შსს-მ კაფე „ახალი მზიურის“ გაქურდვის ფაქტი გახსნა – მხილებულია 4 არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 4 არასრულწლოვანი ამხილეს: 2004 წელს დაბადებული გ.ვ., 2005 წელს დაბადებული ს.დ., 2002 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2004 წელს დაბადებული მ.ბ. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულმა არასრულწლოვნებმა თბილისში, პარკ „მზიურში“ სოციალური კაფე „ახალი მზიური“ გაქურდეს, საიდანაც ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარის მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა, ასევე, გაქურდეს მაღაზია “აიტექნიკი”, საიდანაც სხვადასხვა სახის ტექნიკა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე…

მეტი...

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის სამეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე, სასამართლომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. “2019 წლის 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“  წევრის ირაკლი ნოზაძის  მიმართ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულების თ. ჯ.-სა და ნ. თ.-ს მიმართ.  სასამართლომ  ბრალდებული თ.ჯ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მას სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდების საქმეზე ნ.თ.-ს 2  წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, ბრალდებულების მიერ,  ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი.  კერძოდ, 2018 წლის 25 ივნისს,…

მეტი...

საპარლამენტო დელეგაცია ქუვეითში შეხვედრებს მართავს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრები ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და ქუვეითის სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტ ალი ალ-გჰანიმთან გაიმართა. მხარეებმა საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმის სფერო და საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს – მომდევნო შეხვედრებს ქუვეითის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან და ქუვეითის პრემიერ მინისტრთან გამართავს. ვიზიტში საპარლამენტო უმრავლესობიდან გოჩა ენუქიძე, სავალან მირზოევი და ილია წულაია, ხოლო საპარლამენტო უმცირესობიდან ირმა ნადირაშვილი მონაწილეობენ.

მეტი...

ბათუმში, ფარული ჩანაწერების საქმეზე მოქალაქის დაკითხვა მიმდინარეობს

ამ დროისათვის ბათუმში, პოლიციის მე-7 განყოფილებაში, მოქალაქე ზაალ ლატარია იკითხება. წინასწარი ინფორმაციით, გამოძიებას შეკითხვები უკრაინაში მებრძოლ ყოფილ სპეცრაზმელთან პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე აქვს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ლატარია გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე მყოფი ზაალ ლატარია ყოფილი სამხედროა და ზუგდიდში ცხოვრობს. ზაალ ლატარიას დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მისმა შვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ლატარია 2013 წლამდე საქართველოს ძალოვან უწყებებში მუშაობდა, იყო სპეცრაზმელი. შემდეგ იბრძოდა უკრაინაში, 2015 წელს კი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ლატარია ნაკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. ამ…

მეტი...

რა არის საქართველოში სკოლამდელი განათლების დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზი?! – კვლევის შედეგები

საქართველოს სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევამ, რაც საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC), საერთაშორისო კონსულტანტის ხელმძღვანელობით, 2018 წელს ერთობლივად ჩაატარეს,  საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაბალი ხარისხის ძირითადი მიზეზები გამოავლინა. სკოლამდელი ზრდისა და განათლების ხარისხის დღის წესრიგში ნათქვამია, რომ ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხიანი საფუძველი, ადამიანის მთელი შემდგომი წარმატებული ცხოვრების წინაპირობაა. „სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადრეული აღზრდისა და განათლების ხარისხიანი სისტემა საფუძველია სიცოცხლის განმავლობაში სწავლისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვებში სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში, მათი სასკოლო განათლების დასრულებამდე. ამასთან, ადრეული და სკოლამდელი განათლება მეტად მნიშვნელოვანია…

მეტი...

