გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი პოპულარიზაციისგან. ეს იქნება ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე გაცილებით მეტი იმგვარ შეკრებას, რომელიც არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანების მიერ თავისი სექსუალური შეხედულებების პოზიტიურად წარმოჩენას ითვალისწინებს, უყურებს როგორც პროპაგანდას. ​

„ბავშვს რომ ანიმაციაში ეუბნები – ასე კაცს თუ არ მიეფერე და როგორ შეიძლება გმირი ბედნიერი იყოს, თუ მას ეს მიმართულება არ აქვს აღებული ცხოვრების წესისა, ეს ხომ აშკარა პოპულარიზაციაა? შესაბამისად, ეს შეკრებას შეეხება, შინაარსის ნაწარმოების გავრცელებას შეეხება თუ საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესის დროს იმგვარი ინფორმაციის მიწოდებას შეეხება, რომელიც აშკარად შეიცავს პოპულარიზაციის და არა ვინმეს უფლებების დაცვის ნიშნებს, ამ შემთხვევაში ეს აიკრძალება. მაგრამ როგორც კი საქმე უფლებას შეეხება, ამის აკრძალვაზე არც უნდა ვიფიქროთ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ აქ ბალანსია არასოდეს დაირღვეს. გავმიჯნოთ უფლებების დაცვის კონტექსტი პოპულარიზაციისგან. ეს იქნება ამ კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, მათ შორის ჩვენი მომავალი თაობების ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვასთან ერთად“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ მსგავსი შეკრებები ემსახურება უფლებების დაცვას ან სიტყვის თავისუფლებას, ამას ვერავინ აკრძალავს, მაგრამ თუ რომელიმე შეკრების მიზანია პოპულარიზაცია, ამ შემთხვევაში ის აკრძალული იქნება.

მსგავსი თემები