მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე უახლოვდება შეთანხმებას – ბლინკენი

მოლაპარაკებები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად, რომელიც დაკავშირებულია “ჰამასის” მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლებასთან, “უახლოვდება” შეთანხმებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

,,ძალიან ბევრი ვიმუშავეთ კატართან, ეგვიპტესთან და ისრაელთან, რათა მაგიდაზე ძლიერი წინადადება დაგვეყენებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ; ჰამასი ამას არ მიიღებს. ისინი დაბრუნდნენ სხვა თხოვნებით, სხვა მოთხოვნებით. მოლაპარაკებები ახლა ამაზე მუშაობენ”, – თქვა ბლინკენმა.

,,ჰამასის” სპიკერმა განაცხადა, რომ ისრაელის პასუხი მათ უახლეს კონტრწინადადებაზე ,,ზოგადად უარყოფითი იყო” და არ აკმაყოფილებდა ,,ჰამასის” მოთხოვნებს.

გასულ კვირის წინადადება მოიცავდა 700-დან 1 000-მდე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას მძევლებისთვის. ისრაელის პრეზიდენტმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასის წინადადებას ,,არარეალური” უწოდა.

მსგავსი თემები