„გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები იმ დღეს ჩვენ ვიქნებით“ – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრები ისტორიის დასაწერად ემზადება. 20 წლის შემდეგ, ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, რომ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზოს. საერთაშორისო შეჯიბრზე გასასვლელად, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ნაბიჯია დარჩენილი. ახლა ქართველ ფეხბურთელებს საბერძნეთის დამარცხება მოუწევთ.

ამ დრომდე უცნობია, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველო ხვალინდელ მატჩს, თუმცა საზოგადოებამ უკვე იცის, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს შემადგენლობაში აღიარებული ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იასპარეზებს.

„ვემზადებით ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის. მოლოდინში ვართ, როდის მოვა ის დრო, როდესაც მოედანზე გავალთ და ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, კარგ კონდიციებში ვარ და ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედია, რომ გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა, თამაშში გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ საბრძოლველად გავიდეთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. იმ მოედანზე გაიმარჯვებს ძლიერი და იმედია, რომ ეს ძლიერი ნაკრები იმ დღეს ჩვენ ვიქნებით. პატივს ვცემთ მათ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს გაუხარდება საქართველოში ფინალის თამაში ამდენი გულშემატკივრის წინაშე“,ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

 

მსგავსი თემები