არაგეგმიური აცრა 65 ათასმა ადამიანმა გაიკეთა, კიდევ 100 ათასი ვაქცინა გზაშია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თურქეთიდან წითელას ვირუსის საწინააღმდეგო 100 ათასი ვაქცინას ელოდება.    როგორც ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო განმარტავს, არაგეგმიურ აცრაზე მიმართვიანობა გაიზარდა და დამატებითი ვაქცინის შეძენა გადაწყდა. ამჟამად მარაგში არის 150 ათასი დოზა, ხოლო დღეისათვის 65 ათასი ადამიანი აცრილია.  მინისტრის განმარტებით, წითელას შემთხვევების ზრდა შენარჩუნებულია, თუმცა ზრდის სიჩქარე მნიშვნელოვნად შენელდა. რაც იმას ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა მატულობს, მაგრამ არა იმ ტემპით, რაც მანამდე იყო. მთავარ სამიზნედ 20-დან 40 წლამდე ასაკის მოქალაქეები რჩებიან.  “მოსახლეობა აქტიურად იტარებს ვაქცინაციას. 65 ათასი კარგი მაჩვენებელია, თუმცა სამიზნე გვაქვს…

მეტი...

“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს ვიღებთ” – მამუკა ბახტაძე

რეზოლუციაში, რომელიც აშშ-ის კონგრესს წარედგინა, ძლიერი მხარდამჭერი გზავნილია საქართველოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის კონგრესს წარედგინა რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია სირიის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რეზოლუციაში, კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია.  „თუ დააკვირდებით ბოლო პერიოდის დინამიკას, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან და ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს ვიღებთ ჩვენი მეგობრებისგან და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამ მხარდაჭერისთვის. უმნიშვნელოვანესია აშშ-ის…

მეტი...

“ქუჩური გარჩევები” სისხლის სამართლის წესით დაისჯება

ე.წ. ქუჩური გარჩევების გამო, კონფლიქტში მონაწილე პირები შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დაისაჯონ. განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება. საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მთავრობა განაგრძობს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება სწორედ ე.წ. ქუჩური გარჩევებია. მთავრობის მეთაურის შეფასებით, “ქუჩური გარჩევების” სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას საჭიროებს.   „კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო…

მეტი...

თბილისის მწვანე ფერდობები საყოფაცხოვრებო ნაგვისგან გაწმინდეს

თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო ზოლის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ფერდობები, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა და გამხმარი ტოტებისგან გაიწმინდა.  შპს „ეკოსერვის ჯგუფის” წარმომადგენლებმა მოაწესრიგეს მწვანე საფარი. ასევე, გაისხლა და დაფორმირდა იქ არსებული ხე-მცენარეები.  ​შპს “ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობას. დაავადებული ხეების მოვლას რაც შეეხება, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძემ, თბილისის ცენტრალურ გამზირებზე კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მესაკუთრეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ, იქნება ეს…

მეტი...

სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია ლარიზაციის ტემპებს დააჩქარებს – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგიის რეალიზაცია საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და დააჩქარებს ლარიზაციის ტემპებს. აღნიშნული სტრატეგია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ეროვნული ბანკის ჩართულობით, უცხოელ კოლეგებთან ერთად შეიმუშავა.   როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სტრატეგიის დოკუმენტი შემუშავებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და 2019-2021 წლებზე გავრცელდება. „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი კაპიტალის ბაზრის განვითარება მომავალ წლებში, ლარიზაციის ტემპების დაჩქარება, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება, რათა ჩვენ ვიყოთ უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ. მე ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს,…

მეტი...

“მუყაოს ქალაქის” 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

ქვეყნის ზღვისპირა ქალაქ ბათუმთან არსებულ დასახლებაში, ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრები 1700 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი ოჯახები, ზემო აჭარის ეკომიგრანტები ცხოვრობენ და უკიდურესად მძიმე, ხშირ შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში უწევთ ყოფნა. “აჭარის მთავრობასთან ერთად, მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და 1700-ზე მეტი ოჯახისთვის აშენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსი. მნიშვნელოვანია, რომ მათ იმავე ტერიტორიაზე ექნებათ საკუთარი ბინები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ. აღსანიშნავია რომ “მუყაოს ქალაქი”, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე, ყოფილ 53-ე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს. 19 ჰექტარზე 800-ზე მეტი…

მეტი...

