მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

ავადმყოფობის შედეგად, სახლახლო არტისტი, თეატრისა და კინოს მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. წლების განმავლობაში მას არაერთ ცნობილ ფილმში მთავარი გმირის როლი აქვს შესრულებული. სახალხო არტისტი მარჯანიშვილის, რუსთაველისა და რუსთავის დრამატული თეატრების მსახიობი იყო. ის არის ღირსების ორდენის მფლობელი. იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი. სახალხო არტისტი, ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

მეტი...

ზურაბ დათუნაშვილი მიხეილ ყაველაშვილს ხვდება, მოჭიდავეს მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს პრეზიდენტი

ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში ევროპის ორგზის ჩემპიონ ზურა დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარესთან ფიზიკური დაპირისპირებისა და ქვეყნიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებული განცხადების შემდეგ, შესაბამისი სამინისტროდან არავინ დაკავშირებია. მოჭიდავეს პარლამენტიდან დღეს დაურეკეს და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრა ჩაუნიშნეს.  როგორც მოჭიდავემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, არ იცის რატომ ხვდება, თუმცა, იცის, რომ პოზიცია არ შეიცვლება. „სამინისტროდან არავინ დამკავშირებია. დღეს ჩემთან მოვიდა ინფორმაცია, რომ მიხეილ ყაველაშვილს უნდა ხვალ შეხვედრა. მას ჩემთან არ დაურეკავს, მხოლოდ ინფორმაცია მომიტანეს. თუ რაზე მხვდება, ჩემთვის უცნობია. უბრალოდ დამინიშნეს შეხვედრა.  სხვა, კომუნიკაცია არვისთან ყოფილა. არავის დაურეკავს და არავინ…

მეტი...

ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო ხდება

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთარი სამოქალაქო პასუხისმგებლობა დააზღვიოს.  ცვლილებები „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განხორციელდა. საკითხი დადებითად გადაწყდა. ცვლილებების პროექტზე პარლამენტი იმსჯელებს.  როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით, მზღვეველი ვალდებული ხდება მატერიალური ზიანი აანაზღაუროს, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მფლობელი ან მძღოლი, ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევისას ზიანს მიაყენებს სხვა მოქალაქის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და დაუზიანებს მას ქონებას. „სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის…

მეტი...

ავლაბრის სასახლეში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი გაიხსნება

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, შესაძლოა “ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმი” გაიხსნას. ამ საკითხზე მმართველ პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს. ​როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ავლაბრის რეზიდენციისთვის შემდგომი ფუნქციის შექმნასა და მის  განვითარებაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი მხარს უჭერს იდეას, რომ ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული მუზეუმი განთავსდეს. მისი თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე ავლაბრის რეზიდენციის საკითხზე იმსჯელეს, თუმცა კონკრეტული დეტალები არ განხილულა. „პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს იდეას, რომ ეს იყოს ეროვნული მუზეუმი და ეროვნული სიბრძნის დემონსტრირების ადგილი და არა ვთქვათ, პრეზიდენტის, დღევანდელის…

მეტი...

აცრების შესამოწმებლად აპლიკაცია შეიქმნა – ბაღებსა და სკოლებში ცნობის წარდგენა სავალდებულო ხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეიქმნა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც მშობლებს საკუთარი თავისა და მათი შვილების აცრების სტატუსის შემოწმება შეუძლიათ. ​მომავალი კვირიდან აპლიკაციას ამობეჭდვის ფუნქცია დაემატება, რითაც მშობლებს შეეძლებათ, აცრების ჩამონათვალი თავად ამობეჭდონ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში წარადგინონ. აპლიკაციის სახელწოდებაა Immunization/იმუნიზაციის აპლიკაცია, რომლის გადმოწერა შესაძლებელია Play Market და Apple Store -დან. ​აპლიკაციის სარგებლობის წესები შემდეგია: 1. დარეგისტრირდებით პირადი ნომრით და ნახავთ პირად ნომერზე რეგისტრირებული ბავშვების აცრის სტატუსს, რომელიც იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული აქვს პოლიკლინიკას; 2. აცრის დროულად ჩასატარებლად, შეგიძლიათ, ნახოთ რომელი აცრა უწევს ბავშვს გეგმურად; 3. ბავშვის აცრის თაობაზე ინფორმაცია ამ აპლიკაციის…

მეტი...

სკოლის მოსწავლე ატესტატს აიღებს თუ ყველა საგანში 5 ან მეტი ქულა ექნება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლე სკოლის ატესტატს იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მას ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა ექნება. როგორც სამინისტროში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ, ხოლო მოსწავლეები, რომლებიც წინა წლებში ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ. “სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული…

მეტი...

მოსამართლეთა რაოდენობით დასავლურ სტანდარტებს ბევრად ჩამოვრჩებით – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობა ერთ-ერთი პრობლემაა და ამ თვალსაზრისით საქართველო ბევრად ჩამორჩება იმ სტანდარტებს, რომელიც არის აპრობირებული დასავლეთის სივრცეში. შესაბამისად, ეს იწვევს კონკრეტულ პრაქტიკულ პრობლემებს, ჭიანურდება საქმეთა განხილვა სასამართლოში. ირაკლი კობაძის თქმით, ეს არის პრობლემა და გარკვეულ დაბრკოლებას შექმნის თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული უვადო დანიშვნის გადავადების თაობაზე. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარმოდგენილ 10-კაციან სიას პარლამენტი კენჭს არ უყრის, სანამ ყველა კანდიდატი შემუშავებულ პროცედურებს და კრიტერიუმებს არ გაივლის. ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას, თუ ვინ დაინიშნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. „გადაწყვეტილება უკვე არის მიღებული იმის თაობაზე, რომ ამ…

მეტი...

თბილისის მეტროს ახალი მოძრავი შემადგენლობები დაემატა, მოცდის დრო შემცირდება

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე დღეიდან, 2 ახალი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს, შემცირდება სადგურებს შორის მოცდის დრო. დედაქალაქის მეტროს პირველ ხაზს ერთი ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზს სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა.     ​როგორც თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. თუ პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეისთვის ის 3-წუთამდე შემცირდა. ამ მაჩვენებლის 2.5 წუთამდე დაყვანა იგეგმება.   რეაბილიტირებული მეტროს ვაგონები გლდანის დეპოში დღეს, დედაქალაქის მერმა პირადად დაათვალიერა და მემანქანეებს გაესაუბრა. მისი ინფორმაციით, ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და თანამედროვე…

მეტი...

მიმდინარე რეფორმები არ ემსახურება განათლების დონის ამაღლებას – არმაზ ახვლედიანი

სახელისუფლებო პარტია ”ქართული ოცნების“ ყოფილი პოლიტიკური მდივანი არმაზ ახვლედიანი  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით ქვეყნის მთავრობას სწორი, სახელმწიფოებრივი ხედვა არ გააჩნია. ​როგორც თამაზ ახვლედიანმა “მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა, ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული, ქვეყნის განვითარებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია განათლებული თაობები. ამ სფეროში მიმდინარე რეფორმები არ ემსახურება განათლების დონის ამაღლებას. “ყოველ ჯერზე, როცა საქართველოში განათლების რეფორმაზე იწყება საუბარი, ვუშვებთ ერთ არსებით შეცდომას, წარსულშიც და დღესაც. ეს შეცდომა არის, ის რომ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა დროში, საუბედუროდ, არ აქვს გააზრებული განათლების გლობალური, კონცეპტუალური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. განათლება საქართველოში…

მეტი...

“ნუ მოვკლავთ ბახმაროს ქაოსური მშენებლობებით” – არმაზ ახვლედიანი 50 მილიონიან პროექტზე

“ბახმაროს და გომის მთის განვითარების ხელშემწყობი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასოციაციის” ხელმძღვანელი არმაზ ახვლედიანი, კურორტ ბახმაროს ქაოსური განაშენიანებისგან დასაცავად საჯარო განხილვების გამართავს მოითხოვს. მისი თქმით, ფართო საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, რას ითვალისწინებს კომპანია “ორბის” 50 მილიონიანი პროექტი, მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდოს სპეციალისტებსა და დაინტერესებულ მხარეებს, ხომ არ დააზარალებს აღნიშნული პროექტი ბახმაროს და მთლიანად ქვეყნის ინტერესებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, ​ბახმარო, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამორჩეული კურორტია. მეორე მხრივ კომპანია “ორბის” მიმართ გარკვეული პრეტენზიები არსებობს, რომელმაც თავისი პროექტები უკვე განახორციელა ქვეყნის სხვა საკურორტო ზონებში. ​​მისივე შეფასებით, კომპანია “ორბმა”, ფაქტობრივად დაამახინჯა ქალაქი ბათუმი და…

მეტი...

სოციალური ქსელის ნებისმიერი მომხმარებელი დაუცველია, დაზარალებული იდენტიფიცირებული არ არის – ადვოკატი

ადვოკატი ვასილ მამულაშვილი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების ბრალდებით, რამდენიმე პირის დაკავებას ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა დაზარალებული ექსპერტიზის მიერ იდენტიფიცირებული არ არის, არასწორია ადამიანების დაკავება მხოლოდ იმის გამო, რომ აღნიშნული ვიდეო მათ მობილურ მოწყობილობაში აღმოაჩნდათ და თუნდაც გაავრცელეს. ​მისივე თქმით, ანალოგიური საფრთხისგან არც ერთი მოქალაქე არ არის დაზღვეული და სოციალური ქსელის ნებისმიერი მომხმარებელი შესაძლოა აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე, მაშინაც კი, თუ დაზარალებული იდენტიფიცირებული არ არის.  როგორც ვასილ მამულაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გავრცელებული ვიდეოჩანაწერი არ იძლევა პირის იდენტიფიცირების საშუალებას და საქმეში არ მოიპოვება დასკვნა, რომ ჩატარდა ექსპერტიზა. არ არის…

მეტი...

“რა მაქვს სატირალი ღმერთო” – თბილისში დაღუპული 19 წლის ბიჭის უკანასკნელი ლექსი

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, გაზის გამონაბოლქვით დაღუპული, 19 წლის ლაშა კობახიძე ლექსებს წერდა. უკანასკნელი ლექსი 19 იანვარს, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ადამიანები დროს უაზრო ნატვრაში კარგავენ. ის მადლიერებას გამოხატავს იმ სიყვარულისთვის, რასაც გარშემომყოფებისგან იღებს და მიაჩნია, რომ მატერიალური კეთილდღეობისთვის ადამიანი ღმერთს არ უნდა აწუხებდეს. ”რა მაქვს სატირალი ღმერთო,რა მაქვს საწუწუნო შენთან,ზოგჯერ უაზროდ რომ ვყბედობ,მაინც საყვედურს რომ ვბედავ. მე რომ სიმდიდრეზე ვფიქრობ,ვიღაც წყლის წყურვილით კვდება,ვიღაც განთიადის ცისკარს,საწოლმიჯაჭვული ხვდება. მე რომ არ ვჯერდები ცოტას,ძვირფას სამოსელს რომ ვეძებ,მშიერ, ფეხშიშველთან ვცოდავ,საჭმელს ნაგავზე რომ ეძებს. რა მაქვს საწუწუნო…

მეტი...

დანგრევას 3-ჯერ გადარჩენილი, თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა განსაცდელშია

თბილისში, რუსთაველის გამზირის N37-ში მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც ალექსანდრე მელიქ-აზარიანცის სახლის სახელითაა ცნობილი, დანგრევის პირასაა. შენობის ფასადიდან ქანდაკებები ცვივა, მათი უმეტესობა დაბზარულია. გარდა იმისა, რომ უნიკალური შენობა ნადგურდება, ის საფრთხეს უქმნის მოქალაქეებსაც. შენობის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველ ფოტოებს და სტატუსს, სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი ავრცელებს.  “ერთ ადგილას უკვე ჩამოიშალა სკულპტურული კომპოზიცია. მალე სხვებიც მიჰყვება, რადგან ყველა მათგანი დაბზარულია. ეს თბილისისთვის დიდი უბედურება იქნება. სახლი სომეხმა მეწარმემ 1912 წელს, პეტერბურგელ ნიკოლაი ობოლონსკის დაუკვეთა, რომელმაც მშენებლობა 3 წელიწადში, 1915 წელს დაასრულა და ძალიან დიდი გასამრჯელოც აუღია. ამ ცნობილ არქიტექტორს თბილისში სხვა შენობა აღარ…

მეტი...