იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. 34 და 39 წლის ქართველებმა ორი ბინა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ძარცვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რომელმაც მძარცველების სილუეტები შენობის სახურავზე შენიშნა.

პოლიციამ ქართველები შენობიდან გასვლის მცდელობისას დააკავა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთს ჯიბეში საკეტი, ხოლო მეორეს ხელთათმანები და ხრახნი უპოვეს.

ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები