მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა დაიწყო

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან ავტომობილებით მსვლელობა დაიწყო. წალენჯიხაში შეკრებილებმა უკვე გადაინაცვლეს ქალაქ ზუგდიდში, საიდანაც ქუთაისში ჩავლენ და ყოფილი პარლამენტის შენობის წინ აქცია-პერფორმანსს გამართავენ. აქციები დაანონსებულია გორშიც, ამის შემდეგ კი, პროტესტის მონაწილეები უკვე თბილისში ჩამოვლენ და ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანენ.

,,სიმბოლურია, რომ დღევანდელ დღეს ვიწყებთ გამარჯვებული წალენჯიხიდან, ყველაზე მამაც, ყველაზე გამბედავ ადამიანებთან ერთად. დიახ, დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ასიათასობით ჩვენმა მოქალაქემ ხელი მოაწერა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, ეს დღე აუცილებლად შევა თავისი მნიშვნელობით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და სალომე ზურაბიშვილმა ძალიან სწრაფად უნდა გადაწყვიტოს, ის ირჩევს ევროპული დემოკრატიის გზას, თუ ის ირჩევს რუსული ავტორიტარიზმის გზას”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე.

მსგავსი თემები