო ის ქვეყანა, რომელიც ბოლომდე იცავდა ქართულ ემიგრაციას და ემიგრანტებს ყველა საშუალებას აძლევდა, თავი ისე ეგრძნოთ, როგორც საკუთარ ქვეყანაში.  როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ის თავად არის ამის მაგალითი. “მე შევძელი დიპლომატიური კარიერა ბოლომდე მიმეყვანა, ელჩის სტატუსამდე ისე, რომ არავის არასდროს ჰქონია რაიმე პრეტენზია, რომ მე ვიყავი ფრანგიც და ქართველიც”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მისივე თქმით, საფრანგეთი სუვერენობის სიმბოლოა, რადგან ის იყო ქვეყანა, რომელმაც 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დროს გამოიჩინა სოლიდარობა, მხარი დაუჭირა საქართველოს და ჩაერთო კონფლიქტის…

მეტი...

რეზო ესაძის სახელობის ვარსკვლავის გახსნა ხელოვანის 85 წლის იუბილეს მიეძღვნება

21 თებერვალს 18:30-ზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება. 20:30-ზე კი, კინოთეატრ რუსთაველის წინ, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება. რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია. გადაღებული აქვს 11 ფილმი: ,,ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; “ნეილონის ნაძვის ხე” (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე;…

მეტი...

ქართველი ემიგრანტი ემზარ კვიციანს: რატომ დაგვცინით, ბატონო, ემიგრანტებს?

„ბოლო დროს, საქართველოში, ძალიან მოდური გავხდით ემიგრანტები. ყველა კონტექსტში მოსაშველიებელი და საინტერესო. ვიღაც ამისთვის იყენებს ჩვენს სახელს და ვიღაც იმისთვის, რომ სახლის გზა აბნეულებს ახლა თავგზაც აგვიბნიოს და ერთ-ორს გამოსდის კიდეც”, – ამ სიტყვებით საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დიანა ჭანკოტაძე, სოციალურ ქსელში, ემზარ კვიციანის ბოლოდროინდელ წამოწყებას ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს. მისი თქმით, უამრავი ქართველი ქალი დაბერდა ნაადრევად შვილების მონატრებასა და დღე და ღამ ტირილში, ნერვიულობენ, თუმცა, ახლობლებს ვერ უმხელენ, რომ უმათოდ კვდებიან: „გუშინ, ერთი ხაშურელი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა ემიგრაციაში. გული გაუჩერდაო… ორი პატარა შვილი დატოვა ისე, რომ ვერც კი გამოეთხოვა…

მეტი...

თბილისში, 40-წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს

ცოტა ხნის წინ, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. თვითმხილვალთა თქმით, მიმავალი ავტომობილი მოულოდნელად გაჩერდა, ქუჩაში მდგომ 40-წლამდე მამაკაცს 7-ჯერ ესროლა და გაიქცა. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიციის ათობით ეკიპაჟია მობილიზებული.

მეტი...

ირაკლი მეზურნიშვილი: უმუშევრობის დონემ საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

“საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას. 2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, – ამის შესახებ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ, პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგიანობაზე მეტყველებს. “წინა წელთან შედარებით უმუშევრობის აბსოლუტური მაჩვენებელი 276 ათასიდან 245 ათასამდეა შემცირებული. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ კი პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას და 50.8 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 42.5 პროცენტს შეადგენდა, 10 წლის წინ კი მხოლოდ და მხოლოდ 39 პროცენტს უდრიდა. აღნიშნული შედეგები ბოლო დროინდელი რეფორმების…

მეტი...

პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2019 წლის სამოქმედი გეგმა დაამტკიცა

დღეს პარლამენტმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზეა გამახვილებული. “კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა პირველად იქნა შემუშავებული და რაც მთავარია,  ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის აქტივობა ამ გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. წელს ვგეგმავთ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერებაზე, რაც გულისხმობს რეგულარული მოსმენების ჩატარებას საგარეო პოლიტიკის თემატურ მიმართულებებზე, რაზეც საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესი იკვეთება”, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ. მისივე თქმით, კომიტეტის მუშაობის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება ეროვნულ უსაფრთხოების საბჭოსთან…

მეტი...

