თამარ გაბუნიამ მოგვატყუა. ამ კვირაში რამდენიმე ადამიანი დავკარგეთ წამლის დეფიციტის გამო – ონკოპაციენტები

ონკოპაციენტები ჯანდაცვის მინისტრს უცვლელი მოთხოვნით მიმართავენ: დაემატოს მედიკამენტები დაფინანსების პროგრამაში, შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომა და გაითვალისწინონ ონკოპაციენტების მდგომარეობა. ისინი ითხოვენ 25 000-ლარიანი ლიმიტის მოხსნასა და საჭირო მედიკამენტების დროულად შემოტანას.

ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები მიხეილ სარჯველაძის მოადგილეს, თამარ გაბუნიას სიცრუეში სდებენ ბრალს და მის გადადგომას ითხოვენ.

,,ვითხოვთ მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას გადადგომას, რადგანაც მან მოგვატყუა წინა შეხვედრაზე, 12 მარტს და გვითხრა, რომ დეფიციტი იქნებოდა მოხსნილი. დღეის მონაცემებით, 25 მარტს, დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში და უკვე ამ კვირაში დავკარგეთ რამდენიმე ადამიანი წამლის დეფიციტის და დაფინანსების დაგვიანების გამო”, – ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი თემები