თბილისის ჯუმას მეჩეთის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეჩეთის გვერდით მდებარე შენობაში, სათავსოში გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.