აშშ-მ ილია ღამბაშიძე და ნიკოლაი ტუპიკინი, ასევე მათი კომპანიები დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა ორი ადამიანისა და მათ მიერ რუსეთში დაფუძნებული კომპანიების წინააღმდეგ, კრემლის მიერ მართული დეზინფორმაციული კამპანიის მხარდაჭერის გამო. დასანქცირდა მოსკოვში დაფუძნებულ კომპანია Social Design Agency და მისი დამფუძნებელი, ილია ანდრეევიჩ ღამბაშიძე, ასევე რუსეთში დაფუძნებულ კომპანია Group Structura და მისი მფლობელი და დირექტორი, ნიკოლაი ალექსანდროვიჩ ტუპიკინი. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ყველა მათგანი ჩართული იყო ლათინურ ამერიკაში საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას. ისინი მართავდნენ 60-ზე მეტი ვებსაიტის ქსელს, რომლის მეშვეობითაც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ და კონტინენტზე აშშ-ისა და ნატოს…

მეტი...

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს. UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.

მეტი...

,,ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს, ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები” – რომის პაპი

,,ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს… ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები”. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა. ,,არასოდეს დაივიწყოთ, რომ ომი ყოველთვის დამარცხებას ნიშნავს… ომის დროს წინსვლა არ შეგვიძლია. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა ვისაუბროთ და ვაწარმოოთ მოლაპარაკებები”, – თქვა რომის პაპმა.

მეტი...

საქართველოში ტურებსა და მგლებს დაითვლიან – ტენდერში მონაწილეობისთვის საჭიროა 5-წლიანი გამოცდილება

საქართველოში ტურებსა და მგლებს დაითვლიან, ტენდერში მონაწილეობისთვის კი 5-წლიანი გამოცდილებაა საჭირო. ამას ითვალისწინებს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი, სადაც წერია, რომ საქართველოში ტურებისა და მგლების პოპულაციის არეალის დადგენისა და რიცხოვნობის შეფასება, ასევე მათი გარემოდან ამოღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება იგეგმება. ინფორმაციას ,,ბათუმელები” ავრცელებს. ტენდერის თანახმად, პროექტი ქალაქებსა და მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს, სადაც გახშირებულია ცხოველთა თავდასხმები, ან/და შეიმჩნევა მათი რიცხოვნობის ზრდა; ასევე იქ, სადაც ადგილი აქვს ტურების და მგლების მაღალი დონის ზეწოლას სხვა სახეობების (ბუნებრივი მსხვერპლი სახეობები) პოპულაციებზე. მოპოვებული ინფორმაციის განზოგადება/მოდელირება კი სხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობასთან უნდა მოხდეს. კერძოდ კვლევები…

მეტი...

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 34 და 39 წლის ქართველებმა ორი ბინა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ძარცვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რომელმაც მძარცველების სილუეტები შენობის სახურავზე შენიშნა. პოლიციამ ქართველები შენობიდან გასვლის მცდელობისას დააკავა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთს ჯიბეში საკეტი, ხოლო მეორეს ხელთათმანები და ხრახნი უპოვეს. ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მეტი...

მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე უახლოვდება შეთანხმებას – ბლინკენი

მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც დაკავშირებულია “ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან, “უახლოვდება” შეთანხმებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ,,ძალიან ბევრი ვიმუშავეთ კატართან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, რათა მაგიდაზე ძლიერი წინადადება დაგვეყენებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ; ჰამასი ამას არ მიიღებს. ისინი დაბრუნდნენ სხვა თხოვნებით, სხვა მოთხოვნებით. მოლაპარაკებები ახლა ამაზე მუშაობენ”, – თქვა ბლინკენმა. ,,ჰამასის” სპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი მათ უახლეს კონტრწინადადებაზე ,,ზოგადად უარყოფითი იყო” და არ აკმაყოფილებდა ,,ჰამასის” მოთხოვნებს. გასულ კვირის წინადადება მოიცავდა 700-დან 1 000-მდე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას მძევლებისთვის. ისრაელის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასის წინადადებას ,,არარეალური” უწოდა.

მეტი...

