ერევანში სამმა თავდამსხმელმა ხელყუმბარის გამოყენებით პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა

ერევანში, სამმა თავდამსხმელმა, ხელყუმბარის გამოყენებით, პოლიციის განყოფილების შენობაში შეღწევა სცადა. ინციდენტი ნორ-ნორქის რაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ხელყუმბარის გამოყენება სცადეს, რის შედეგადაც ორი მათგანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მესამე თავდამსხმელი კი სპეცრაზმელებმა გაანეიტრალეს.

გამოძიება ტერორიზმის მუხლით არის დაწყებული.

მსგავსი თემები