ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან ერთი გარდაცვლილი ამოიყვანეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის მასიდან, მაშველებმა ერთი გარდაცვლილი ადამიანი ამოიყვანეს, მეორე მუშას კი ამ დრომდე ეძებენ. ცოტა ხნის წინ, ჭავჭავაძის გამზირზე, #5-ის მიმდებარედ მიმდინარე სამუშაობის დროს, მიწის ჩამოშლის შედეგად, მიწის ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სმედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შსს- გამოძიება 240 მუხლით დაიწყო. რა გახდა მიწის ჩამოშლის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...

ჟურნალიტი მარკ რივკინი გარდაიცვალა

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 77 წლის ასაკში ჟურნალისტი მარკ რივკინი გარდაიცვალა. მარკ რივკინი 1941 წლის 30 აპრილს დაიბადა. მას, 90-იან წლებში ტელეკომპანია “პირველ არხზე” პროგრამა „ვესტნიკი“ მიჰყავდა. 1992 წელს კი, პარლამენტის დეპუტატიც იყო. მარკ რივკინი საქართველოში დემოკრატიის მშენებლობის, სტაბილიზაციის განმტკიცებისა და ახალი ეკონომიკური რეფორმების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის 1996 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს.

მეტი...

სიცრუეა, თითქოს ჩემი ინიციატივა სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს აკანონებდეს – სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, სოციალურ ქსელში, პარლამენტში ინიცირებული „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესახებ განმარტავს და აცხადებს, რომ რამდენიმე მედია-საშუალებამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოსდა, მისი ინიციატივა საჯარო სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს აკანონებდეს. “რამდენიმე მედია-საშუალებამ გაავრცელა სიცრუე, თითქოს სოფო კილაძის ინიციატივა – „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ აკანონებდეს სქესობრივი აღზრდის გაკვეთილებს სკოლაში. ჩვენი მიზანი არის ბავშვების დაცვა. ჩანაწერი, რომ სქესობრივი აღზრდის განათლება შესაძლებელია მხოლოდ მშობლის თანხმობით, ემსახურება იმას, რომ თუ რომელიმე ენჯეომ ან ექსპერტმა გადაწყვიტა, რომ მაგალითად, არაფორმალური განათლების ფარგლებში (საბავშვო ბანაკები, ტრენინგები და ა.შ.) შემოიტანოს ასეთი ტიპის…

მეტი...

“ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. „როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება.  აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩატარდა, ხიდის  საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა  და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდია შემორჩენილი და მისი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენ  სრულად მოვაწესრიგებთ ხიდს  და ორი წლის განმავლობაში დავაკვირდებით. მომავალ…

მეტი...

“მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი, მაგრამ ღვთის მადლით, მან ბევრი სიკეთე გააკეთა” – ილია მეორე

„ამ კვირას, ამ კვირიაკეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემა; ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მიიტანოთ თქვენი ჯვარი, “- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა საქართველოს პირველი პრეზიდენტიც მოიხსენია და მისი სულის საცხონებლად პანაშვიდი გადაიხადა. მისი თქმით, მძიმეა ზვიად გამსახურდიას ჯვარი, მაგრამ მან თავისი ქვეყნისთვის ბევრი კეთილი საქმე გააკეთა. „ამ კვირას, ამ კვირიაკეს ეწოდება ჯვრის თაყვანისცემა; ყოველი ადამიანი არის მატარებელი ჯვარისა. ღმერთმა ინებოს, რომ ბოლომდე მიიტანოთ თქვენი ჯვარი. ძალიან ხშირი შემთხვევა, როცა ადამიანი თხოულობს ღვთისაგან სხვა ჯვარს, მძიმეა თავისი ჯვარი და…

მეტი...

“გამოძიება სასწრაფოდ არის ბოლომდე მისაყვანი” – ირაკლი კობახიძე ზვიად გამსახურდიას საქმეზე

„სამწუხაროა, რომ ამდენი წლის ​მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებაზე საუბრისას განუცხადა.  “სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ სპეციალურად ცვლილება, რომელიც აძლევს გამოძიებას მეტ დროს ამ საქმის გამოძიებისათვის. შესაბამისად, არის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საბოლოოდ მიიყვანენ ამ საქმეს სათანადო დასასრულამდე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ვენეციის კომისიის დასკვნა დადებითი იქნება” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას არ დაელოდა, – უსაფუძვლოა. ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება, ინიცირება და ამის შემდეგ ვენეციის კომისიაში გადაგზავნა – ჩვეულებრივი პრაქტიკაა. პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კომისიის დასკვნა დადებითი იქნება, რადგან, მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული კანონპროექტი საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და ადგენს უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურას. „ვენეციის კომისიას გავაცნობთ იმ პროექტს, რომელიც არის მომზადებული ჩვენს მიერ. რაც შეეხება კრიტიკას, კრიტიკა არის უსაფუძვლო გამომდინარე იქიდან, რომ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ის, რომ ჯერ ხდება კანონპროექტის…

მეტი...

