ჟინვალის სატუმბ სადგურზე წყალი აიმღვრა, რის გამოც, დუშეთსა და დაბა ჟინვალში წყლის გრაფიკი წესდება

უხვი ნალექის გამო ჟინვალის სატუმბ სადგურზე წყალი აიმღვრა, რის გამოც ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. ინფორმაციას დუშეთის მერია ავრცელებს.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, მოსახლეობა სასმელ წყალს მიიღებს ყოველ დღე 08:00 საათიდან 12:00 საათამდე და 20:00 საათიდან 23:50 საათამდე. გრაფიკი სავარაუდოდ, 8 აპრილამდე იმოქმედებს.

,,რთული მეტეოროლოგიური პირობების, უხვი ნალექის გამო, დაბა ჟინვალის სატუმბ სადგურზე აიმღვრა წყალი, რის გამოც, გარდაუვალი აუცილებლობიდან გამომდინარე, ქალაქ დუშეთსა და დაბა ჟინვალში დგინდება სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკი.

დაწესებული გრაფიკის პერიოდში, წყალმომარაგება გადავა სრულიად ფილტრატზე და მოსახლეობას მიეწოდება სუფთა, სასმელად ვარგისი წყალი.

გრაფიკის სავარაუდო დასრულების თარიღია 8 აპრილი.

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე ქალაქი დუშეთი და დაბა ჟინვალი დაუბრუნდება 24 საათიან წყალმომარაგებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები