სურსათში ტყვიის შემცველობა შემცირდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სურსათში ტყვიის შემცველობაზე აღებულ ნიმუშებში დარღვევების რაოდენობა შემცირდა, რაც მათი თქმით ბაზრის კონტროლის გააქტიურებამ და რეგიონებში ნარჩენების მართვის სისტემების გაუმჯობესებამ განაპირობა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათსა და სასმელ წყალში მძიმე მეტალების, მათ შორის, ტყვიის შემცველობაზე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 1176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს. “2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების – 335, თევზის და თევზის პროდუქტების – 47,…

მეტი...

თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე ზრუნვის და ოჯახების კეთილდღეობის სულისკვეთებით – ირაკლი კობახიძე

„პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად, დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე წარვდგები პარლამენტის 2018 წლის ანგარიშით და ვისაუბრებ 2019 წლის გეგმებზე. ამ ტრადიციით, რომელსაც ჩავუყარეთ საფუძველი, საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, უკეთ გაეცნოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას“, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების წარდგენისას განაცხადა. კობახიძემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხორციელებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ამ მიმართულებით, 2018 წელი ნაყოფიერი იყო. ამ ხნის განმავლობაში პარლამენტმა 705 კანონი მიიღო, მათ შორის, 294  პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების მიერ იყო ინიცირებული. “თითოეული კანონი იქმნებოდა ქვეყანაზე, საქართველოს მოქალაქეებზე…

მეტი...

ზურაბ დათუნაშვილმა ჯანსაღ გარემოში უნდა შეძლოს მოღვაწეობა – მიხეილ ყაველაშვილი

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ქართველ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია სპორტსმენისგან მოისმინა.   როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, სპორტსმენთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა. შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ჭიდაობის ფედერაციაში მართვის თვალსაზრისით სიღრმისეული პრობლემა არსებობს, ხოლო დათუნაშვილსა და გეგეშიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება არსებული კონფლიქტის კულმინაცია იყო.  ​ყაველაშვილის მოსაზრებით, ჭიდაობის ფედერაციაში ბევრი მიდგომაა შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენმა შეეძლოს სრულყოფილად და მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა. თავის მხრივ მიხეილ ყაველაშვილი აპირებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია გამოიყენოს და  სამინისტროსთან ერთად ჭიდაობის ფედერაციაში დაიწყოს მოკვლევა, რათა, მისივე თქმით, ზურაბ დათუნაშვილმა ჯანსაღ გარემოში…

მეტი...

უარი ვთქვით რევოლუციურ წმენდაზე, სასამართლოს თვითგამორკვევის საშუალება მივეცით – „ქართული ოცნების” განცხადება  

გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას და განვაცხადოთ შემდეგი: ახალს არაფერს ვიტყვით, თუ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ სამართავად ჩაიბარა, იყო სახელმწიფო, სადაც ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა. ყველას გვახსოვს, რომ ტოტალიტარულმა სახელმწიფო მანქანამ სასამართლო ხელისუფლება, უკლებლივ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მსგავსად, საკუთარი რეპრესიული პოლიტიკის სამსახურში ჩააყენა და საზოგადოების დათრგუნვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქცია. ამ ფონზე, ჩვენ, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის განაცხადით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამომრჩეველთა განწყობების მიუხედავად და, გარკვეულწილად, ამ განწყობების საწინააღმდეგოდაც კი, უარი ვთქვით სასამართლო სისტემის გარდაქმნის არაკონსტიტუციურ…

მეტი...

ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორია დაზიანებული და ხმელი ხეებისგან გაწმინდეს

თბილისის საბურთალოს რაიონში, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების პარალელურად, ხიდის მიმდებარედ არსებული გამწვანებული ტერიტორია დასუფთავდა. სამუშაოების ფარგლებში, შპს “ეკოსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა გამწვანების ზოლში ხე-მცენარეებს სხვლა-ფორმირება განახორციელეს. დაზიანებული და ხმელი ხეები ტერიტორიიდან გაიტანეს. ასევე, გამწვანებული ფასადი მოწესრიგდა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შპს “ეკოსერვის ჯგუფში” განუცხადეს, აღნიშნული სამსახური ზრუნავს თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებული გამწვანებული ტერიტორიების, დასასვენებელი ადგილების, ხე-მცენარეების, შადრევნების, სასმელი წყლის სოკოს ფორმის შადრევნების და სხვა ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაზე.

მეტი...

