„ჩინეთის უწყვეტი განვითარება“ – ფორუმი პეკინში

ჩინეთში ფორუმი „ჩინეთის უწყვეტი განვითარება“ გაიმართა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.

2024 წლის ფორუმი მთლიანად ჩინეთის განვითარებას მიეძღვნა და როგორც პრემიერმა ლი ცინგიმ აღნიშნა,  ჩინეთის ეკონომიკა გრძელვადიანად, სტაბილურად და მაღალი ხარისხით ვითარდება. პემიერ ლის შეფასებით, ჩინეთმა წარმატებით შეასრულა ეკონომიკური და სოციალური განვითარების ძირითადი მიზნები და ამოცანები 2023 წელს. მან ასევე აღნიშნა, რომ  რომ ჩინეთის ეკონომიკას აქვს ძლიერი გამძლეობა, დიდი პოტენციალი და სიცოცხლისუნარიანობა და მისი გრძელვადიანი ჯანსაღი ზრდის საფუძვლები უცვლელი რჩება.

„ჩინეთის მთავრობა ყოველთვის განიხილავდა ბაზრის პატივისცემას და საწარმოების მომსახურებას, როგორც მნიშვნელოვან აქცენტს ეკონომიკური მუშაობის დაგეგმვისას და ყოველთვის იყო საწარმოების განვითარების დამცველი. გასული წლიდან, ჩინეთის მთავრობამ კიდევ უფრო გააუმჯობესა სერვისები და ჩამოაყალიბა რეგულარული კომუნიკაციის მექანიზმი საწარმოებთან“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები