ნიდერლანდები უკრაინისთვის, საბრძოლო მასალის შესაძენად, 350 მლნ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის, საბრძოლო მასალისა და უპილოტო თვითმფრინავების შესაძენად, 350 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენიმ განაცხადა.

კერძოდ ნიდერლანდები 150 მილიონ ევროზე მეტს საბრძოლო მასალისთვის გამოყოფს, დანარჩენი 200 მილიონი ევროთი კი დაგეგმილია მნიშვნელოვანი რაოდენობის ISR (დაზვერვა-სამეთვალყურეო-სადაზვერვო) დრონების შეძენა და უკრაინაში გადატანა.

ცნობისთვის, მანამდე ნიდერლანდებმა, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო.

მსგავსი თემები