სოფელ უდაბნოს უნიკალური ტურისტული პოტენციალი აქვს – მამუკა ბახტაძე კახეთში ჩავიდა

​კახეთის რეგიონში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, რომელიც სოფლის მოსახლეობას 200 – ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. ახალგაზრდები და მოზარდები შეძლებენ ისარგებლო უახლესი ტექნიკით, თანამედროვე სტანდარტების ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკით, შეხვედრების ოთახით და უფასო ინტერნეტით, ხოლო მოხუცები პენსიას ადგილზე მიიღებენ.   კახეთის რეგიონში ეს უკვე მე-12, ხოლო ​ქვეყნის მასშტაბით 63-ე საზოგადოებრივი ცენტრია. რამდენიმე კვირაში, კიდევ ერთი ახალი ცენტრი ტყიბულშიც გაიხსნება. სოფელ უდაბნოში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და განაცხადა, რომ ქვეყნის ყველა რეგიონი თანაბრად უნდა ვითარდებოდეს. ხელისუფლების მიერ შექმნილი ახალი…

მეტი...

უკანონოდ დაპატიმრებული ბიზნესმენისთვის სახელმწიფოს მილიონიანი ზარალის ანაზღაურება მოუწევს

ყოფილი ხელისუფლების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროს დაზარალებული, ავიაკომპანია “ფლაი აჭარას” დამფუძნებელი ნოდარ კაკაბაძე, ქონებრივი და მორალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს. ბიზნესმენი სახელმწიფოს მილიონიან ზარალს ედავება და თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიასა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს გიორგი კალანდიას დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს. როგორც ნოდარ კაკაბაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2010 წელს ის უკანონოდ დააპატიმრეს, სახელმწიფოსთვის ქონების გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთით ემუქრებოდნენ.  ბიზნესმენმა წინასწარ პატიმრობაში 9 თვე დაატარა. ციხიდან, საპროცესო გარიგების საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა 6 წლით პირობითი სასჯელი და 4 000 ლარის ჯარიმა დააკისრეს. უცხო…

მეტი...

ბიზნესმენის დატერორებისთვის ახალაიასა და კალანდაძეს შესაძლოა, ახალი ბრალი წაუყენონ

„სახელმწიფო არ არის მართალი, თუ ის არა არის ადამიანის მხარეს; სახელმწიფო არ არის მართალი, თუ ის არ არის დაჩაგრულის მხარეს, არ ცდილობდეს დაჩაგრულის დაცვას და მისი უფლების აღდგენას; სახელმწიფო არ არის მართალი, თუ ის არ ცდილობს მჩაგვრელისა და დამნაშავის პასუხიგებაში მიცემას“ – ეს განცხადება უფლებადამცველმა სოფიო ხორგუანმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ხორგუანმა „მთავარში“ პრესკონფერენცია დაზარალებულ, ქონებაწართმეულ და პატიმრობამოხდილ ბიზნესმენთან ერთად გამართა, რომელიც წინა ხელისუფლების ტერორის მსხვერპლი აღმოჩნდა. საქმე ეხება ბიზნესმენ ნოდარ კაკაბაძეს, რომელიც ტვირთების აეროგადაზიდვებს აწარმოებდა. 2011 წელს ბრალდებულად ცნობილი ბიზნესმენი 2019 წელს უდანაშაულოდ ცნეს. მან საპატიმროც არარსებული ბრალდებით მოიხადა და…

მეტი...

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა

​თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს აღემატება და ის დამატებით, 100 მილიონი ლარით გაიზრდება. იმისათვის, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ზაფხულის პერიოდში წარიმართოს, დედაქალაქის მერია ბანკებთან საკრედიტო ხაზის გახსნას გეგმავს და აღარ დაელოდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის გამოყოფას, რასაც „ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილება სჭირდება. როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, დედაქალაქს წლეულს უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის ბიუჯეტი აქვს და მასშტაბური სამუშაოები განხორციელდება.   მისივე ინფორმაციით, დედაქალაქის საკრებულომ  მხარი დაუჭირა საკრედიტო ხაზის შექმნის გადაწყვეტილებას, რაც მერიას საშუალებას აძლევს, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სატენდერო პროცედურები დროულად, ტრანსფერის გამოყოფისთვის აუცილებელი საკანონმდებლო პროცედურების დასრულებამდე დაიწყოს. “მერია დაიწყებს ბანკებთან პირობების…

მეტი...