აშშ-მ ილია ღამბაშიძე და ნიკოლაი ტუპიკინი, ასევე მათი კომპანიები დაასანქცირა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა ორი ადამიანისა და მათ მიერ რუსეთში დაფუძნებული კომპანიების წინააღმდეგ, კრემლის მიერ მართული დეზინფორმაციული კამპანიის მხარდაჭერის გამო.

დასანქცირდა მოსკოვში დაფუძნებულ კომპანია Social Design Agency და მისი დამფუძნებელი, ილია ანდრეევიჩ ღამბაშიძე, ასევე რუსეთში დაფუძნებულ კომპანია Group Structura და მისი მფლობელი და დირექტორი, ნიკოლაი ალექსანდროვიჩ ტუპიკინი.

ვაშინგტონი აცხადებს, რომ ყველა მათგანი ჩართული იყო ლათინურ ამერიკაში საინფორმაციო კამპანიის კოორდინაციაში, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას. ისინი მართავდნენ 60-ზე მეტი ვებსაიტის ქსელს, რომლის მეშვეობითაც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ და კონტინენტზე აშშ-ისა და ნატოს პოლიტიკის დისკრედიტაციის შესახებ.

,,ამ კომპანიებმა ასევე დაამყარეს თანამშრომლობა მედიასთან და ლათინურ ამერიკაში გავლენიან პირებთან, რომლებიც გამოიყენეს კრემლის ნარატივის პოპულარიზაციისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები