„დედა ენის“ დაბრუნება მნიშვნელოვანია, 10-თეთრიანი წიგნი ძლიერ მოსწავლეს ვერ გაზრდის – სიმონ ნოზაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნება, რაც ინიციატორთა მხრიდან დიდ გამბედაობას საჭიროებდა. დეპუტატი პლენარულ სხდომაზე მინისტრის გამოსვლას გამოეხმაურა და ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე რეფორმებზე და სახელმძღვანელოების პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლის სახელმძღვანელოები საკმაოდ მდარე ხარისხისაა, გასაუქმებელია სახელმძღვანელოების შეწონვისა და ხარისხის ფორმულა, რადგან იგი სათანადო შედეგებს არ იძლევა. მისი თქმით, ძლიერ მოსწავლეებს 10-თეთრიანი სახელმძღვანელოები, დაბალხელფასიანი და უუფლებო მასწავლებლები ვერ გაზრდიან. მისივე განცხადებით, გამოცდები აუცილებლად უნდა ჩატარდეს საბაზო მე-10 კლასში და გამოცდები უნდა აღდგეს მე-11 – მე-12 კლასებშიც, მხოლოდ გამოცდები უნდა ჩაატარონ…

მეტი...

“ჭიდაობის ფედერაციაში ძალადობა მთავარ მიმართულებად იქცა” – მწვრთნელი

ჭიდაობის თბილისის ფედერაციის მოქმედი მწვრთნელი ზურაბ შელია, ჭიდაობის ფედერაციაში ძალადობის არსებობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მხრივ ფედერაციაში სერიოზული პრობლემებია. ფედერაციის მთავარ მიმართულებად ძალადობა იქცა, თუმცა ამაზე ღიად საუბარს ყველა თავს არიდებს.  როგორც ზურაბ შელიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძეს, ცნობილი ინციდენტის შემდეგ, როდესაც მან ფიზიკური დაზიანება მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს, თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს სპორტის შესახებ კანონი. “ფედერაციაში არის ძალადობა, რატომ უჭირთ ამის აღიარება, არ მესმის. ეს ადამიანი არ შეეფერება ამ თანამდებობას. ჩემი მოსწავლეების მშობლები მოდიან და მეუბნებიან, – დიდ პატივს გცემთ, მაგრამ…

მეტი...

უკრაინასა და საქართველოს შორის „აიდი“ ბარათებით მიმოსვლა პირველი მარტიდან იქნება შესაძლებელი

უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში  „აიდი“ (ID) ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს. „2019 წლის 1-ელ მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება  „აიდი“ ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში. უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ. უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში „აიდი“ ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული 

მეტი...

“ამ ფორმით, მუშაობას ნევროზით დავამთავრებთ” – პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ​დისციპლინისკენ მოუწოდა. პარლამენტარებს, რომელიც სხდომაზე ხმაურობდნენ და კოლეგებს არ უსმენდნენ, გარეთ გასვლა ურჩია. „დარბაზში ხმაურია კოლეგებო, მუშაობის ასეთი ფორმით, ამ სესიას ნევროზით დავამთავრებთ. გთხოვთ სიჩუმე დავიცვათ. ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს, ვისაც სურს კოლეგების, მინისტრის მოსმენა, სჯობს დარჩეს დარბაზში“, – მიმართა კოლეგებს ირაკლი კობახიძემ, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე მოხსენებით გამოვიდა.  

მეტი...

10 წელია, ქართველ მოჭიდავეებს სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებიათ – ზურაბ შელია 

მწვრთნელი ზურაბ შელია ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სპორტსმენებს წლობით არ უტარდება სამედიცინო შემოწმება, რაც დაუშვებელია. ნაკრების ყოველი წევრი, წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას. მათ კი, უკანასკნელი 10 წელია, სამედიცინო კვლევა არ ჩატარებიათ.  როგორც ზურაბ შელიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  სამედიცინო კვლევა გულისხმობს აღდგენით პროცესს, წონა-სიმაღლის ინდექსს და სხვადასხვა მიმართულებებს, რაც კონტროლზე უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა საუბარია ჭიდაობის ოლიმპიურ სახეობებზე.   “სპორტსმენს, შესაძლოა, რაღაც პრობლემები ჰქონდეს. შესაძლოა გული აწუხებდეს და ამან ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. ამაზე გარკვეული თანხები უნდა იყოს გამოყოფილი. თუ არის გამოყოფილი და…

მეტი...