„ნაცები“, „ევრო ნაცები“, ზეციური ნაცები“ – დიმიტრი ხუნდაძე ფარულ გადაღებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოგადაღებებზე ოპონენტების განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ კრიტიკის უფლება ყველას აქვს, „ნაციონალებისა“ და მათი განშტობების გარდა. „მინდა გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ჩემი ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით ყველას აქვს შენიშვნის თუ კრიტიკის უფლება, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ეს იქნება „ნაცები“, „ევრო ნაცები“, „ზეციური“ თუ „მიწიერი ნაცები“, მნიშვნელობა არ აქვს. მათი ქმედება ერთი იყო და ეს წარსული დღესაც მძიმე რეალობას ქმნის“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

მეტი...

საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი შეიქმნება

საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი იქმნება, რომლის მეშვეობით დაინტერესებული მხარეებისთვის, სატყეო სექტორის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი, – ამის შესახებ საქართველოს პროექტის Global Forest Watch (GFW) ეროვნულ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეექვსე შეხვედრაზე ისაუბრეს და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ქმედებები შეაჯამეს. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, საქართველოში ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას სატყეო დარგში მომუშავე სამთავრობო და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც ინტერნეტტექნოლოგიაზე დაფუძნებული „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის/პორტალის“ შემუშავების პროცესზე, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებებზე იმსჯელეს.

მეტი...

„რაც დაუშვებელია ინტერნეტს გარეთ, უნდა იკრძალებოდეს ინტერნეტშიც“ – დიმიტრი ხუნდაძე

ინტერნეტუსაფრთხოებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ინტერნეტ სივრციდან მომავალ საფრთხეებზე პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ საუბრობს და ბავშვებისა და მოზარდების დასაცავად რეგულაციების შემოღებას ითხოვს. დეპუტატმა აღნიშული პრობლემა პარლამენტის პირველ საშემოდგომო სესიაზე გააჟღერა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ითხოვა. „ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტუსაფრთხოების თემაზე ჯანდაცვის კომიტეტი დიდი ხანია მუშაობს. დღეს, ცოვილიზებული სამყარო უსაფრთხო ინტერნეტის დღეს აღნშნავს და ყველას მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ ინტერნეტუსაფრთხოება. გვსურს, ჩვენი ჩართვა ამ საერთაშორისო აქტივში არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით და ბოლომდე მივიყვანოთ კომიტეტში დაწყებული საქმე. პროგრესს და განვითარებას ზოგჯერ თან სდევს სერიოზული რისკები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რათქმაუნდა,…

მეტი...

მცხეთის გენგეგმაზე დარგობრივი სპეციალისტების ჯგუფი იმუშავებს

ისტორიული ქალაქ მცხეთის ქაოსური განაშენიანებისგან დასაცავად ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია შემუშავდება. გენგეგმას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული ამხანაგობა “აქოლისი” შექმნის. ის დარგობრივი სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო ჯგუფს აერთიანებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, უსისტემო და ქაოსური ქალაქგანვითარების თავიდან ასაცილებლად, UNESCO -სთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდება ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთი მხრივ, ქალაქს ისტორიულ – კულტურულ ღირებულებას შეუნარჩუნებს და მეორე მხრივ, მისი სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და განვითარებას უზრუნველყოფს. მათივე თქმით, UNESCO -ს მიერ ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების – ჯვრის მონასტრის, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრისა და სამთავროს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების…

მეტი...

„ბრძოლა ჭკუასა და უჭკუოს შორის“ – ვეტერანი სპორტსმენის ხმაურიანი ინტერვიუ „მთავართან“

„ფიზიკური სპორტი მოშლილია, დიდი სპორტი კი სულს ღაფავს. დიდი ხანია ვარ ამ ქვეყანაში და მახსოვს სპორტის წარმატებაც. დღესაც ლაპარაკობენ, რომ სპორტი წარმატებულია. არ ვეთანხმები ამ გამოთქმას… სულიერ სისუსტეს ფიზიკურად ერევიან…“- აცხადებს ვეტერანი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი რომან რურუა „მედიაცენტრ მთავართან“. „მედიაცენტრი მთავარი:“ ჭიდაობის ფედერაციაში და ზოგადად სპორტში ბევრი პრობლემა დაგროვდა, რისი გარკვევაც მუშტი-კრივითა და არაცივილური ფორმებით ხდება. სად გვაქვს პრობლემა? რომან რურუა: თავს ვარიდებ ამ თემაზე საუბარს. ძალიან მარტივი და კარგი კითხვაა. გიპასუხებთ ორი სიტყვით, ყველაფრის პრობლემა დევს მართვაში და ეს მარტო ჭიდაობას კი…

მეტი...

