როგორ უგულებელყოფს „დემოკრატიული“ აშშ ჰუმანიტარულ ღირებულებებს – CGTN

“შეერთებულ შტატებს მაღლა ეჭირა „ღიაობის“, „თავისუფლების“ და „თანასწორობის“ დროშა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს უნივერსალური ღირებულებები იყო პირველი, ვინც ამერიკულმა ელიტებმა შესწირეს საკუთარი ინტერესებითვის“ –  ამ შინაარსის სტატიას  CGTN აქვეყნებს და

როგორც გამიცემა აღნიშნავს, შტატებმა მაღალი ღობე ააშენა ჩინეთსა და აშშ-ის შორის ტექნოლოგიურ სფეროში.

„საერთაშორისო დონეზე, “დემოკრატიულმა” შეერთებულმა შტატებმა აჩვენა თავისი შეუდარებელი ბულინგის უნარები ქვეყნებთან ურთიერთობისას, რომლებსაც კონკურენტებად თვლის. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა – თავისი “პატარა ეზო, მაღალი ღობე” შეკავების სტრატეგიით – გააძლიერა ძალისხმევა ჩინეთის ტექნოლოგიური პროგრესის შეფერხების მიზნით. ისეთი ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა ექსპორტის კონტროლი და ინვესტიციების შეზღუდვა. ვაშინგტონმა ააშენა “მაღალი ღობე”, რომელიც ხელს უშლის ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაცვლას მაღალტექნოლოგიური სფეროში“ – წერს გამოცემა.

CGTN-ის ანალიტიკით, მსგავსი ქმედებები საბოლოოდ ამერიკულ კომპანიება აზადალებს: „ვაშინგტონის სტრატეგია – „პატარა ეზო, მაღალი ღობე,“  საბოლოოდ ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს. დაკავშირებამ გამოიწვია აშშ-ს ნახევარგამტარული კომპანიების გაყიდვების მნიშვნელოვანი შემცირება ჩინეთის ბაზარზე. Boston Consulting Group-ის შეფასებით, ამერიკულმა კომპანიებმა შეიძლება დაკარგონ გლობალური წილის 18 პროცენტული პუნქტი და მათი შემოსავლების 37 პროცენტი, თუ აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს დაშლას და აუკრძალავს შიდა ნახევარგამტარ კომპანიებს გაყიდონ ჩინურ ფირმები. მაგრამ, როგორც ჩანს, ვაშინგტონს არ აინტერესებს მანამ, სანამ მას შეუძლია ზიანი მიაყენოს კონკურენტ ქვეყნებს.

ქვეყნის შიგნით, აშშ-ს მთავრობას არც ჰუმანიტარული ღირებულებებისადმი პატივისცემა აქვს გამოხატული. მაგალითისთვის ავიღოთ იმიგრაციის საკითხი. 21-ე საუკუნეშიც კი, ემიგრანტების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის  მხრივ გაუმჯობესება არ შეინიშნება.

შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, მიგრანტები ხედავენ, რომ მათი “ამერიკული ოცნება” კოშმარად გარდაიქმნება. მოზარდებს აკავებენ,  ხოლო მათი მცირეწლოვანი შვილები, რომლებიც მათთან ერთად შევიდნენ ქვეყანაში, ძალის გამოეყოთ ცალკე  მოათავსეს. ჩვილებიც კი – ოთხი თვის ასაკამდე ამ სანქციებს დაექვენდებარა“ – აღნიშნულია გამოცმაში.

როგორც გამოცემა აღწერს, „ბავშვები იმყოფებოდნენ არაკომუნიკაბელურად გადაუდებელი სასაზღვრო პატრულირების დაწესებულებებში ან თავშესაფრებში სახელმწიფო კონტრაქტორების მეთვალყურეობის ქვეშ, ლითონის შემოღობილი გალიებში ჩაკეტილი, ფოლგის საბნებით დაფარულ შიშველ იატაკზე“.

„პედიატრთა ამერიკული აკადემია სამართლიანად უწოდებს ამას, როგორც „სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ბავშვზე ძალადობას“.  როგორც ტეხასის სამოქალაქო უფლებების პროექტი, იურიდიული დახმარების ორგანიზაცია აცხადებს, „ან მთავრობა საერთოდ არ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ აპირებდა ამ ოჯახების დაბრუნებას, ან მათ გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ არ აინტერესებდათ“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ბრძოლა შეერთებულ შტატებში ყოველდღიურ მოვლენად იქცა.

„ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქონების თაღლითობის ბრალდებებს ემუქრება; პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამჟამად იმპიჩმენტის გამოძიებას ექვემდებარება. პოლიტიკოსები მოქმედებდნენ მათი შესაბამისი მხარდამჭერი ინტერესთა ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე. თუმცა, დღეს აშშ-ის პოლიტიკა პოლარიზაციას განიცდის, ინტერესთა ჯგუფების მოთხოვნები უფრო განსხვავებული და უკომპრომისო ხდება. ინტერპარტიული თანამშრომლობა და კონსენსუსი თითქმის შეუძლებელი გახდა – წერს CGTN.

და ბოლოს, “დემოკრატიულმა” შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორ უხეშად უგულებელყოფს ჰუმანიტარულ ღირებულებებს“ – აღნიშნავს გამოცემა და The Guardian-ის სტატიასაც იშველიებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ანალიტიკოსები აფრთხილებენ, რომ შეერთებული შტატები შესაძლოა ფართო პოლიტიკური ძალადობისკენ მიემართოს“.

 

მსგავსი თემები