10-ზე მეტი ჭრილობა, დამტვრეული მალები და დასერილი სახე – 28 წლის გოგო სასიკვდილოდ მეგობრის ქმარმა გაიმეტა

კაცმა მეზობელ ქალს ჩასაფრება მოუწყო და დანით აჩეხა. მძიმე დანაშაულზე  დაკავებული  ბიჭიკო ბაჩილავა ბრალის წარდგენას  ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. დაზარალებულ  ქალს ცივი იარაღით 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. სისხლიან ანგარიშსწორებას წინ სავარაუდოდ ფიზიკური დაპირისპირებაც უძღოდა. 28 წლის ქალს  ნეკნები აქვს ჩამტვრეული.

დაჭრილი ქალი ბრალდებულის ცოლის მეგობარი იყო. ვაზისუბანში, სადაც დანაშაული მოხდა, ამბობენ, რომ სისხლიანი გარჩევის მიზეზი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა, თუმცა რა,დეტალებზე საუბარი არავის უნდა. 27 წლის ქალის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

მსგავსი თემები