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი საფრთხეს უქმნის ევროპის სტაბილურობას – სალომე ზურაბიშვილი 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს შეუქცევადი პროგრესის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგაც, ქვეყანა კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშაა. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი სერიოზულ საფრთხეს უქმნის, როგორც ევროპის სტაბილურობას, ასევე ჩვენი ქვეყნის და რეგიონის შემდგომ განვითარებას. პრეზიდენტმა მადლიერება გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერისთვის. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან პირისპირ და დელეგაციების თანხლებით, გაფართოებული შეხვედრა გამართა. განსახილველ საკითხებს შორის საქრთველოს-საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანა და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატში – საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მიმართ საფრანგეთის მხარდაჭერის გაძლიერებაა.  სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,…

მეტი...

“პირფერობა არ მჩვევია, ნებისმიერი ხელისუფლების დროს ვამბობ, რაც კარგია”- ბესიკ ადამია

​ქალაქ ქუთაისში, “მშვიდობის მოედანზე”, ახალდადგმული “მშვიდობის მონუმენტის” გარშემო ტერიტორია ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დავალებით გამწვანდა. როგორც მონუმენტის იდეის ავტორმა, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტმა, ბესიკ ადამიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, კარგი იქნება თუ მონუმენტის გარშემო სანიაღვრე სისტემაც მოწესრიგდება. “დღეს მოვიდნენ გამწვანების სამსახურიდან და “მშვიდობის ბურთის” მონუმენტის გარშემო შეივსო ბუჩქებით, ხოლო სამკუთხა კუნძულზე დაირგვება ლამაზი ყვავილები, ღამის განათებით ეს მონუმენტი ძალიან ლამაზია, ვინც ამას ნახულობს, ამბობენ, – სილამაზით ვტკბებითო. პატარა ბავშვივით მიხარია, როდესაც ხალხის გულის გასახარად რაიმე კეთდება,”- განაცხადა ბესიკ ადამიამ. მონუმენტის ავტორმა მადლობა გადაუხადა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს და…

მეტი...

“თიბისის” სკანდალსა და ანაკლიის პორტის დაფინანსებას შორის კავშირი არ არის – მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი კონკრეტული პიროვნებების პროექტი არ არის, მასში მთელი კონსორციუმია ჩართული. პროექტს მხარს უჭერს ქვეყნის მთავრობა, რაც დიდი მოცულობის დაფინანსებაში გამოიხატება, იქნება ეს მიწების გამოსყიდვა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თუ პირდაპირი ინვესტიცია პროექტის კაპიტალში, რაც 100 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს. მინისტრის თქმით, არავის უნდა გაუჩნდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ პროექტის განხორციელებით მთავრობა არ არის დაინტერესებული. გარკვეული გავლენა “თიბისი ბანკსაც” აქვს, თუმცა „თიბისის“ ირგვლივ შექმნილი ვითარება და ანაკლიის პორტის დაფინანსება არანაირ კავშირში არ არის ერთმანეთთან. “რა თქმა უნდა, არასწორი და გასაკვირი იქნება იმის თქმა, რომ „თიბისის“…

მეტი...

აფრიკის დასახლებაში “იების” ქუჩა სურთ

თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა და დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აფრიკის დასახლებაში, გურჯიევის ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული უსახელო ქუჩა დაათვალიერეს და დამისამართებასთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს. ადგილობრივების თხოვნაა ქუჩას „იები“ ეწოდოს. მათი თქმით, იქაურობას, ზამთრის ცივ დღეებშიც კი, ბუნებრივად მოსული უნაზესი და ულამაზესი იები ამშვენებენ. მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნება სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაზე. გასათვალისწინებელია შენობებისა და მიწის საკუთრების საკითხები.

მეტი...

ძლიერი ქარი დღის ბოლომდე გაგრძელდება – 87 მოგლეჯილი ხე და 32 დამტვრეული ავტომობილი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ძლიერი ქარი დღის ბოლომდე შენარჩუნდება, ხვალიდან კი გამოიდარებს. დღის 15 საათიდან ქარი შესაძლოა გაძლიერდეს. “დედაქალაქში ჯერ ნარჩუნდება ძლიერი ქარი. დღის 15-16 საათიდან ქარმა შესაძლოა კიდევ მოიმატოს. კლება ძლიერი ქარის დაიწყება დახლოებით საღამოს 19 -საათიდან და ღამით უკვე უნდა ჩადგეს დედაქალაქში და მთლიანად საქართველოში.” – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ძლიერი ქარის გამო, 16 თებერვლიდან 19 თებერვლის 12:00 საათამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 261 შეტყობინება შევიდა. მათ შორის ყველაზე მეტი, 200 შეტყობინება თბილისიდან იყო. “ქარმა ქვეყნის…

მეტი...

“დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი” დაფუძნდა

სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში, პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტის ფარგლებში დღეს, „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ დაფუძნების დეკლარაციას მოეწერა ხელი. დიალოგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: პოლიტიკა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; განათლება, მეცნიერება და კულტურა. ქართულ-ფრანგული დიალოგი, 1942 წელს ელ-ალამეინში დაღუპული ფრანგული საგარეო ლეგიონის ქართველი ოფიცრის დიმიტრი ამილახვრის სახელს ატარებს. ინიციატივას საფუძველი ჯერ კიდევ, 2018 წლის მაისში, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩაეყარა. ორი ქვეყნის საგარეო უწყებები ერთი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდნენ ამ მიმართულებით. დოკუმენტს ხელი ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ემანუელ მაკრონმა მოაწერეს.  საფრანგეთის პრეზიდენტ…

მეტი...

ქართველმა პარამოფარიკავეებმა საემიროებიდან 2 ოქროს მედალი ჩამოიტანეს

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ქართველმა სპორტსმენებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვეს. 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა წარმატებით იასპარეზეს.  ირმა ხეცურიანმა ხმლით მოფარიკავეთა ტურნირის ფინალში, უკრაინელი მეტოქე, ოლენა ფედოტა 15-10 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს ირმას მე-14 ოქროს მედალია მსოფლიო თასის ტურნირებზე, რაც მართლაც გამორჩეული შედეგია. ნინა თიბილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე შედეგიანად იასპარეზა და ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერდის (15:7) დამარცხებით 23 წლამდე ეტლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საინტერესოა, რომ ამ ასაკობრივ კატეგორიაში, თიბილაშვილისთვის ეს მესამე ოქროს მედალია – მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს…

მეტი...

ქალაქს ქაოსური მშენებლობისგან “მწვანე ხაზები” დაიცავს

ქართულ საკანონმდებლო სივრცეში მალე ახალი ტერმინი – “მწვანე ხაზები” შემოვა, რაც ქვეყნის მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორიის, ახალი შენობებისგან დაცვას გულისხმობს.   ახალ ინიციატივაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მუშაობენ. კანონპროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას დღეს, თავად გააცნეს. მათივე განმარტებით, ტერიტორიის კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან. ეს შექმნის  ტერიტორიების დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ…

მეტი...

„მივეჩვიეთ, რომ ვართ მაჩანჩალები“ – აცხადებს ანა დოლიძე და დისციპლინური დევნის წარმოებას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე „სიტროენ ჯორჯიას“ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეზე დისციპლინური დევნის წარმოებას იწყებს.   როგორც ანა დოლიძემ “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, “სიტროენ ჯორჯიას“ საქმე აჩვენებს, თუ როგორი დარღვეულია საქმის წარმოება საქართველოს სასამართლო სისტემაში.  “იუსტიციის საბჭოს წევრებს გვაქვს შესაძლებლობა, რომ წარვადგინოთ მოხსენებითი ბარათი დისციპლინური წარმოების დასაწყებად. საუბარია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მხარე 8 თვეა ითხოვს, თუმცა, არ აძლევენ.  ამ შემთხვვევაში, მსგავსი ტიპის დაგვიანება იმდენად ხელყოფს მხარის უფლებებს, რომ ცალსახად ჯდება ამ უფლების ფარგლებში . ეს არღვევს ქართულ სტანდარტებს, ევროპული სასამართლოს სტანდარტებს. ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც ეს შესაძლებლობა გავახმოვანეთ, კონკრეტულად დავაყენოთ იუსტიციის საბჭო…

მეტი...

“სიტროენ ჯორჯია” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამართლიანობის დადგენაში დახმარებას სთხოვს

კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი შარაშიძე, ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კომპანიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს და 8 თვის განმავლობაში გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზე საუბრობს.  როგორც გიორგი შარაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” ხელოვნურად გაკოტრების პროცესი წელიწადნახევრის წინ დაიწყო და სწორედ იმ პერიოდიდან მიმდინარეობს სასამართლო დავა კომპანიასა და ჯანდაცვის სამინისტროს შორი, კონკრეტულ ტენდერზე.   გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ჯერ კიდევ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ კომპანია ამ დავას ვერ მოიგებდა.     “აქ არის დიდი კორუფციული სქემა, ამის უკან დგანან, როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი მაღალჩინოსნები, რომლებსაც არ უნდათ ამ კორუფციული სქემის დანგრევა…

მეტი...