ნიდერლანდები უკრაინისთვის, საბრძოლო მასალის შესაძენად, 350 მლნ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის, საბრძოლო მასალისა და უპილოტო თვითმფრინავების შესაძენად, 350 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენიმ განაცხადა. კერძოდ ნიდერლანდები 150 მილიონ ევროზე მეტს საბრძოლო მასალისთვის გამოყოფს, დანარჩენი 200 მილიონი ევროთი კი დაგეგმილია მნიშვნელოვანი რაოდენობის ISR (დაზვერვა-სამეთვალყურეო-სადაზვერვო) დრონების შეძენა და უკრაინაში გადატანა. ცნობისთვის, მანამდე ნიდერლანდებმა, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო.

მეტი...

მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 10 დღით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.

მეტი...

აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყოველდღე, ყველა შესაძლო გზით – სალივანი

აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყოველდღე, ყველა შესაძლო გზით, – ამ თემაზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გუშინ, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ,,დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ, რომ გვჯერა თქვენი. გვჯერა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააშენებთ ნათელ მომავალს უკრაინელი ხალხისთვის, უფრო ძლიერ დემოკრატიას, სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მოიგეროს მომავალი აგრესია. და ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი ყოველ ნაბიჯზე. უნდა გჯეროდეთ შეერთებული შტატების. ჩვენ ვიდექით თქვენს გვერდით ამ ომის დაწყების დღიდან. ჩვენ უზარმაზარ მხარდაჭერას ვუწევდით და გავაგრძელებთ ამას ყოველ დღე, ყველანაირად, რაც შეგვიძლია.”

მეტი...

როგორ უგულებელყოფს „დემოკრატიული“ აშშ ჰუმანიტარულ ღირებულებებს – CGTN

“შეერთებულ შტატებს მაღლა ეჭირა „ღიაობის“, „თავისუფლების“ და „თანასწორობის“ დროშა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს უნივერსალური ღირებულებები იყო პირველი, ვინც ამერიკულმა ელიტებმა შესწირეს საკუთარი ინტერესებითვის“ –  ამ შინაარსის სტატიას  CGTN აქვეყნებს და როგორც გამიცემა აღნიშნავს, შტატებმა მაღალი ღობე ააშენა ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტექნოლოგიურ სფეროში. „საერთაშორისო დონეზე, “დემოკრატიულმა” შეერთებულმა შტატებმა აჩვენა თავისი შეუდარებელი ბულინგის უნარები ქვეყნებთან ურთიერთობისას, რომლებსაც კონკურენტებად თვლის. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა – თავისი “პატარა ეზო, მაღალი ღობე” შეკავების სტრატეგიით – გააძლიერა ძალისხმევა ჩინეთის ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხების მიზნით. ისეთი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა ექსპორტის კონტროლი და ინვესტიციების შეზღუდვა. ვაშინგტონმა ააშენა…

მეტი...

ჰეპუს ნავსადგური გუანქსის პოვინციაში (ვიდეორეპორტაჟი)

ქალაქი ბეიჰაი ჩინეთის, გუანქსის რეგიონის სამხრეთის ბოლოში მდებარეობს. აქ 1,88 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს არის დაახლოებით 1100 მ ტერტორია  რომელიც აერთიანებს საზღვაო აბრეშუმის გზის კულტურულ გამოცდილებას,  დასასვენებელ ტურიზმსა და ეკოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს. მისი საერთო დაგეგმარება განსაზღველია “ერთი მარშრუტი და ოთხი ტერიტორიაის“  პრინციპით, რაც გულისხმობს  საზღვაო მარშრუტს ლიანჯოუს ყურის გარშემო, ჰეპუს ნავსადგურს ისტორიული და კულტურული სცენური ტერიტორიით, საზღვაო აბრეშუმის გზის კულტურის კუნძულს და მუანის ეკოლოგიურ- ტურისტული ზონას. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი „ქამარი და გზა“ – ინიციატივის განსახორციელებლად და ითვლება ითვლება ერთ-ერთ მთავარ ნავსადგურად ბეიჰაიში. ვიდეორეპორტაჟი ეკა გულუა გუანქსის პროვინციიდან

მეტი...