აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყოველდღე, ყველა შესაძლო გზით – სალივანი

აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ყოველდღე, ყველა შესაძლო გზით, – ამ თემაზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა გუშინ, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

,,დღეს აქ ვარ იმისთვის, რომ გითხრათ, რომ გვჯერა თქვენი. გვჯერა, რომ თქვენ გაიმარჯვებთ. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ააშენებთ ნათელ მომავალს უკრაინელი ხალხისთვის, უფრო ძლიერ დემოკრატიას, სტაბილურ და უსაფრთხო ქვეყანას, რომელსაც შეუძლია მოიგეროს მომავალი აგრესია. და ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი ყოველ ნაბიჯზე.

უნდა გჯეროდეთ შეერთებული შტატების. ჩვენ ვიდექით თქვენს გვერდით ამ ომის დაწყების დღიდან. ჩვენ უზარმაზარ მხარდაჭერას ვუწევდით და გავაგრძელებთ ამას ყოველ დღე, ყველანაირად, რაც შეგვიძლია.”

მსგავსი თემები