მამუკა ბახტაძე: მე და ჩემი მეგობრები ქედს ვიხრით ზვიად გამსახურდიას ნათელი ხსოვნის წინაშე

“ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ გამოფენაზე განაცხადა. პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას ფოტოები, თარგმანები და პირველი პრეზიდენტის შესახებ გამოცემული წიგნები გამოიფინა. „დღეს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არის სრულიად განსაკუთრებული. საქართველოს ფოსტას დაევალა და გამოვუშვით საიუბილეო მარკა. რა თქმა…

მეტი...

“რეფერენდუმზე დაფუძნებული სახელმწიფოებრიობაა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მთავარი იარაღი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღსა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ჩატარებული რეფერენდუმიდან 28-ე წლისთავთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს და ამ დღეს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ოჯახს და საზოგადოებას ულოცავს. “დღევანდელი დღე ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია: დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეა. განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს და მთელ საზოგადოებას. ამ დღეს 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა…

მეტი...

“მიკროავტობუსების მოვლა-შენახვა, ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული ათასი ლარი ჯდება” – კომპანია

“დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს, ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება”, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის, ყოველწლიურად, რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება. “დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა, მოხდება დაზიანებული სავარძლების შეკეთება და ჩანაცვლება, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება. მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა, რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება.…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

31 მარტი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება. ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალურად შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ხელმძღვანელობს. დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყობა გამოფენა, რომელზეც წარდგენილი იქნება ზვიად გამსახურდიას ნაშრომები, ინტერვიუები, ფოტოები და წიგნები. ამავე დღეს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ასევე, განათლების სამინისტრო შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდთან ერთად,  ქართველოლოგიის განვითარებისთვის უცხოეთში მოღვაწე მეცნიერებისთვის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიას დააწესებს, რომელიც გაიცემა ყოველწლიურად, 31 მარტს.  ქვეყნის ყველა რეგიონში გაიმართება…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავი, მისი 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს. მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში მთავრობის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ზვიად ძიძიგურთან ერთად იმყოფებოდნენ. ზვიად გამსახურდია 1939 წლის 31 მარტს დაიბადა. ის იყო  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. მის სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 1990 წლის 14 ნოემბერს გამართულ პირველ სესიაზე, ახლადარჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია თავმჯდომარედ აირჩია. იმავე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ უწოდეს და აღდგინეს საქართველოს დემოკრატიული…

მეტი...

ექვსი რეგულაცია, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება

ხვალიდან, პირველი აპრილიდან, ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგულაცია ამოქმედდება. რის შესახებაც სააგენტო “ბიზნესპრესნიუსი” აქვეყნებს. ცვლილება 6 სხვადასხვა სფეროს შეეხება: აიკრძალება პლასტიკის პარკები 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალება. შეგახსნებთ, რომ საქართველოს მთავრობის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია უკვე აიკრძალა. ამავე რეგლამენტის მიხედვით, 1-ლი აპრილიდან სრულად აიკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა მეწარმე სუბიექტის 500 ლარით დაჯარიმებას და შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციას, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი…

მეტი...

ზურაბ დათუნაშვილს ხელფასი მოუხსნეს და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

ჭიდაობის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველ სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს, სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობა ეკრძალება. თვითნებობის შემთხვევაში კი, ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. დათუნაშვილი აპირებს, თავისი პრობლემის შესახებ ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აცნობოს, მიაწოდოს საკუთარი არგუმენტები, რომ იძულებულია სამშობლოდან წავიდეს. მისივე თქმით, მოჭიდავის სპორტული კარიერისთვის ორი წელი საკმაოდ დიდი პერიოდია და ამ ხნის გაცდენის შემდეგ პროფესიონალურ სპორტში დაბრუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ზურაბ დათუნაშვილი მის მიმართ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას დაჰპირდნენ, ვარჯიშის გასაგრძელებლად ყველანაირ პირობას შეუქმნიდნენ, ხელფასი მოუხსნეს. მასთან ერთად, ხელფასი მოუხსნეს მწვრთნელ ზურა შელიასაც, –…

მეტი...

ილია მეორე: პრემიერ-მინისტრი დამპირდა, რომ სკოლებში გალობას და ხალხურ სიმღერას შეიტანს

საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაცია გაიმართა.  ღონისძიებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ანთოლოგია ,,ქართული გალობა” მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას. აღნიშნული გამოცემა უდიდესი მნიშვნელობისაა და ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.   „მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე ვთხოვე მას, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს…

მეტი...

მარიამ ჯაში: კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას, ხელი შევუწყოთ ქართული მეცნიერების განვითარებას

„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მზაობას, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ქართული მეცნიერების განვითარებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სამეცნიერო ფორუმის – „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა უმასპინძლა და მასში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. სამეცნიერო ფორუმის – „მეცნიერების განვითარების პერსპექტივები საქართველოში“, შემაჯამებელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მეცნიერების განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის საკითხს და  ფორუმის რეკომენდაციებს. „მთავარი მესიჯი…

მეტი...

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირება დღეიდანაა შესაძლებელი – არჩევნები 19 მაისს გაიმართება

მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ავრცელებს. ანა მიქელაძის თქმით, გადაწყვეტილება ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, მსურველ კანდიდატებს კი დარეგისტიტება უკვე დღეიდან შეუძლიათ. „არჩევნები გაიმართება მიმდინარე წლის 19 მაისს, საერთო ჯამში, რვავე მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნები გაიმართება 26 საარჩევნო უბანზე. გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ დანიშნა ხუთ მუნიციპალიტეტში მერების რიგგარეშე არჩევნები და ხუთივე მუნიციპალიტეტში, საერთო ჯამში, არჩევნები გაიმართება 362 საარჩევნო უბანზე. 19 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით შუალედური არჩევნები გაიმართება საქართველოს პარლამენტის მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, ასევე, გაიმართება საკრებულოს შუალედური არჩევნები…

მეტი...

“ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყით მივიღებ” – ბიძინა ივანიშვილი

“ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქალაქ ზუგდიდს ესტუმრა და ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობა მოინახულა. ამჟამად ტაძარში ქვის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. საკათედრო ტაძარში გადახურვის და მოხატვის სამუშაოებია ჩასატარებელი,  ასევე ასაშენებელია სამრეკლო, მოსაწესრიგებელია ტაძრის ეზო. ბიძინა ივანიშვილმა  ადგილობრივებს ტაძრის  სამშენებლო სამუშაოების დასრულებაში დახმარება აღუთქვა. ,,მე მგონი, რომ ეს არის ნიმუში. ჩვენს  ეკლესიას ისტორია აქვს და ეს ეკლესია ულამაზესია.  ამაში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. ერთი მილიონი ვთქვი, მაგრამ არ შევჩერდები, ამაში მონაწილეობას სიამაყითაც  მივიღებ“ ,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მშენებარე საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ტაძარს 15 ივლისს  ათასობით პილიგრიმი საქართველოდან…

მეტი...

დღეს მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე – თბილისში “დედამიწის საათი” აღინიშნა

მიმდინარე წელს მსოფლიო “დედამიწის საათს” დღეს, 30 მარტს აღნიშნავს. “დედამიწის საათი” პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ყოველი მარტის თვის ბოლო შაბათს ტარდება. ამ დღეს მილიონობით ადამიანი უარს აცხადებს ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და გარემოს სასარგებლოდ შეცვლა. ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით აქციას საქართველოს დედაქალაქი ტრადიციულად შეუერთდა და “დედამიწის საათი 2019-ის” აღსანიშნავად, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. აქტივობების ფარგლებში გაიმართა ველომსვლელობა და გარბენი 6 კმ-ის დისტანციაზე, რომელშიც მოხალისეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის და…

მეტი...

“სერბეთის პრეზიდენტი დაგვპირდა უშუალო მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”- ირაკლი კობახიძე

ბელგრადში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც სერბეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები დაესწრნენ. პარლამენტის თავმჯომარემ დამსწრეებს მიმართა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ ესაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ბელგრადში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამართული მაღალი დონის შეხვედრები ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. „გვქონდა ძალიან საინტერესო და შედეგიანი…

მეტი...

