მოსკოვში, ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დროს ქართველი ქალი მოკლეს

მოსკოვში, ,,კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის დროს ქართველი ქალი მოკლეს. ირინა სოკოლოვა და მისი მეუღლე რომან სოკოლოვი ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზში ჩაცხრილეს. ცხედრები იმდენად იყო დაზიანებული, რომ ოჯახს გარდაცვლილების ამოცნობა გაუჭირდა. გარდაცვლილის ახლობლები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ მოსკოვში სამძიმარზე ტერაქტების რისკის გამო ვერ ჩადიან.

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ ,,კროკუს სითი ჰოლზე” შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა განახორციელეს. ტერაქტს, სულ მცირე, 137 ადამიანი ემსხვერპლა,140-ზე მეტი კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ.ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

მსგავსი თემები