მმართველ გუნდს ზვიად კვაჭანტირეძეც ტოვებს

დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ მმართველი გუნდი დატოვა. ამის შესახებ მან ბაქოში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, სასამართლოს თემა გახდა “ერთ-ერთი დიდი წითელი ხაზი” , რამაც ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

“არ მინდა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არის გარკვეულწილად იმის პროტესტი, დღეს ჩვენ პარლამენტში რა სიტუაციაშიც ვართ. ეს ჩემთვის არის ძალიან მტკვნეული თემა. გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული მაქვს, სრულიად არ მგვრის სიამოვნებას, მაგრამ მე ვფიქრობ, არჩევანი მქონდა.

ჩემი გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე იქნება სწორი და ეს იქნება სწორი ასევე, ჩემი თანამებრძოლების, მეგობრების წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელთან ერთადაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი მოვიტანეთ.

მე ვუერთდები ჩემი მეგობრების მცირერიცხოვან ჯგუფს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება ძალიან ბევრი მიზეზიდან გამომდინარე მიიღეს და ეს არ არის მხოლოდ სასამართლოს თემა. სასამართლოს თემა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი წითელი ხაზი, რომელმაც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გვიბიძგა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები