150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მსვლელობა გრძელდება

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით წალენჯიხიდან დაწყებული მსვლელობა გრძელდება.

,,150 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, თუ გვინდა მინიმალურად თავისუფალ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი იყოს თავისუფალი და მათ შორის ამ ასი ათასობით ადამიანის ხმა ესმოდეს პრეზიდენტს, რომელიც ვალდებულია გაათავისუფლოს პრეზიდენტ სააკაშვილი იმიტომ, რომ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფას სჭირდება თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები”, – თქვა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

რეგიონების შემდეგ აქციის მონაწილეები თბილისში ჩამოვლენ და ხელმოწერებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანენ.

მსგავსი თემები