ფლორენციაში 31 წლის ქართველი კაცი დააკავეს

ფლორენციაში, ნოვოლის რაიონში, ბინის გაძარცვის მცდელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ძარცვის მცდელობის დროს სახლში სიგნალიზაცია ჩაირთო. 31 წლის კაცი დაკავების დროს ჯერ კიდევ შენობის კიბეზე იმყოფებოდა. სახლში ნაპოვნია ვერცხლის ნივთებით სავსე ზურგჩანთა, რომელიც, სავარაუდოდ, მან დატოვა. ფლორენციის სასამართლოს მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე ფლორენციის სოლიჩიანოს ციხეში გადაიყვანეს.

მეტი...

,,შეშფოთებული თბილისელები აგრძელებენ ყვავილების მიტანას ტრაგედიისას დაღუპულთა გამო – რუსეთის ინტერესების სექცია

,,შეშფოთებული თბილისელები აგრძელებენ ყვავილების მიტანას ტრაგედიისას დაღუპულთა გამო… მადლობა ყველას”. ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია სოციალურ ქსელში წერს. ,,შეშფოთებული თბილისელები და ჩვენი თანამემამულეები აგრძელებენ ყვავილების და სანთლების მიტანას რუსეთის ინტერესების სექციასთან, “კროკუს სითი ჰოლში” მომხდარი ამაზრზენი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა მწუხარების გასაზიარებლად. ჩვენ მადლობლები ვართ ყველასი, ვინც ამ ტრაგედიის მიმართ გამოხატა თანადგომა. 24 მარტს რუსეთში გამოცხადდა გლოვა დაღუპულთა გამო,” – წერია განცხადებაში.

მეტი...

რბოლაში მონაწილე ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაყურებლებს შეეჯახა – არიან დაღუპულები და დაშავებულები

უნგრეთში, რბოლაში მონაწილე ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაყურებლებს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი. ინფორმაციას უნგრული მედია ავრცელებს. უნგრული მედიის ცნობით, ავარია ლაბატლანსა და ბაჯოტს შორის შუადღისას მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მეტი...

25-დან 27 მარტამდე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება

მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპარკინგე ზოლი გათავისუფლდება და ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად შეიზღუდება. თბილისი მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 25 მარტის 08:00-დან 27 მარტის 12:00 საათამდე იმოქმედებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ: მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.…

მეტი...

თბილისში კაცმა მეზობელი ქალი დაჭრა

თბილისში კაცმა მეზობელი, ახალგაზრდა ქალი დაჭრა. შემთხვევა ვაზისუბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 30 წლამდე ქალია და ის კლინიკაში უკვე გადაიყვანეს. ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მეტი...