მდინარე არაგვის ხიდზე, ერთ სამოძრაო ზოლზე მოძრაობა 10 დღით შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამის გამო აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება.

მსგავსი თემები