უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 10 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 10 ბავშვი დაიბრუნა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილასაა.

,,მათ შორის, ვინც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნება მოახერხა, გოგონა ალინაა. მას მხოლოდ მამა დარჩა მას შემდეგ, რაც დედამისი რუსებმა დაადეპორტეს. ბავშვს აიძულებდნენ რუსულ სკოლაში სწავლას, რუსეთის ჰიმნის შესრულებას და აგრესორი ქვეყნის “სიდიადეზე” ფილმების ყურებას…

განსაკუთრებით ცინიკურია, რომ ოკუპანტები ბავშვების აიძულებდნენ დაეწერათ წერილები ჯარისკაცებისთვის, რომლებიც კლავენ მათ მამებს, დედებს, ძმებსა და დებს. ასევე, განადიდონ ქვეყანა, რომელმაც მათ მშვიდობიანი ცხოვრება წაართვა,” – განაცხადა Save Ukraine-ის ხელმძღვანელმა, მიკოლა კულებამ.

მსგავსი თემები