პოლონეთი, საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, რუსეთისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს

რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო, ვარშავა მოსკოვისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

,,მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ტერორისტული თავდასხმები უკრაინის მოსახლეობასა და ტერიტორიებზე, ბოლო მოუღოს ომს და საკუთარი საშინაო პრობლემების მოგვარებას მიხედოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 23 მარტს, უკრაინაზე თავდასხმისას, რუსეთის მიერ გაშვებულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში, სოფელ ოსიერდოვის ტერიტორიაზე შეიჭრა და იქ 39 წამის განმავლობაში იმყოფებოდა.

ინციდენტის გამო, ჰაერში აფრინდა პოლონეთის ორი და აშშ-ის ორი F-16 გამანადგურებელი. თვითმფრინავები მონიტორინგს აწარმოებდნენ და უზრუნველყოფდნენ პოლონეთის საზღვრისპირა რეგიონების უსაფრთხოებას.

მსგავსი თემები