ფეხბურთის ბილეთის გადამყიდველმა გუშემატკივარს თანხა გადაარიცხინა და გაქრა – 30 ლარიანი ბილეთები 150 ლარად!

მიმღები – ლუკა თავდგირიძე (საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE37BG0000000103124142) თანხა – 160 ლარი, საქართველო – საბერძნეთის მატჩის ორი ცალი 30 ლარიანი ბილეთის საფასურია, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივარმა სოციალური ქსელით შეიძინა, თუმცა გადამყიდველმა თანხის გადარიცხვის შემდეგ ის დაბლოკა.

23 მარტს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე ერთა ლიგის ფინალში, საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო , თუმცა, Facebook-ის ერთ-ერთ ღია ჯგუფში, რომელსაც “ბილეთების შავი ბაზარი” ჰქვია, ე.წ. გადამყიდველებმა ბილეთების დიდ და გაძვირებულ ფასად გაყიდვა პარალელურ რეჟიმში დაიწყეს.

ოფიციალურად, მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 10, 20, 30 და 50 ლარია, ე.წ. გადამყიდველები კი მას რამდენჯერმე ძვირად ყიდიან, თუმცა ადამიანი, რომელიც „მედიაცენტრ მთავარს“ დაუკავშირდა, მიუხედავად გახუთმაგებული თანხის გადახდისა, ბილეთის გარეშე დარჩა, სოციალურ ქსელში მას ორი ბილეთის შეძენა შესთავაზეს და თანხის გადარიცხვა ვინმე ლუკა თავდგირიძის საქართველოს ბანკის ანგარიშზე მოსთხოვეს, შემდეგ კი დაბლოკეს, როგორც დაზარალებული ფანი „მედიაცენტრ მთავართან“ ყვება, მან ვერც ერთხელ ვერ მოახერხა სალაროში ან tkt.ge-ზე ბილეთის შეძენა:

„ყველა მატჩს ვესწრები და ბილეთების ყიდვა სულ გადამყიდველებთან მიწევს, ვერ მოახერხეს, რომ ერთგული გულშემატკივრებისთვის ერთწლიანი აბონემენტი მაინც შემოიღონ. არც ერთ მატჩს ვუშვებ, ყველას ვესწრები და ყოველთვის გადამყიდველებთან მიწევს ბილეთის შეძენა. ხომ შეიძლება ვინმე  დაინტერესდეს, გადამყდველებთან როგორ ხვდება ბილეთები? როცა ინტერნეტით ვცდილობდი ბილეთის ყიდვას, თანხის გადახდამდე მიშვებდა, შემდეგ კი მაგდებდა და რიგსაც მაკარგვინებდა, ბილეთი ვერანაირად ვიყიდე.  დღეს 30 ლარიანი ბილეთები 300 ლარად ვიყიდე“ – ამბობს დაზარალებული.

მას სოციალურ ქსელში ე.წ. თაღლითთან მიმოწერებიც აქვს და თანხის ტრანზაქციის ამონაწერიც არსებობს, რომ თავდგირიძეს თანხა მართლაც ჩაირიცხა, თუმცა, თავდგიროძე გამქრალია. არავინ იცის თავდგირიძემ კიდევ რამდენი ადამიანი „გადაადგო“ და რამდენი იშოვა ამ თაღლითური მაქინაციით, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ  10, 20, 30 და 50 ლარიანი ბილეთების ფასი 800 ლარამდეც ავიდა გადამყიუდველების ხელში ლუქსემბურგი -საქართველოს მატჩის დროს, ბილეთების გაყიდვა მაშინ 27 თებერვალს დაიწყო და ორ საათში უკვე ვერავინ მოახერხა შეძენა, გუშინ 4 საათის განმავლობაში ჰქონდა წვდომა გულშემატკივარს, საგულისხმოა, რომ მსგავს თაღლითურ ფაქტებზე განცხადება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც ფეხბურთის ფედერაციას არ გაუკეთებია, დაზარალებული გულშემატკივრები კი პროტესტს სოციალურ ქსელში გამოხატავენ.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო გუნდი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალურ მატჩს 26 მარტს გამართავს. შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი თემები