“ვაპირებ, გავიმარჯვო, რომ გავჩერდე, სპორტული წინსვლის საშუალებას არ მომცემენ” – ზურაბ დათუნაშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ქართველი სპორტსმენი ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს, თუნდაც ამ ბრძოლაში მარტო აღმოჩნდეს. მისი თქმით, ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს და მის ღიად მხარდაჭერას ბევრი სპორტსმენი თავს არიდებს, რადგან ფედერაციის პრეზიდიუმის წევრებს ხელშეუხებლობის განცდა აქვთ. “ვაპირებ გავიმარჯვო. რომ გავჩერდე, კარიერული წინსვლის საშუალებას არ მომცემენ. ბევრი საჯაროდ ერიდება ჩემს მხარდაჭერას, რომ იგივე არ გადახდეთ თავს, რაც მე. მარტოს მიწევს ბრძოლა, იმიტომ რომ ფედერაციაში არსებულ სისტემას დავუპირისპირდი. ისეთი დეტალებია, რომ არ მომცემენ საშუალებას სამართლებრივად დავამტკიცო ჩემი სიმართლე”, – აცხადებს ზურაბ დათუნაშვილი. როგორც სპორტსმენმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე…

მეტი...

„ეს ის საკითხია, სადაც ყველაზე სახიფათოა პოპულიზმი“ – ინაშვილი განათლების მინისტრს

“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი განათლების მინისტრს გამოცდების გაუქმებასთან დაკავშირებულ რეფორმას უწინებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სახიფათო პოპულიზმია. „ბატონო მინისტრო, მახარებს ის ფაქტი, რომ მეცნიერებისადმი, მეცნიერების განვითარებისადმი თქვენი მიზანდასახულობა სწორი და ადეკვატურია, მაგრამ მთელი რიგი შენიშვნები მაქვს განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს წარმოადგინეთ. მოკლედ, თუ ჩვენი მიზანია, სახელმწიფომ განათლებული თაობა აღზარდოს, მაშინ რეფორმაც ღრმად, მეცნიერულად უნდა იყოს გააზრებული. ეს ის საკითხია, სადაც ყველაზე სახიფათოა პოპულიზმი. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში უნდა დაიწყოს არა მორიგი ექსპერიმენტი ჩვენი შვილების და სახელმწიფოს ხარჯზე, არამედ რეალური, ძირეული გარდატეხა უნდა მოხდეს განათლების სისტემაში. თუმცა, ჩემთვის…

მეტი...

ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს

ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, პრეზიდიუმმა მისთვის დისკვალიფიკაციის მინიჭებაზე, რატომ უნდა იმსჯელოს მაშინ, როცა ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან დაპირისპირების შედეგად დაზარალებული თავად არის. როგორც ზურაბ დათუნაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდიუმის შემადგენლობაში ის პირები არიან, რომლებიც გეგეშიძის ინტერესებს იცავენ და ფიზიკური დაპირისპირების დროს დათუნაშვილი წინააღმდეგ წავიდნენ.  მისივე თქმით, პრეზიდიუმის წევრები ცდილობენ შექმნან განწყობა, თითქოს შერიგება და პრობლემის მოგვარება დათუნაშვილს არ სურს. ​სპორტსმენის განცხადებით, ფედერაციის პრეზიდენტ გეგეშიძესთან შერიგება იმ პრობლემებზე გაჩუმებას ნიშნავს, რომლებიც ჭიდაობის ფედერაციაში დღეს არსებობს.   “პრეზიდიუმს არ ვენდობი, ისე გამოჰყავთ…

მეტი...

დაზიანებული სახანძრო ონკანებიდან სასმელი წყალი უკონტროლოდ იღვრება

თბილისის საბურთალოს რაიონში, კანდელაკისა და გელოვანის ქუჩების კუთხეში წყლის სახანძრო ონკანი დაზიანებულია და უკვე თვეებია სასმელი წყალი, უკონტროლოდ იღვრება.  როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ადგილობრივებმა განუცხადა, რამდენჯერმე დაურეკეს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, მაგრამ პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. “თავიდან წვიმის წყალი მეგონა, ზამთრის ცივ ამინდებში ტერიტორია მოყინული იყო. მშრალ დღეებში კი, როცა ყინული გალღვა, მივხვდით, რომ წყალი სახანძრო ონკანიდან იღვრება. ქუჩა ატალახებულია”, – განუცხადეს ქუჩის მცხოვრებლებმა “მთავარს”.  მოქალაქის ინფორმაციით, ანალოგიური მდგომარეობაა თბილისის ბევრ ადგილას. სახანძრო ონკანები ხშირად დაზიანებულია და სასმელი წყალი იღვრება. მსგავსი ვითარებაა ლილოს ბაზრობასთან, სადაც ონკანიდან გაცილებით დიდი რაოდენობით წყალი იღვრება.  

მეტი...

3 წლის განმავლობაში 269 სკოლა შემოწმდა, სამინისტროს დირექტორი არ გაუთავისუფლებია – მინისტრი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირება პოლიტიკური და გამონაკლისი არ ყოფილა და ბოლო 3 წელიწადში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში ინსპექტირება 269-ჯერ ჩატარდა. „ბოლო 3 წლის განმავლობაში, კერძოდ, 2016-2018 წლებში, 269 დასკვნა მომზადდა, საიდანაც 15 შემთხვევაზე ინსპექტირების ბრძანება იმავე ან მეორე დღეს გაიცა. რაც შეეხება ზუგდიდის მეექვსე სკოლას, 2018 წლის 8 ნოემბერში შემოვიდა განცხადება, სადაც საუბარი იყო სანიტარულ – ჰიგიენურ და კომერციულ საკითხებთან დაკავშირებულ დარღვევებზე. 9-15 ნოემბერს ჩატარდა ინსპექტირება, რა დროსაც, განცხადებაში მოყვანილი ფაქტები სრულად დადასტურდა“, – აღნიშნა მინისტრმა. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ჩატარებული…

მეტი...

“ავიცრათ თუ არა, ჩვენი უფლებაა!” – მანიფესტი აცრების წინააღმდეგ

​განმეორებითი და იძულებითი აცრების წინააღმდეგ მოქალაქეები მანიფესტს აქვეყნებენ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავენ, “შეწყვიტონ მუქარა, რომ აცრების გამო სტუდენტებს სტატუსი შეუწყდებათ”.   მათივე თქმით, ხშირად ადამიანი ვაქცინის მიმართ ალერგიულია, ან პოლიკლინიკის არქივი, სადაც წლების წინ აქვს ჩატარებული აცრა, განადგურებულია. “არა იძულებით აცრებს!ჩვენ გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ ზრდასრულმა ადამიანებმა, ავიცრათ თუ არა ეს ჩვენი უფლებაა. ზოგ ადამიანს მოხდილი აქვს წითელა ან აცრა ისეთ კლინიკაში აქვს ჩატარებული, რომელის არქივიც განადგურებულია და ჩანაწერები არ მოიძებნება, ან ალერგია აქვს ზოგს წამალზე, ამიტომ იძულება ყოვლად მიუღებელია და მუქარა რომ შეგვიწყდება სტუდენტის სტატუსი. ეს არის ადამიანის…

მეტი...

“ზაქარია ქუცნაშვილის დედა პოლიტიკური მოტივით გააგდეთ სკოლიდან, საუბრის მორალური უფლებაც არ გაქვთ“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მიმართავს და აცხადებს, რომ მათ, უფლება არ აქვთ, ბრალდებები წამოაყენონ, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობისას აკეთებდნენ. თალაკვაძემ ეს განცხადება განათლების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით უსმენდნენ. „წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ხალხი, რომელიც კანონის შექმნასა და დაცვაზე ვართ პასუხისმგებლები, თავს უფლებას ვაძლევდეთ, ბრალდებები წავუყენოთ კომიტეტზე, ისე, როგორც ამას პროკურატურაში მუშაობის დროს აკეთებდით“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა. არჩილ თალაკვაძემ ია კერზაიას ოჯახსა და ნათესავებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, ოპოზიციის წევრებს,…

მეტი...