“მწვანე ხაზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა რეკრეაციას კიდევ უფრო დაცულს გახდის“ – ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის გარემოს დავვის კომიტეტის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „მწვანე ხაზებთან“ დაკავშირებით დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, ქალაქებში არსებული რეკრეაციული ზონები კანონის დონეზე კიდევ უფრო დაცული იქნება. „ საკანონმდებლო ინიციატივა – „მწვანე ხაზები“ უფრო მაღალ, კანონის დონეზე დაიცავს ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებულ ბაღებს, სკვერებსა და პარკებს! კანონპროექტის მიხედვით, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეიზღუდება და კიდევ უფრო გართულდება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა, რაც მისასალმებელია,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა. ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საკითხები ძალიან აქტუალურია…

მეტი...

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება, ის მთაწმინდის მაჟორიტარად იყრის კენჭს

ცნობილი პოლიტიკოსი, 4 მოწვევის პარლამენტის წევრი, ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და შუალედურ არჩევნებში, თბილისის მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრას აპირებს. როგორც კობა დავითაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი იმ პოლიტიკური ძალის შექმნაა, რომელიც “ქართული ოცნებას” შეცვლის. ამბობს, რომ კონკურენციის არ ეშინია. “მინდა გაცნობოთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავბრუნდე პოლიტიკაში და კენჭი ვიყარო მთაწმინდის ოლქში. მაგრამ არ ვაპირებ ვიყო ჩვეულებრივი კანდიდატი. ჩემი ამოცანა არის ხელი შევუწყო არა რადიკალური არამედ გაწონასწორებული ძალის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელისუფლებაში მოვა და შეცვლის “ქართულ ოცნებას”. მე მინდა მოვუწოდო იმ ხალხს, რომელიც “ოცნების” მიუღებლობის გამო…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება სულ უფრო რეალურია – კობა დავითაშვილი

პოლიტიკოსი, “ხალხის პარტიის” ლიდერი, 4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი კობა დავითაშვილი  სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნების” მმართველობის ხარვეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2013 წელს მმართველი კოალიციის რიგების დატოვების გადაწყვეტილება სწორედ მმართველი გუნდის მისთვის მიუღებელ პოლიტიკას უკავშირდება.  კობა დავითაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე თავის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე და სასამართლო რეფორმაზე ისაუბრა. მისი მოსაზრებით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, “ქართულ ოცნებას”, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ქვეყანა იმ კურსით მიჰყავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნება რეალური ხდება. “ჩვენ ვნახეთ საპრეზიდენტო არჩევნების წაგებული პირველი ტური. დავინახეთ ერთი რამ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ხალხის გზავნილი გაიგო, სინამდვილეში ვერაფერი გაიგო.…

მეტი...

ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობას პრეზიდენტის რანგშიც განაგრძობს. პრეზიდენტი აპირებს პარლამენტს მიმართოს ახალი ინიციატივით, გამოინახოს ფორმა, რომ დიასპორას 1-2 წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ბევრ ქვეყანაში და არის ერთადერთი საშუალება, რომ ეს პარლამენტარები იყვნენ დიასპორის ინტერესების გამტარებლები. “იმედი მაქვს ყოფილ კოლეგებს დავარწმუნებ ამაში”, – აცხადებს პრეზიდენტი.   როგორც სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ” საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა ჯერ კიდევ პარლამენტის დეპუტატობის პერიოდში დაიწყო და მისი მიზანია, დაპირება რეალურად შესრულდეს,…

მეტი...

საფრანგეთში, პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი შედგა

საფრანგეთში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 19 თებერვალს, თავის ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონს ელისეს სასახლეში შეხვდება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ თანამშრომლობის დეკლარაციას.   “70-იან წლებში, როდესაც პირველად შევხვდი საფრანგეთის იმდროინდელ პრეზიდენტს, როგორც ფრანგი დიპლომატი, განსახილველი საკითხის ნაცვლად, საუბარი საქართველოზე დავიწყე. ვალერი ჟისკარ-დ’ესტენის შემდეგ საფრანგეთმა, რამდენიმე პრეზიდენტი გამოიცვალა და თითოეულ მათგანთან საუბრისას საქართველოსა და საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავება ყოველთვის მთავარი თემა იყო ჩემთვის. ეს ჩემი ერთ-ერთი ისტორიული ვალდებულებაა და ახლა, როდესაც უკვე განსხვავებული სტატუსით ვხვდები პრეზიდენტ მაკრონს. მჯერა, რომ ჟისკარ-დ’ესტენთან დაწყებულ…

მეტი...

ექსკლუზივი – ჭიდაობის პრეზიდიუმი დაინიშნა, წევრთა ნაწილი მისვლას არ აპირებს

„მედიაცენტრ მთავარის“ ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმი 23 თებერვალს შეკრიბება. პრეზიდიუმის წევრებმა მიწვევა უკვე მიიღეს, თუმცა, ზოგიერთი, პრეზიდიუმზე მისვლას არც აპირებს. მიზეზი ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძისა და ზურაბ დათუნაშვილის დაპირისპირებაა, რომელზეც სს საქმეა აღძრული. როგორც პრეზიდიუმის ერთ-ერთმა წევრმა „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობა, პრეზიდიუმი 23 თებერვალს 15:00 საათზე შეიკრიბება. წყაროს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდუმზე გეგეშიძისა და დათუნაშვილის საკითხი განიხილება, მას რამოდენიმე წევრი არ დაესწრება. მისი თქმით, პრეზიდიუმზე ამ თემის განხილვა სისულელეა, რადგან სს საქმეა აღძრული. „23 თებერვალს, სამ საათზე პრეზიდიუმი დანიშნეს და დამირეკეს, რომ მივიდე. პირადად პრეზიდიუმში მონაწილეობას არ ვაპირებ. რატომ? იმიტომ,…

მეტი...

ვაშლიჯვარში, რამდენიმე დღით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისში, ვაშლიჯვარში მიმდინარე მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების გამო, მარშალ გელოვანის გამზირზე და მის მიმდებარედ ავტოტრანსპორტისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე – „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება – დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე. თბილისის მერია შეფერხებისთვის მოქალაქეებს ბოდიშს უხდის. 

მეტი...

საკვებ სუნელებში ტყვიის შემცველობა კვლავ მაღალია

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილის განცხადებით, სურსათში ტყვიის შემცველობა, წინა წელთან შედარებით მკვეთრად შემცირებულია და ის 17,5%-დან 2 %-მდე დაეცა. თუმცა დადგენილ ნორმაზე შეუსაბამობა გამოვლინდა რძის პროდუქტებსა და სუნელებში. როგორც ჩეკურაშვილი აცხადებს, 2018 წელს ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატებოდა ბავშვთა კვების პროდუქტებში, ასევე, თევზში, პურ-პროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლინდა ხორცის ნიმუშებში, ხოლო დადგენილ ნორმაში შეუსაბამობა გამოვლინდა ნედლი რძის 15 ნიმუშში და სუნელების 8 ნიმუშში. “საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენს სურსათში ტყვიის შემცველობა. სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სურსათის უვნებლობაა და სააგენტო ამ მიმართულებით საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურებას გეგმავს. თუმცა არსებული ადამიანური რესურსითა…

მეტი...

ბაგა-ბაღებში მოწესრიგდა ჰიგიენა, განახლდა ჭურჭელი, მოგვარდა წყლის პრობლემა – ჩეკურაშვილი

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებულ ბაგა-ბაღებში მკვეთრად გაუმჯობესებულია მდგომარეობა. მოწესრიგებულია ჰიგიენა და სანიტარული პირობები, ყველა საბავშვო ბაღში არის ცივი და ცხელი წყალი, გამოცვლილია ჭურჭელი, გადამზადებულია კვების ბლოკების მომსახურე პერსონალი. ზურაბ ჩეკურაშვილის ანგარიში პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტში მოისმინეს. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი შარშან, 971 სკოლაში და 4 772 ბაგა-ბაღში ჩატარდა, 125 ბაღში ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა, აქედან თბილისში – 38, რეგიონებში – 87. მათშორის ცხენის ხორცთან დაკავშირებით 4 შემთხვევა იყო, რაზეც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერი რეაგირება მოახდინა.  მისივე ინფორმაციით, 2012 წელს, სახელმწიფო კონტროლი 11 საბავშვო ბაღში განხორციელდა. “სურსათის ეროვნული სააგენტო წლიდან წლამდე აძლიერებს კონტროლის…

მეტი...