გავწმინდეთ ერთი სოფელი, კადიროვის ქვედანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი – უკრაინაში მებრძოლი ქართველები

უკრაინაში მებრძოლმა ქართველებმა, რომლებიც უკრაინის მხარეს მყოფ ჩეჩნებთან გაერთიანდნენ, ხარკოვისა და ბელგოროდის საზღვართან, კადიროვის ქვედანაყოფი გაანადგურეს.

მებრძოლების თქმით, მტრისგან გაწმენდილია ბელგოროდის ერთ-ერთი სოფელი. დაბომბვები და შეტაკებები სისტემატურად მიმდინარეობს. მტერი საჰაერო გზით ცდილობს შეუტიოს უკრაინის ქალაქებს. ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობა გაყვანილია.

,,გავწმინდეთ ერთი სოფელი. უკან დაიხიეს. შეტევა და ბრძოლა მოგვიწია კადიროვის ქვედანაყოფთან, რომელიც იცავდა საზღვარს. ახლა მანდ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა განალაგეს თავისი პოზიციები. წინ მივიწევთ. ჯერჯერობით, ღვთის წყალობით, დანაკარგი ჩვენს ქვედანაყოფს, ლეგიონს არა აქვს. მტრის ქვედანაყოფს აქვს ძალიან დიდი დანაკარგი, რაც ჩვენმა თვალებმა ნახა,” – ამბობს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, მამუკა ხუნჯგურუა.

მსგავსი თემები