გულმკერდზე, თავზე, მუცელზე, ხელებზე, მთელ სხეულზე ჰქონდა ჭრილობები – როგორია თბილისში დაჭრილი ქალის მდგომარეობა

თბილისში, ვაზისუბანში ღამით, ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. ექიმების შეფასებით, ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

,,გამოკვლევებით დადგინდა ქალასარქვლის მოტეხილობა, სკალპის ღია ჭრილობა, გულმკერდის დახურულ ტრავმა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. გულმკერდის, თავის, მუცლის, ზედა კიდურებზე, ხელებზე, მთელ სხეულზე მთლიანად იყო მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები”, – ამბობს ექიმი.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.

მსგავსი თემები