“არასდროს ჰქონია ორმაგი სტანდარტი, ვაჭრობა არასდროს გაუმართავს” – ზაზა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი, მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის, პარლამენტარ ეკა ბესელიას დამსახურებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ პარლამენტში იშვიათად მოინახება ადამიანი, რომელსაც მისი მსგავსი შრომისუნარიანობა, ტაქტი და მოთმინების უნარი ჰქონდეს.    როგორც ზაზა პაპუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეკა ბესელიას  წინა მოწვევის პარლამენტში ფასდაუდებელი შრომა აქვს გაწეული. მას ერიდება საკუთარ დამსახურებებზე საუბარი, მაგრამ როგორც პოლიტიკოს, აქვს დამსახურება ქვეყნის წინაშე. არასდროს ჰქონია ორმაგი სტანდარტი და არასდროს არავინ გაუყიდია, ვაჭრობა არ გაუმართავს. “რაც მის წინააღმდეგ ზოგიერთმა ადამიანმა დააპირა, ეს არც უნდა ეკადრებინათ და საწადელსაც ვერ მიაღწიეს.…

მეტი...

14 წლის შვილზე სექსუალური ძალადობისთვის 39 წლის მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორის მუნიციპალიტეტში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.   როგორც “მედიაცენტრ მთავარს” შსს-ში განუცხადეს, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2017 წელს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რასაც დაკავებული აღიარებს. “სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული…

მეტი...

შარვლით უნდა დავწვეთ, შარვლით ვიბანაოთ, ვეღარც საძინებელში შევალთ – ზაზა პაპუაშვილი ვიდეოკადრებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების შეფასებაში ვერ იქნება ორიგინალური და მიაჩნია, რომ ეს ამაზრზენი და ცუდია. მაგრამ ქვეყანაში თუ არ შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ ამის გამო ვინმე დაისაჯა და გარკვეულ პირებს პასუხი არ მოეთხოვათ, ადამიანებს “ფსიქიკური პრობლემები შეექმნებათ.  “ხვალ, ვეღარც საძინებელში შევალთ,  ვეღარც აბაზანაში და ფსიქიკური შერყევები დაგვემარეთბა. შარვლით უნდა დავწვეთ, შარვლით უნდა ვიბანაოთ”, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა “მედიაცენტრ  მთავარში”.  მისი შეფასებით, მარტივი გამოსაცნობია ის, თუ ვის სჭირდებოდა უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრებით დაშანტაჟება.  “ეს არის წინა ხელისუფლების გაკეთებული, მათი…

მეტი...

„ყველანაირი პრობლემა დევს მართვაში, ეს მარტო ჭიდაობას არ ეხება, ყველგან ჩანს“ – რომან რურუა

“სპორტულ ოჯახში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბარს თავს ვარიდებ. სად არის პრობლემა? ძალიან უბრალო და კარგი კითხვაა და გიპასუხებთ ორი სიტყვით – ყველანაირი პრობლემა დევს მართვაში და ეს მარტო ჭიდაობას კი არ ეკუთვნის, ეკუთვნის ყველა სფეროს და ეს ჩანს“ – ასე გამოეხმაურა ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე პროცესებს ვეტერანი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი რომან რურუა „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც ვეტერანმა სპორტსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“ აღნიშნა, ფიზიკური სპორტი მოშლილია და დიდი სპორტი კი სულს ღაფავს. „დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის სპორტი. სპორტს ორი მიმართულება აქვს – ფიზიკურ აღზრდა და დიდი სპორტი…

მეტი...

ვეტერანი სპორტსმენი რომან რურუა ზურა დათუნაშვილს ბრძოლისკენ მოუწოდებს

ვეტერანი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი რომან რურუა მოჭიდავე ზურა დათნაშვილს ურჩევს, ფარ-ხმალი არ დაყაროს და იბრძოლოს. აღნიშნული განცხადებს რურუამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. კითხვაზე, რა გამოსავალი არსებობს, როცა მოჭიდავე აცხადებს, რომ ან ჭიდაობას თავი უნდა დაანებოს, ან სხვა ქვეყანაში წავიდეს, რურუამ უპასუხა: „მე რომ იმ ბავშვის ადგილას ვიყო, სხვანაირად მოვიქცეოდი. რადგან ასე მექცევიან, მე ამას დავუდგებოდი წინ და დავამარცხებდი ყველას. დავამარცხებდი ჩემი მოქმედებით, ჩემი ქცევით. შეჯიბრია ეს ცხოვრება და რადგან შეჯიბრზე ხარ, ეს შეგიძლია მოიპოვო ყველგან და გახვიდე ასპარეზზე – მსოფლიო ასოპარეზზე. აქ მოიპოვებ თუ…

მეტი...

ზაზა პაპუაშვილი ანრი ოხანაშვილის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. როგორც ზაზა პაპუაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ პირებს ოხანაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას, ეს მისი პირადი პოზიციაა და მმართველ გუნდში ვინმესთან დაპირისპირებად არ უნდა იყოს გაგებული.   “არასოდეს არავის ვუმტკიცებ ჩემს სიძლიერეს, რომ ყველაზე მეტად მიყვარს ქვეყანა, ყველაზე შეუმცდარი ვარ. მე და უამრავი ადამიანი პოლიტიკაში მოსული ვართ ერთი რამის გამო, რომ ძალიან მინდა იმ ჯანსაღ პროცესებში მივიღო მონაწილეობა, რაც დღევანდელ ყოფას უკეთესობისკენ შეცლის. მერე მივხვდი, რომ ეს უფრო რომანტიზმის ნაწილი იყო და ბევრი…

მეტი...

ფოთის ნავსადგური მალე 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემებს მიიღებს

ფოთში, 25 ჰა მიწის ფართობზე, ახალი საზღვაო ტერმინალი მოეწყობა და აკვატორიის სიღრმე 12 მეტრამდე გაიზრდება. ნავსადგური 50 ათას ტონამდე ტვირთამწეობის გემების მიღებას შეძლებს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, პროექტის საერთო მოცულობა 120 მილიონი აშშ დოლარია და ორ ფაზას ითვალისწინებს. პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონ დოლარს შეადგენს. აქედან 50 მილიონ აშშ დოლარს ამერიკის შეერთებული შტატების კერძო, უცხოური ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) გამოყოფს. მათივე ინფორმაციით, პროექტს კომპანია „პეის ჯგუფი“ განახორციელებს, რომელიც რეგიონში უდიდესი სატრანსპორტო კომპანიაა და საზღვაო სააგენტოს, საბროკეროს, ლოჯისტიკურ, საკონტეინერო და ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს აერთიანებს.   როგორც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, OPIC–ს…

მეტი...

სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი 30 წლისაა – საიუბილეო ღონისძიება თბილისში გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავამ სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის” დამაარსებელს – გიორგი რატიანს, თეატრის მსახიობებსა და ტექნიკურ პერსონალს უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები გადასცა. ღონისძიება სოხუმის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის – „თეთრი ტალღა“, დაარსებიდან ოცდაათი წელს მიეძღვნა. მის დამაარსებელს, ცნობილ მსახიობს და რეჟისორს, საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი რატიანს კი – სასცენო მოღვაწეობის სამოცდახუთი წელი შეუსრულდა. როგორც ეგუჯა (გია) გვაზავამ აღნიშნა, „თეთრი ტალღა“ სოხუმში ქართული საბავშვო თეატრის სახით შეიქმნა და მნიშვნელოვანი სიახლე იყო აფხაზეთში ქართული კულტურის განმტკიცების გზაზე: „სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა ამ…

მეტი...

“რუსეთში დაბრუნება აღარ მინდა” – რატომ ვერ იღებს მოქალაქეობას ქართველი ემიგრანტი?

ახალგაზრდა, ქართველი ემიგრანტი, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში გაზრდილი სიმონ წულაია ისტორიულ სამშობლოში დამკვიდრებას ცდილობს. ემიგრაციაში დაბადებულმა ქართული ენა ოჯახში, მშობლებისგან ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ სიყმაწვილის წლები უცხო ქვეყანაში გაატარა და დიდი სამეგობრო წრე ჰყავს, სურს ქართულ ფესვებს დაუბრუნდეს და საქართველოს მოქალაქეობა მიიღოს. მაგრამ აცხადებს, რომ იუსტიციის სახლში პრობლემებს აწყდება.    როგორც სიმონ წულაიამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, იუსტიციის სახლში ყველა პროცედურის გავლის შემდეგ, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად არის საჭირო, უნდა მიეღო ოქმი, რის საფუძველზეც დაბარებული იქნებოდა გასაუბრებაზე, თუმცა აღნიშნული საბუთი მას არ მიუღია. ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, საქართველოში სამუდამოდ დაბრუნება მისი მთავარი სურვილი…

მეტი...

გერმანიის ციხეებში უცხოელ პატიმართა რაოდენობა 61%-მდე გაიზარდა

 გერმანიის ციხეებში, უცხოეთის მოქალაქეობის მქონე ადამიანების რაოდენობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, უცხოელ პატიმრებს შორის ყველაზე მეტნი პოლონეთის, ტუნისის, ლიბიის, ჩეხეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან, – ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის სამინისტრო 16 ფედერალური მიწის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. როგორც გერმანული გამოცემა Die Rheinische Post -ი იტყობინება, პატიმრების უმეტესობას გერმანიის პასპორტი არ აქვთ. ისინი ქალაქების – ბერლინისა და ჰამბურგის ციხეებში არიან. ამასთან 2016 წელთან შედარებით ჰამბურგში უცხოელი პატიმრების რაოდენობა 55%-დან 61%-მდე გაიზარდა, ხოლო ბერლინში 43%-დამ 51%-მდე. პატიმრები, რომლებიც ისლამიზმის იდეოლოგიას მისდევენ, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არიან.

მეტი...