ვახუშტის ხიდზე, ხვალ დილით, ტრანპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 31 მარტს, კვირას, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. “დროის ამ მონაკვეთში, დილის 09:30-დან 10:30 საათამდე, შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

კონსტანტინე გამსახურდია: ხელისუფლების მხრიდან არსებული „ყრუ“ პოზიცია, არ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს

„თუ რამე გაკეთდა ამ საქმეში, – უფრო ჩვენი ინტერვენციის, მცდელობის და წვალების შედეგად, ამიტომ ფრთხილი ოპტიმიზმით ვხვდები დაპირებას, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ სიტყვებს კონკრეტული ნაბიჯებიც მოყვება“ – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია, გუშინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის დიდი სირცხვილია და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე დროულად უნდა გამოიძიონ. ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი გუშინ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში იმყოფებოდა. მისივე თქმით, სახლში, სადაც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა სიცოცხლის ბოლო დღეები…

მეტი...

“საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმი გახსნა. ეს ნაბიჯი, მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. „გამოვიყენოთ ეს ფორუმი, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის კომერციული საქმიანობის წასახალისებლად. სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის წელს დაგეგმილი საინაუგურაციო სხდომა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველო-სერბეთის ბიზნესფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორისა და სატრანსპორტო სფეროს საკვანძო სუბიექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის…

მეტი...

ხონის ფსიქიატრული კლინიკის პაციენტი, რომელსაც სავარაუდოდ, სცემეს, გარდაიცვალა

ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. “ჰოსპიტალ სერვისის” ექიმის ინფორმაციით, 60 წლის ქალბატონი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს და მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ფსიქიატრიული კლინიკის მომსახურე პერსონალს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქეთევან ბიგვავას თავშესაფარში სცემეს. როგორც გარდაცვლილის დამ, ნინო ბიგვავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქეთევან ბიგვავა საავადმყოფოში 17 მარტს გადაიყვანეს და ამ დრომდე ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისთვის უცნობია, რა მოხდა ფსიქიატრიულში და საქმის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ბიგვავას თქმით, დის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გუშინ გაიგო, როდესაც მის სანახავად მივიდა, მანამდე კი ფსიქიატრიულის ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ…

მეტი...

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში რეგისტრირებული 11 671 დანაშაულიდან 2809 გახსნილია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის იანვარ-თებერვალში მომხდარი დანაშაულების სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, რეგისტრირებული 11 671-დან გახსნილია 2809 დანაშაული. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე მეტი, – საკუთრების უფლების წინააღმდეგ ჩადენილი 4905 დანაშაული და 3898 ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. “ჯანმრთელობის წინააღმდეგ 2098 დანაშაულია ჩადენილი, ოჯახში ძალადობის – 1064, ნივთის დაზიანების – 401, დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ – 300, თაღლითობის – 248, სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის 117 ფაქტი, ფულად საკრედიტო სისტემაში – 108, ძარცვის – 57, ყაჩაღობის – 43, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 37, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე…

მეტი...

მარტოხელა მშობლები შვილებს ბაგა-ბაღებში პირველივე ეტაპზე დაარეგისტრირებენ

თბილისის საკრებულომ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.  ინიციატივა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს თამარ ტალიაშვილს ეკუთვნის. ცვლილების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილებს რეგისტრაციის საშუალება, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, პირველ ეტაპზე მიეცემა. თამარ ტალიაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებით, მარტოხელა მშობლებს დამატებითი სოციალური გარანტიები შეექმნებათ, რაც  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციას უფრო ეფექტიანს ხდის. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში…

მეტი...

“რეგულაციები ტაქსის მძღოლების საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა”- შალვა ოგბაიძე

საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ავტომობილის თეთრ ფერად გადაღებვა მის ფასზე ნეგატიურად აისახება, არასერიოზულად მიიჩნევს. ეს განცხადება დეპუტატმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები სწორედ ტაქსის მძღოლების საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა. „ჩვენ ტაქსის მძღოლების პულსზე გვიდევს ხელი.  საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიას  ყოველდღიური კავშირი აქვს მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან და ყველა საკითხი  შეჯერებული და გავლილია“,- განაცხადა შალვა ოგბაიძემ. დეპუტატის განმარტებით, პოლიტიკური პარტიები ეცადნენ, რომ ხელზე დაეხვიათ მოსაზრება, თითქოს თეთრად გადაღებვა ფასს აკლებს ავტომობილს. „მე, როგორც ავტომობილისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ ფასს აკლებს არა ფერი, არამედ…

მეტი...

“ხალხს კი ატყუებთ, მაგრამ თქვენ გისმენენ პროფესიონალი დემოგრაფებიც“, – ხუნდაძე ჭიაბერაშვილს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე ზურაბ ჭიაბერაშვილს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, დემოგრაფიული პრობლემების გამწვავება ქვეყანაში იმ დემოგრაფიული თაობის შედეგია, რომლებიც 90-იან წლებში განახევრებული რაოდენობით დაიბადნენ. იმ წლებში მხოლოდ დაბადებულ გოგონათა რაოდენობა 250 000-ით შემცირდა. დღეს სწორედ ეს თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში. „გასაგებია, რომ ჩვენს ოპონენტებს, ეროვნული თემები, წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად სჭირდებათ, მაგრამ ამისთვის ტყუილი არ არის საჭირო. პრობლემა იმდენად დიდია, რომ ბოლო 6 წლის მანძილზე ჩვენს მიერ დემოგრაფიული კუთხით გაკეთებული საქმეებიც კი არ არის საკმარისი. დიახ, გაეროს მიერ 2010 წელს გაკეთებული პროგნოზი რეალურია და ეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს…

მეტი...

„ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“ – ბიძინა ივანიშვილი

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიბულაში იმყოფებოდა. მისი გადაწყვეტილებით, სახლში, სადაც ზვიად გამსახურდია ტრაგიკულად დაიღუპა, ფონდი „ქართუ“ მუზეუმს გახსნის. ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებითვე, მუზეუმის გარშემო გაკეთდება დასასვენებელი პარკი და აშენდება ეკლესია. ხიბულაში ყოფნისას ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. მან ადგილზევე მიიღო გადაწყვეტილება სოფლისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, გაზითა და წყლით უზრუნველყოფის დაფინანსების შესახებ. „ჩათვალეთ, რომ ამას ის კაცი გიკეთებთ, ვინც აქ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა“, – ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას. ამის გარდა, როგორც მთავარი, ისე შიდა გზების რეაბილიტაციას, რასაც ამ ეტაპზე ვერ…

მეტი...

ვაკის რაიონში, წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

თბილისში, ვაკის რაიონის სხვადასხვა მისამართზე თანადაფინანსებული პროექტები ხორციელდება. წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია  აბაშიძის N31-ში და კავსაძის N4-ში მიმდინარეობს, აბაშიძის N3-ში სადარბაზოს რემონტი დასრულდა, კეკელიძის N25-ში კი, ლიფტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, საერთო ქონების განახლების მიზნით, რაიონში უკვე 59 პროექტი განხორციელდა. “განახლდა 16 ლიფტი; ჩატარდა რვა სადარბაზოს რემონტი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 სახურავს და დამონტაჟდა წყალსაწრეტი მილები; განახლდა წყალარინების რვა ქსელი, ერთი კარი, საერთო სარგებლობის ოთხი კიბე; განხორციელდა ორი კორპუსის სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია,”- განაცხადეს თბილისის მერიაში.  „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამგეობა 100%-ით…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

ზვიად გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საღამო, 31 მარტს, 18:00 საათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართება. ნაჩვენები იქნება პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო კოლაჟი.  გაჟღერდება ზვიად გამსახურდიას საყვარელი საფორტეპიანო და საოპერო ნაწარმოებები ცნობილი ქართველი ხელოვანების შესრულებით. ღონისძიებაში, რომლის მხარდამჭერია თბილისის მერია, მონაწილეობას მიიღებენ ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადო მოღვაწეები. ისინი ისაუბრებენ პირველი პრეზიდენტის პოლიტიკურ და შემოქმედებით საქმიანობაზე.  ღონისძიებაში მონაწილეობენ ანსამბლი „რუსთავი“, ვალერიან შიუკაშვილი, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „მძლევარი“, გიორგი ონიანი, დემეტრე გამსახურდია და სხვა. საღამოს რეჟისორია დიმიტრი ღვთისიაშვილი, საღამოს გაუძღვება რატი ამაღლობელი.

მეტი...

მიხეილ ჩინჩალაძის დავალებით, 2007 წელს, მოქალაქეებს ქონებას სძალავდნენ – ადვოკატი

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე იურისტი კახა კოჟორიძე ქართული მართლმსაჯულების სისტემაში კლანის არსებობაზე საუბრობს და კონკრეტული მაგალითი მოჰყავს. როგორც კახა კოჟორიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2007 წელს, ცეკავშირის გამგეობის ყოფილ თავმჯდომარე მამუკა აბესაძეს მის საკუთრებაში არსებული საგურამოს 16 ჰა მიწის ფართობის სახელმწიფოსთვის გადაცემა მოსთხოვეს. 2007 წელს, მასთან მივიდა პროკურორი მამია ფხაკაძე, რომელიც დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა და უთხრა, რომ მიხეილ ჩინჩალაძის დავალებას ასრულებდა და მიწის ნაკვეთი პირადი განცხადების საფუძველზე უნდა ეჩუქებინა სახელმწიფოსთვის. მან აბესაძეს განცხადების შინაარსი, ხელნაწერის სახით გადასცა.  ადვოკატის თქმით, მიხეილ ჩინჩალაძე იმ ხანებში მცხეთის საოლქო პროკურორი იყო, დღეს კი  სასამართლოს სისტემის…

მეტი...

მდინარე თეძამზე, პირველი მასშტაბური წყალსაცავი აშენდება

საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ, პირველი წყალსაცავის მასშტაბური მშენებლობა იწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს განცხადებით, თეძამის წყალსაცავის პროექტი ისტორიულია, რომლის მიზანი სოფლის გაძლიერებაა.  „ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი ისტორიული პროექტის განხორციელებას. ძლიერი ქართული სოფელი ნიშნავს ძლიერ ქართულ რეგიონებს და ძლიერი რეგიონი ნიშნავს  ძლიერ საქართველოს. ჩვენთვის ქართული სოფლის განვითარება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი საირიგაციო სისტემების მშენებლობა. საქართველოში ფაქტობრივად ბოლო 50 წლის განმავლობაში არ აშენებულა ახალი წყალსაცავები. ხშირად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას არ აქვს პერსპექტივა. მე მიჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება დარგს ჰქონდეს პერსპექტივა, როდესაც…

მეტი...

თბილისში, 170 ავტომობილზე გათვლილი, პირველი მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა

პირველი დიდი, მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოეწყობა და 170 ავტომობილს დაიტევს. ორბელიანის მოედანზე ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების სამუშაოებთან ერთად 20 მაისისთვის უნდა დასრულდეს.  ​​როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ეს ქალაქში ყველაზე დიდი საპარკინგე სივრცე იქნება. ის ევროპული სტანდარტების შესაბამისად შენდება და ტექნოლოგიურადაც გამართული იქნება.   კალაძეს განცხადებით, ორბელიანის მოედანზე რეაბილიტაცია უტარდება ათონელის, ფხოვის, ფურცელაძისა და სობჩაკის ქუჩების 18 მისამართზე მდებარე შენობებს. რეაბილიტირებულ არეალში უძრავი ქონების ფასი 3-4-ჯერ გაიზრდება.  „ეს არის ძველი თბილისის ერთ-ერთი კონკრეტული ლოკაცია, რომელიც ძალიან ხალხმრავალი და ტურისტებით დატვირთულია. ადგილობრივების ქონება უფრო ფასეული…

მეტი...

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია – ადვოკატი

სამეფო ტახტის მემკვიდრე დავით ბაგრატიონის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე აცხადებს, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ, ყოფილი მეუღლის მის მიმართ ძალადობაში დადანაშაულება, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ბაგრატიონებს შორის დავამ სისხლის სამართლის სფეროში გადაინაცვლოს. როგორც ლევან ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ბრალდების ხანდაზმულობის ვადა ამოწურულია, რაც მოწინააღმდეგე მხარემაც კარგად იცის და მათ ბრალდების მიზანი, მხოლოდ შავი პიარია.   ადვოკატის თქმით, ანა ბაგრატიონ – გრუზინსკი მშობლების სახლში 2013 წელს დაბრუნდა. მანამდე წყვილი ესპანეთში, ცალ-ცალკე ცხოვრობდა და ამას ორივე მხარე ადასტურებს. 2014 წელს ანა კვლავ აღმოჩნდა დავით ბაგრატიონის სახლში. “ისმის კითხვა, რა უნდოდა იქ, როცა…

მეტი...

ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, ეს ქვეყნის სირცხვილია – ბიძინა ივანიშვილი

პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, რაც ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია. ​ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმე დროულად უნდა იქნას გამოძიებული. „საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, რაც არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და…

მეტი...